ლექსო ალექსიშვილი: „თუ კეთილდღეობას ვალების ხარჯზე გავზრდით, ეს მომავალში აუცილებლად ცუდად შემოგვიტრიალდება"

ლექსო ალექსიშვილი: „თუ კეთილდღეობას ვალების ხარჯზე გავზრდით, ეს მომავალში აუცილებლად ცუდად შემოგვიტრიალდება"

access_time2017-01-30 18:30:02

რამდენად სწორად მოხდა მონეტარული პოლიტიკის თუნდაც მცირედით გამკაცრება და რა შედეგს მოიტანს გალარების პროგრამა? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით რადიო „კომერსანტის" გადაცემაში „ეკონომისტის დრო" საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის PMCG-ს ხელმძღვანელმა ლექსო ალექსიშვილმა ისაუბრა. „კომერსანტი" გადაცემის შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ.

 


– მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზარდა 6,75%-მდე. ამ ნაბიჯით, მოსახლეობას, რომელთაც სესხი ჰქონდა ლარში და მიბმული იყო რეფინანსირების განაკვეთთან, გაუძვირდა საპროცენტო განაკვეთი. რა გავლენას მოახდენს ეს ინფლაციაზე, ეკონომიკის ზრდაზე და რამდენად დროული და ადექვატურია ეს გადაწყვეტილება?

 

 

– რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ნამდვილად გამოიწვევს იმ მსესხებლებისთვის პროცენტის გაძვირებას, რომლებთაც სესხი რეფინანსირების განაკვეთზე აქვთ მიბმული. ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი სწორედ ინფაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნება იყო.

 


რაც შეეხება ზოგადად ინფლაციას, მისი ზრდის მოლოდინი სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარეობს და ამას მხოლოდ აქციზის ზრდას ვერ დავაბრალებთ. ძირითადად, ეს სავალუტო კურსის ცვლილების შედეგად იმპორტზე ფასების მატებამ გამოიწვია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ცხადია, რომ გვექნება წელს ინფლაციის ზრდა, რასაც ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ ადექვატური ნაბიჯებით უნდა უპასუხოს. ადექვატური ნაბიჯებია - სებ-მა უნდა გაამკაცრის მონეტარული პოლიტიკა, ფინანსთა სამინისტრომ კი ამ გამოწვევას ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლის კონტროლით უნდა უპასუხოს.

 

 

– 2016 წელს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი იყო 5%, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ გვქონდა 1,8%-იან ზრდა. წელს არის 4%-იანი ინფლაცია დაგეგმილი, მაგრამ უკვე საუბარია იმაზე, რომ ფასები უფრო მეტად გაიზრდება. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ქმედებები რამდენად სწორია რამდენად ადექვატურად რეაგირებს სებ-ი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებზე?

 

 

– ეროვნული ბანკის მიზანი უნდა იყოს ფასების ზრდის სტაბილურება და მისი კონტროლი. ეროვნული ბანკი ვალდებულია, რომ აწარმოოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და მიჰყვეს იმ პროცესს, რომელიც მას დღის წესრიგში უდგას.


 

რეფინანსების სესხის გაზრდით ეროვნულმა ბანკმა უპასუხა იმას, რომ ინფლაცია იყოს შენარჩუნებული მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში. მაგრამ რეფინანსირების განაკვეთის განსაკუთრებული ზრდა აფერხებს ეკონომიკის ზრდას. ფული ძვირდება, ეს კი ანელებს ეკონომიკის ზრდას, ეკონომიკის სუბიექტებს სჭირდებათ იაფი ფული, რათა მათ თავიანთი ინიციატივები განახორციელონ. სწორედ აქ დგება საკითხი უკვე მეორე მხრიდან, ანუ ფისკალური ნაწილიდან, თუ როგორ ვუპასუხებთ ამ გამოწვევას. გამოწვევას კი უნდა უპასუხოს ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრულ მაჩვენებელში ჩატევით, მაქსიმალურად უზრუნველყოს ის, რომ დეფიციტი მაღალი არ იყოს. ფისკალური თვალსაზრისით ეს წელი ძალიან რთული იქნება.

 

 

– გალარება მაკროეკონიმიკური კუთხით რაიმე შედეგს თუ მოიტანს? ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ამას შედეგი არ ექნება...

 

 

– ლარის კურსი ეს არის არა მიზეზი, ეს არის უკვე კონკრეტული შედეგი, ანუ სიმპტომი, რომელიც ეკონომიკაში არსებობს. ეკონომიკურ სივრცეში მოქმედი სუბიექტების მოქმედებები დამოკიდებულია ძალიან მკაფიო რაციონალურ გადაწყვეტილებაზე. ეს რაციონალური გადაწყვეტილებები არის დაბალი რისკები. თუკი სუბიექტები განსაზღვრავენ, რომ რომელიმე ვალუტაში ოპერაციების გატარებაში რისკები დაბალია, მოძებნიან გამოსავალს და მაინც ამ ვალუტაში განახორციელებენ ოპერაციებს.

 

 

გალარება ეს არის ერთჯერადი ხასიათის, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენივე მოქალაქეებს ვასწავლოთ ასეთი ტიპის ოპერაციების განხორციელების წესები, ვგულისხმობ ეროვნულ ვალუტაში სესხების აღებას. ბუნებრივია, რომ თუ ადამიანს შემოსავალი აქვს ლარში, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ სესხიც ჰქონდეს ლარში, ის ამით სავალუტო რისკს იმცირებს. მაგრამ გალარება არც ერთ შემთხვევაში ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფას ვერ მოახდენს. ცოტა სიღრმისეულად უნდა დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება სავალუტო რისკები შევამციროთ ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორც საქართველოა.

 

 

მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, იქნება ეს მონეტარული, ფისკალური თუ ა.შ. უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ შემდეგ რამეს - მაღალი მდგრადი ეკონომკირკური ზრდის მიღწევა და დაბალი ინფლაციის უზრუნველყოფა. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. ჩვენთვის მთავარი პრობლემაა სიღარიბე და სიღატაკე, დანარჩენიც აქედან გამომდინარეობს.

 

 

– სად არის ზღვარი ეკონომიკის დაჩქარებასა და სტაბილურობას შორის?

 


– როდესაც ესტონურ მოდელზე გადავედით, შევამცირეთ საგადასახადო წნეხი, თუმცა ამავე დროს გავზარდეთ სხვადასხვა გადასახადი, ვგულისხმობ აქციზების ზრდას. არადა, ესტონურ მოდელზე გადასვლას ბიზნესისთვის ხარჯების შემცირება უნდა მოყოლოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

 

სახელმწიფოს ეკონომიკის მართვის მოდელი ოჯახის ეკონომიკის მართვის მოდელივით არის. როდესაც ოჯახი არის ღარიბი, ბუნებრივია, მას კეთილდღეობის ზრდისთვის სხვადასხმა მოთხოვნილების დაკმაყოფილება სჭირდება. აქ ისმის კითხვა, რის ხარჯზე უნდა მოხდეს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება, როდესაც შემოსავალი არ გაქვს? თუ კეთილდღეობას ვალების ხარჯზე გავზრდით, ეს მომავალში აუცილებლად ცუდად შემოგვიტრიალდება.

 

 



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up