ლექსო ალექსიშვილი „თიბისი ბანკის“ საქმეზე - საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობით  პროცესი ბევრად გამჭვირვალე იქნებოდა

ლექსო ალექსიშვილი „თიბისი ბანკის“ საქმეზე - საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობით პროცესი ბევრად გამჭვირვალე იქნებოდა

access_time2019-03-05 10:00:41

„ფაქტია, პროცესი არ არის გამჭირვალე. ეროვნული ბანკის ადგილზე ვიზრუნებდი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე. იმისათვის, რომ ნდობა იყოს მაღალი, უწყებას გააჩნია ალტერნატიული მექანიზმები, იგივე საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების სახით. წინააღმდეგ შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თავად ინსტიტუცია რამდენად მოქმედებს  დამოუკიდებლად და გარედან ჩარევის გარეშე“,- ასე აფასებს PMCG-ის გენერალური დირექტორი ლექსო ალექსიშვილი „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს.


 ალექსიშვილს მთლიანობაში თიბისი ბანკის საქმის დეტალურად შეფასება უჭირს, რადგან დეტალებს არ იცნობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ბევრი საკითხი გაურკვეველია და ეჭვებს ბადებს.


მისთვის ასევე საეჭვოა ის გარემოებაც, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის გამოძიება სამართალდამცველმა უწყებებმა არა თავის დროზე, არამედ 11 წლის შემდეგ დაიწყეს.  



„უამრავი გარემოებაა საეჭვოა, მათ შორის ისიც, რომ აქამდე საერთოდ არ მომხდარა გამოძიება და რატომღაც ამდენი ხნის შემდეგ დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლა არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ეროვნულ ბანკს  შეისწავლოს თემა, მაგრამ ფაქტია, პარლამენტში კომიტეტის  სხდომის დახურვა-გახსნა არ ნიშნავს პროცესების გამჭირვალობას. კიდევ ერთხელ, მთელი ეს პროცესი ბევრად წონადი და ნდობით აღჭურვილი რომ იყოს, საჭიროა სხვა მექანიზმების ჩართულობაც“, - ამბობს ლექსო ალექსიშვილი.





სალომე ლემონჯავა





„თელიასონერა“ მაგთიკომის მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს

„თელიასონერა“ მაგთიკომის მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს
access_time2020-07-14 13:22:50
„მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება რეგიონიდან გასვლის შესახებ, გამომდინარეობს  „თელიასონერას ბიზნეს სტრატეგიიდან და არავითარ შემთხვევაში არ ეხება ცალკეულად თქვენს ქვეყანას, საქართველოს, - ეს ამონარიდია იმ წერილიდან, რომელიც კომპანია „თელიასონერას  პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა იოჰან დენელინდიმ 2015 წლის 16 ნოემბერს მაშინდელი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს და ეკონომიკის მინისტრს მიწერა.       როგორც ჩანს,...

ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს
access_time2020-07-14 13:00:03
პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა ლევან კობერიძემ განუცხადა.   ეს კანონი უკვე ანტიკონსტიტუციურია, მაგრამ ის იმ დათქმით არის მიღებული, რომ იმოქმედოს 15 ივლისამდე. ეს კანონი პარლამენტის გვერდის ავლით, მთავრობას აძლევს იმ უფლებების შეზღუდვის საშუალებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო...

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

EMC - ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ

EMC - ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ
access_time2020-07-14 11:00:46
საქართველოს პარლამენტი შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით არის მომზადებული და რომელიც გულისხმობს  ცვლილებებს შრომის კოდექსში და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში. ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. საკანონმდებლო წინადადებას განსაკუთრებული კრიტიკა „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ მხრიდან...

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან
access_time2020-07-13 20:00:35
დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.   "იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს...


მსგავსი სიახლეები

up