ლექვინაძე: ახალმა საბანკო რეგულაციებმა ტექნიკის მაღაზიებს გაყიდვები 35%-ით შეუმცირა

ლექვინაძე: ახალმა საბანკო რეგულაციებმა ტექნიკის მაღაზიებს გაყიდვები 35%-ით შეუმცირა

access_time2018-10-21 17:40:00

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მაისიდან ამოქმედებული ახალი საბანკო რეგულაციების შემდეგ, რომელიც ბანკების მიერ კლიენტის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხის გაცემას შეეხება, ტექნიკის მაღაზიებს გაყიდვები 35%-ით შეუმცირა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.


ლექვინაძის განცხადებით, რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკთან აქტიური კონსულტაციები გრძელდება, რომლის შედეგიც უნდა იყოს ის, რომ პარამეტრები, რომელიც ჩადებულია დებულებაში, დაუახლოვდეს ოპტიმალურ პირობებს. 


ლექვინაძის შეფასებით, დებულებაში არსებული ახლანდელი პირობები მკაცრია. 



საფინანსო რესურსით სარგებლობენ სხვა ბიზნესსექტორის მომხმარებლებიც. მათ შორის, უძრავი ქონებისა თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროდან. მაისიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა, რომლის მიხედვითაც ბანკებს გადახდისუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზი დაევალათ, ამ სექტორის რეალიზაციის მაჩვენებლებზე უკვე მოახდინა გავლენა. რეგულაციებმა განსაკუთრებით იმოქმედა საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზატორებზე და ჩვენი ინფორმაციით, გაყიდვები დაახლოებით 35 პროცენტით შემცირდა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ეროვნულმა ბანკმა საჯაროდ გააზიარა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების სამუშაო ვერსია, რომელიც ბაზრის მონაწილეებთან განხილვის შემდეგ დაიხვეწება და 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.


დებულების პროექტის მიხედვით, ფინანსურმა ინსტიტუტებმა სესხები კლიენტის გადახდისუნარიანობის შესწავლის საფუძველზე უნდა გასცენ.


დებულების ამოქმედებამდე, გარდამავალ პერიოდში, ბანკების მიერ კლიენტის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული სესხების აგრესიულად ზრდის თავიდან ასაცილებლად, ასეთი სესხების მოცულობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტამდე შეიზღუდა.






ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...


მსგავსი სიახლეები

up