ლერი ხაბელოვი - ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიურ წელს თანხები არ უნდა დავზოგოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოთხწლიანი მომზადება წყალში ჩაგვეყრება

ლერი ხაბელოვი - ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიურ წელს თანხები არ უნდა დავზოგოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოთხწლიანი მომზადება წყალში ჩაგვეყრება

access_time2019-10-08 21:15:55

დეპუტატი ლერი ხაბელოვი აცხადებს, რომ სპორტის მიმართულებით 2020 წლის ბიუჯეტში დაფინანსების შემცირება სწორი არ იქნება.

 

2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ასევე  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.

 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სპორტული მიმართულებით მომავალი წელი ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„იცით, ოლიმპიური თამაშები ტარდება 2020 წელს. ახლა თანხების შემცირება ცოტა არ იყოს, სწორი არ იქნება. ჩვენ წარვადგინეთ განაცხადი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 2025 წელს და აქედან გამომდინარე, წინასწარი მუშაობა გვჭირდება, ჩამოვაყალიბოთ ჯგუფი, რომელიც გაემგზავრება უცხოეთში, შემდეგ უცხოელებიც უნდა მივიღოთ. აქ არის საუბარი სარეკლამო რგოლებზე, მთლიანად ქვეყნის წარდგენაზე და ამას ძალიან დიდი შრომა დასჭირდება,  ამიტომ, ამ ნაწილში ჩვენ გვჭირდება დახმარება. აუცილებელია, ამ ნაწილში გაიზარდოს დაფინანსება“, – აღნიშნა დეპუტატმა.


 

მისი თქმით, საჭიროა სპორტსმენების მომზადებაც.

 

„თუ 2015 წელს გადავხედავთ, როგორ ჩატარდა ჩვენი ღონისძიებები, რა ობიექტები დარჩა და ღონისძიებას რამხელა მიზიდულობა ჰქონდა, აუცილებელია, ზამთრის ფესტივალიც ამ დონეზე ჩავატაროთ. გვინდა, 2025 წელს სპორტსმენები წარდგნენ და თუ მზადებას არ დავიწყეთ, ნამდვილად გაგვიჭირდება. თუ ოლიმპიურ ფესტივალზე მონაწილეობას მივიღებთ და გამომსვლელი ბავშვი არ გვეყოლება, მაშინ აზრი რა არის? ვფიქრობ, მოვიდა დრო, თანხები არ დავზოგოთ. თანხები არ უნდა დავზოგოთ 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვისაც, ოლიმპიურ წელს. თუ ეს არ გაკეთდა, მთელი ოლიმპიური ციკლი და ოთხწლიანი მომზადება წყალში ჩაგვეყრება“, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

 

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 1 მლრდ 636 მლნ ლარია. ამასთან, სპორტის ხელშეწყობაზე გათვალისწინებულია 130.4 მლნ ლარი.

 

1tv.ge





რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up