ლექსო ალექსიშვილი: მოგების გადასახადის რეფორმა ფინანსურ სექტორს პირველივე დღიდან უნდა შეეხოს

ლექსო ალექსიშვილი: მოგების გადასახადის რეფორმა ფინანსურ სექტორს პირველივე დღიდან უნდა შეეხოს

person access_time2016-04-01 14:10:27

დეკრიმინალიზაცია - რა სურს ბიზნესს? ამ თემაზე ვრცელი სიუჟეტი მოამზადა.

 

ბიზნესი ფიქრობს, რომ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის დეკრიმინალიზაცია. ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯ ველტონი საგადასახადო რეფორმის ესტონურ მოდელს დიდი ენთუზიაზმით უყურებს და თვლის, რომ ეს პოზიტიური რეფორმაა და სტიმული იქნება კომპანიებისთვის, რათა მოახდინონ რეინვესტირება. ასევე თვლის, რომ გამოიწვევს დასაქმების სფეროს გაფართოებას. 

 

„აღნიშნული რეფორმის წლის შუა პერიოდში გატარება პრობლემების მომტანი იქნებოდა ბიზნესისთვის. ჩვენ გვინდა 2017 წლის იანვრისთვის იყოს გადატანილი ეს რეფორმა და ასევე გვინდა რომ ეს იყოს მოდელი სხვა რეფორმების გასატარებლად“- აცხადებს ჯორჯ ველტონი.


 

აშშ-ის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზეც ისაუბრა. მისი აზრით წარსულში ფინანსური პოლიციის ქმედება აგრესიული იყო და თავიდანვე დანაშაულში ედებოდათ კომპანიებს ბრალი. ესტონური მოდელში კი ამ პროცესების გამარტივების გზას ხედავს, ვინაიდან ნაკლებად სავარაუდო გახდება ფართო მასშტაბიანი დავები საგადასახადო სტრუქტურებთან. აუცილებლად მიიჩნევს ცვლილებას კანონში, რომელი გაყოფს პასუხისმგებლობას გამომძიებლებსა და აუდიტორებს შორის, რომ ფინანსური პოლიცია არ შევიდეს კომპანიებში შესამოწმებლად. საკონსულტაციო კომპანიის “PMCG”-ის გენერალური დირექტორი ლექსო ალექსიშვილი საგადასახადო რეფორმის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ კომპონენტს ერთ-ერთ დადებით ფაქტორად აფასებს, რასაც გავლენის მოხდენა შეუძლია ბევრ სხვა საკითხზეც. 


„მოგების გადასახადის 2017 წლიდან ამოქმედება ნებისმიერი ბიზნესის ოპერირებიდან გამომდინარე სასურველი თარიღი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში სასურველია, რომ ფისკალური წლის დასაწყისიდან დაიწყოს და არა შუაში, იმიტომ რომ ძირეულ ცვლილებებს იწვევს. სასურველია, რომ მიმდინარე ფისკალურმა წელმა ამოწუროს მთლიანი წელი და შემდეგ დაიწყოს ახალი ცვლილებით მოქმედება,“ - აცხადებს ლექსო ალექსიშვილი. მისივე აზრით აუცილებელი იყო მოგების გადასახადის რეფორმა პირველივე დღიდან შეხებოდა ფინანსურ სექტორსაც, ვინაიდან ფინანსური კომპანიები ისეთივე ძირეული ნაწილია საქართველოს ეკონომიკის, როგორც ნებისმიერი სხვა სექტორი. ამავე აზრს იზიარებს აშშ-ის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი და თვლის, რომ ყველა ბიზნეს სექტორი თანაბარ პირობებში უნდა იყოს და ფინანსურ სექტორზეც ანალოგიურად უნდა გავრცელდეს მოგების გადასახადის რეფორმა.

 



„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს  შეხვდნენ
access_time2019-11-18 13:28:03
„კომერსანტისთვის“  ცნობილი გახდა, რომ ახლად დანიშნულმა  ბიზნესომბუდსმენმა პირველ სერიოზულ ბიზნეს ქეისზე დაიწყო მუშაობა-ის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. განსახილველი საკითხი ეკატერინე ტიკარაძის უწყების მიერ გატარებული რეფორმაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებას გულისხმობს.   8 ნოემბერს „კომერსანტი“ წერდა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის...

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა
access_time2019-11-18 12:51:44
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს. „ეჭვი მაქვს, იქნებ, ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ, რადგან ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე. ის შევადგინეთ მას შემდეგ, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ბიუჯეტის და იმ...

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად
access_time2019-11-18 11:20:21
ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა, Mastercard-მა, პროექტის “Cashelss for future” გამარჯვებულები გამოავლინა. ფინანსური განათლების ასამაღლებელი ტრენინგები Mastercard-მა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ ერთად დაგეგმა, პროექტის მოწვეული ტრენერი საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც გახლდათ. პროექტი 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას ისახავდა, რომელიც საქართველოში უნაღდო...

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“
access_time2019-11-18 12:16:29
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პრესსამსახური  გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას  ავრცელებს, რომელსაც “კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად უკანასკნელ დღეებში. გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული...


მსგავსი სიახლეები

up