ლექსო ალექსიშვილი: დედოლარიზაციის პროცესში ხელოვნური ჩარევით არალეგალურ ბაზარს მივიღებთ

ლექსო ალექსიშვილი: დედოლარიზაციის პროცესში ხელოვნური ჩარევით არალეგალურ ბაზარს მივიღებთ

person access_time2016-07-26 18:30:53

"ქვეყანაში დოლარიზაციის დონე 60%-ზე ნაკლები არასდროს ყოფილა. დღევანდელი მდგომარეობით ის დაახლოებით 65%-ია“, - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტის“ ეთერში ლექსო ალექსიშვილმა განაცხადა. საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მოადგიილე მიიჩნევს, რომ დოლარიზაციის მაჩვენებლის განსაკუთრებით საგანგაშოდ შეფასება არ უნდა მოხდეს. 


ალექსიშვილი დოლარიზაციის შემცირებისთვის რამდენიმე მიზეზს ასახელებს, მათ შორის, სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ლარში გამოშვებული პროდუქტების გაზრდასა და ფინანსური განათლების დონის ამაღლებას. 


"დოლარიზაცია არის სიმპტომი და ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის გამოხატულება. ეს არ უნდა შევაფასოთ განსაკუთრებით საგანგაშოდ. ეს არის პირველ რიგში დაკავშირებული საგადასახადო ბალანსთან. 


ხელოვნური ჩარევა სასურველი არ იქნება, აკრძალვებით და რეგულაციების გამკაცრებით, შედეგს ვერ მივიღებთ და ეს შექმნის არალეგალურ ბაზარს, რასაც უკიდურესად ცუდი შედეგი ექნება. 



დღეს დედოლარიზაციას ალტერნატივა არ აქვს. არსებობენ ქვეყნები, რომლებმაც წარმატებულად მიაღწიეს შედეგს. დედოლარიზაცია ფართო ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი უნდა იყოს. 


პირველ რიგში შედეგის მისაღწევად სწრაფი ეკონომიკური ზრდისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები. უნდა ვეცადოთ, რომ ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემო არსებობდეს. 


გარდა ამისა, არსებობს ნაბიჯები, რომლებიც შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გაითვალისწინონ, მათ შორის ეროვნულმა ბანკმა. კერძოდ, ფინანსურ პროდუქტები გამოშვებული უნდა იყოს ლარში, და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური განათლება“, - განაცხადა ალექსიშვილმა. 

 

დედოლარიზაციის შესახებ გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ "მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს.“

 

ეროვნული ბანკის ამ მოსაზრებას მხარი დაუჭირეს მთავრობის წარმომადგენლებმა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეთანხმება კობა გვენეტაძის განცხადებას:

 

 

“მე აბსოლუტურად ვეთანხმები კობა გვენეტაძის განცხადებას. დედოლარიზაცია არის უალტერნატივო გზა ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის ნდობის გაზრდის მხრივ. ამისათვის კომპლექსური ნაბიჯებია გადასადგმელი. ამისთვის კეთდება საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვება. ამის გარდა, დაგეგმილი გვაქვს გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამები, რომელიც მიმართულია იქით, რომ საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდეს, არ იყოს დამოკიდებული ფულად გადარიცხვებზე და ისეთ მუხლებზე, რომელიც შესაძლებელია ეკონომიკური კრიზისის დროს იყოს რყევადი. ამიტომ ამ გრძელვადიანი კომპლექსური გზით ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ იმას, რომ გრძელვადიანი ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ გამყარდება”.



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up