ლექსო ალექსიშვილი: "საქართველოს ეკონომიკა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით მეტნაკლებად უკეთეს მდგომარეობაშია"

ლექსო ალექსიშვილი: "საქართველოს ეკონომიკა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით მეტნაკლებად უკეთეს მდგომარეობაშია"

person access_time2017-05-22 10:00:06

„დღეს საქართველოს ეკონომიკა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით მეტნაკლებად უკეთეს მდგომარეობაშია", - განაცხადა გადაცემაში „ანალიტიკა" PMCG კვლევითი ცენტრის ხელმძრვანელმა ლექსო ალექსიშვილმა. მისი თქმით ამის ძირითადი მიზეზი უპირველესად ბიზნესგარემო და ეკონომიკური რეგულაციაბია, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში უკეთესია. ამასთან, ალექსიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული მოქნილი სავალუტო რეჟიმი.

 

 

„რეგულაციებთან ერთად საქართველოში საგადასახადო წნეხი მეტნაკლებად უკეთესია, თუ ამ შემთხვევაში გავითვალისწინებთ იმასაც, რომ არსებობს კიდევ პრობლემები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიძლიოს, რადგან სხვაგვარად ჩვენთან ინვესტიციების შემოსვლაზე საუბარი არ იქნება. თუმცა, საგადასახადო პოლიტიკის თვალსაზრისით, მდგომარეობა კარგია, რადგან იმ გადაწყვეტილებებმა, რომელიც მიღებული იქნა, მათ შორის მოგების გადასახადის სახით, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სასურველი გარემოს შექმნას ბიზნესისთვის. ამ ყველაფერს კიდევ ემატება მთავრობის მიერ აბსოლუტურად სწორად განხორციელებული პოლიტიკა, რომელიც საგარეო ეკონომიკურ პოლიტიკას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს ეხება. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ამერიკას მივარდეთ, უამრავი ქვეყანაა, თუნდაც განვითარებადი ქვეყნები, რომლებთანაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უნდა მივაღწიოთ, რადგან დიდ ბაზრებამდე მივიდეთ. საქართველო პატარა ქვეყანაა და მას აუცილებლად სჭირდება დიდი სივრცეები და დიდი ბაზარი ეკონომიკის გასავითარებლად და მომხიბლავი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად. ამ კუთხით თუ შევხედავთ, პოზიტიური პროცესები მიმდინარეობს.

 


 

ჩვენ შეიძლება თავისუფალი ბაზარი და დიდი სივრცეები გვქონდეს, მაგრამ ამ ბაზარზე რა უნდა გავიტანოთ? მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი გარემო უნდა იყოს იმისთვის, რომ ისეთი ტიპის პროდუქცია ვაწარმოოთ, რომელსაც ჩვენ გარეთ გავიტანთ. ისმის კითხა - რა უშლის დღეს ხელს საქართველოში ინვესტიციების უფრო მნიშვნელოვნად შემოსვლას? ეს არის, სტრუქტურული საკითხები, მაგალითად სასამართლო სისტემა, თუ საქართველოში სასამართლო სისტემა. შესაძლოა რამდენიმე ათეული წელიც კი დასჭირდეს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენას", - ამბობს ალექსიშვილი.

 

 

 

 



ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up