ლექსო ალექსიშვილი: აქ დგას ეროვნული ბანკის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის საკითხი

ლექსო ალექსიშვილი: აქ დგას ეროვნული ბანკის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის საკითხი

access_time2019-02-21 21:14:55

"გადაწყვეტილება, რომელიც მამუკა ხაზარძემ და TBC ბანკმა მიიღო, სწორია, რადგან რისკები, რომელიც შეიძლება, ამ ეტაპზე დამდგარიყო ბანკის მიმართ, პრაქტიკულად მოხსნილია", - ასე ეხმაურება, მამუკა ხაზარაძის ბანკიდან წასვლის შესახებ განცხადებას PMCG-ის გენერალური დირექტორი ლექსო ალექსიშვილი.


მისი თქმით, დავა რომელიც შეიძლებოდა გრძლევადიან და გაურვეველ ვითარებაში გაგრძელებულიყო, დასრულებულია.


"მიმაჩნია, რომ ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის არა ის, იქნებოდა თუ არა მამუკა ხაზარაძე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე "თიბისი ბანკში", არამედ მთავარი კითხვის ნიშნები იქაა, თუ როგორ და რამ მიგვიყვანა აქამდე. ასევე, დგას ეროვნული ბანკის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის და მისი რეპუტაციის საკითხი. ბევრი ბუნდოვანებაა ამ მხრივ. ინვესტორებმა, ბიზნესმა მეტი უნდა იცოდნენ ამ თემაზე", - აცხადებს ალექსიშვილი.


მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები და უფრო მეტი სიცხადე შეიტანოს ამ პროცესში. ასევე, ალექსიშვილის შეფასებით, ამაში უნდა ჩაერთონ საერთაშორისო ორგანიზაციები იმისთვის, რომ ის კითხვის ნიშნები, რომელიც არსეობობს, დღის წესიგში აღარ იდგეს.


"გაეცეს პასუხი კითხვებს. საიდან გაჩნდა ეს თემა, რა იყო გამომწვევი მიზეზი? ეს იყო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის უშუალო ქმედებით გამოწვეული, თუ ეს იყო ბანკთან დაკავშირებული თემა", - აცხადებს ალაქსიშვილი.


მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება სწორი იყო. ალექსიშვილის შეფასებით, სასამართლო პროცესი ხანგრძლივი თემაა და ის არ არის ერთბაშად გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუცია, რომელიც ერთ საათში, ან ერთ წუთში იღებს გადაწყვტილებებს, შესაბამისად, პროცესების დროში გაწელვა საბოლოო ჯამში, დააზარალებდა ბანკის ინვეტორებს და ზოგადად საინვესტიციო გარემოს.


"მამუკა ხაზარაძის განცხადება და მთლიანად ეს ფაქტი შემაშფოთებელია. ეს არ არის ერთი კონკრეტული შემთხვევა. კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კაცი აღარ არის ახლა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მერე რა მოხდა ამით, მაგრამ ამას სხვა მხრივ უნდა შევხედოთ. ყველა ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელზეც იყო საუბარი. ხაზარაძე აცხადებს, რომ არის დისკრედიტაციის მსხვერპლი და მიზანმიმართულად იყო დისკრედიტაციის ქვეშ. ის ფაქტი, რომ მას ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს წუხელი უკვე შემაშფოთებელია. ეს არის დიდი ეკონომიკის ქვეყანა, ამ ქვეყანაში ასეთი ტიპის ბიზნესმენები, ასეთი წამატებული ქეისები ბევრი არ გვაქს. რამდენადაც არ უნდა გვიყვარდეს, ან არ გვიყვარდეს ხაზარაძე, ან თუნდაც სიმპატიით ვიყოთ მის მიმართ გაწყობილი, ან ანთიპატიით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს საქმიანი ადამიანია, რომელმაც შექმანა ომის პერიოდში ინსტიტუცია, რომელიც განვითარების ასეთ მაღალ ეტაპს მიაღწია", - აცხადებს ალექსიშვილი.


შეგახსენებთ, რომ სს "თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის წინააღმდეგ დავა შეწყვიტა. სებ-ის ინფორმაციით, "თიბისი ბანკი" რეგულატორის მიერ დაკისრებულ ჯარიმას, რაც 2007-2008 წლების ტრანზაქციების ფარგლებში, "ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს" უკავშირდება, გადაიხდის. ჯარიმა ერთ მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს, თუმცა ეროვნულ ბანკის წინააღმდეგ, ბანკისგან დამოუკიდებლად დავას აგრძელებენ.


bm.ge






საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება
access_time2020-05-29 18:57:05
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ეროვნული ლიგის შეწყვეტილი გათამაშება 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე, მომდევნო კვირის განმავლობაში, ათივე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-29 21:30:34
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როცა ინფლაცია ასეთი მაღალია და ლარი გაცამტვერებული, როგორ ვიტყვით რომ ეროვნული ბანკი კრიზისს თავს ართმევს ლარის კურსი პანდემიის გავრცელებამდეც მაღალი მერყეობით ხასიათდებოდა, თუმცა COVID-19 -ის ეფექტმა უფრო მეტად შეასუსტა მისი პოზიციები. მარტის თვეში,...

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან
access_time2020-05-29 20:00:03
ევროპელები რუსული გაზისადმი ინტერესს კარგავენ - თურქეთის გავლით გაზსადენი „სამხრეთ ნაკადიც“ წარსულს ჩაბარდა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ც სავარაუდოდ მის ბედს გაიზიარებს.   პოლონეთმა რუსული გაზის ტრანზიტზე უარი განაცხადა, თავისი წვლილი კორონავირუსმაც შეიტანა. საბოლოოდ, „გაზპრომის“ მიწოდება ათობით პროცენტებით შემცირდა.   ევროპას გაზი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიეწოდება, ფასი კი მინიმუმამდე დაეცა..   ფაქტია, რომ...

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?
access_time2020-05-29 17:30:24
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ...

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...


მსგავსი სიახლეები

up