ლექსო ალექსიშვილი - კრიზისული სიტუაცია ვიდრე არ დასრულდება, ეკონომიკის სტიმულირება ეფექტს ვერ მოიტანს

ლექსო ალექსიშვილი - კრიზისული სიტუაცია ვიდრე არ დასრულდება, ეკონომიკის სტიმულირება ეფექტს ვერ მოიტანს

access_time2020-03-26 13:45:48

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისული სიტუაცია​ ვიდრე არ დასრულდება, ეკონომიკის სტიმულირება ეფექტს ვერ მოიტანს, – ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია „პიემსიჯის“ გენერალურმა დირექტორმა, ლექსო ალექსიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.


გადაცემაში კორონავირუსით დაპაუზებული ეკონომიკის გამოწვევები და მდგომარეობის შემსუბუქების შესაძლო სხვადასხვა ვერსია განიხილეს.


დისკუსიის დროს „პიემსიჯის“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ არათუ ქართული, არამედ მსოფლიო ეკონომიკა მსგავსი კატასტროფის წინაშე არ მდგარა და დღეს მდგომარეობიდან გამოსვლის რაიმე მზა რეცეპტი არ არსებობს, ზუსტად ისევე, როგორც არ არსებობს უებარი წამალი კორონავირუსის წინააღმდეგ. ალექსიშვილი თვლის, რომ მთავრობამ მიმდინარე კრიზისი ფონზე უმჯობესია, არავითარი სტიმულირება არ მოახდინოს და მხოლოდ კრიზისის დაძლევაზე იფიქროს.


„ამ ვითარებაში ნებისმიერი ქმედება ან რეკომენდაცია, რომელმაც დამატებითი ხარჯები ან შემოსავლების კლება უნდა გამოიწვიოს, არ იქნება სწორი. ამ წუთისთვის რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის, რომ შევინარჩუნოთ სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირება სრულყოფილად. ამას სჭირდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური უზრუნველყოფა და ამას ჯერ მშვენივრად ართმევს თავს მთავრობა, ისევე როგორც ჯანდაცვის კუთხით მშვენივრად ართმევს თავს. მეორე – მთავრობამ უნდა გაუძლოს ცდუნებას და სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან მოთხოვნას, რომ გინდა თუ არა ახლა ჩაერიოს ეკონომიკის სტიმულირების კუთხით. არანაირ განსკუთრებულ მოქმედებას, სანამ სიტუაცია არ დამთავრდება, ეკონომიკის სტიმულირების კუთხით აზრი არ ექნება და ვერანაირ ეფექტს ვერ მოიტანს. ვფიქრობ, ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ალექსიშვილმა. 

 



მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფომ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს სასიცოცხლო ეკონომიკური ფუნქციების მქონე სექტორების გამართული მუშაობა, როგორიცაა ბანკები და ტრანსპორტი. ალექსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაც. მისი თქმით, რაც შეეხება ეკონომიკის სტიმულირებას, ეს უკვე კრიზისის შემდგომ პერიოდში იქნება უპრიანი, რადგან პრობლემა მთლიანად ეკონომიკას ეხება და არა მის ცალკეულ სექტორებს.


„ერთადერთი, რაც შეიძლება ახლა გავაკეთოთ, საერთო ჯამში შევამციროთ პრობლემების ფონი. ასეთ დროს პრობლემების მთავარი მსხვერპლი არის ჩვენი მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები. შესაბამისად, დღეს იმის თქმა, რომ ეკონომიკური სტიმულირება მოვახდინოთ და მაგალითად ერთის მხრივ, გადასახადები დავწიოთ ან მეორეს მხრივ, რომელიმე სექტორი დავაფინანსოთ, არ იქნება სწორი. ამ წუთას გადასახდების დაწევით შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემა შევუქმნათ შემოსავლების ნაწილს, რომელიც ახლა გვინდა თუ არა, გვჭირდება ყველაფრისთვის. დაფინანსების გაზრდით უნდა ვიცოდეთ, რომ ეს რაღაცის ხარჯზე ხდება. შეუძლებელია, რომ ერთიც გააკეთო და მეორეც და ეს არაფრის ხარჯზე ხდებოდეს“, – განმარტა ალექსიშვილმა.

 

„პიემსიჯის“ გენერალურ დირექტორს მიაჩნია, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს საგარეო დაფინანსების მოზიდვაზე მუშაობა, რადგან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დახმარებისთვის მზად არიან.


 

„აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საგარეო დაფინანსების შესაძლებლობები. ეს იქნება აუცილებელი და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ ამაზე საუბარი. მთავრობა და სხვა ეკონომიკური ბლოკის ინსტიტუტები ამას ალბათ უკვე ახორციელებენ. სავალუტო ფონდმა დღეს გააკეთა განაცხადი, რომ ერთი ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინსტრუმენტებს განათავსებს. ასევე, საუბარია, რომ სავალუტო სვოპების მექანიზმების შემოღებას წაახალისებს, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ასეთი ინსტრუმენტებით აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ, აქ ორი აზრი არ არის, მაგრამ აქაც უნდა ვიცოდეთ ზუსტად ბალანსი როგორია. ზომიერება ყველაფერში უნდა დავიცვათ, რომ კიდევ უფრო მეტი არ დავაზარალოთ“, – განუცხადა ლექსო ალექსიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up