ლექსო ალექსიშვილი: ანტიდემპინგური კანონი წინააღმდეგობაშია ქვეყნის სტრატეგიულ ხაზთან

ლექსო ალექსიშვილი: ანტიდემპინგური კანონი წინააღმდეგობაშია ქვეყნის სტრატეგიულ ხაზთან

access_time2019-07-08 16:00:36

საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს გენერალურმა დირექტორი ლექსო ალექსიშვილი ანტიკრიზისულ გეგმას და ნებისმიერ სხვა ქმედებას კრიზისში ყოფნის დროს ოპტიმიზმით არ უყურებს, რადგან თვლის, რომ ეს არის მაინც იმ კონკრეტული კრიზისული მდგომარეობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება ხშირ შემთხვევაში არ იყოს მოკლევადიან და გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული და საერთო ჯამში ამან აგვრიოს კიდეც. ამის შესახებ ალექსიშვილი რუსეთის მხრიდან დაწესებული ავიასანქციების გავლენით ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მთავრობის მიერ დაანინსებული ანტიკრიზისული გეგმის კონტექსტში საუბრისას აცხადებს.


„მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი სტრატეგიული ხაზი, თითქოს ეს ხაზი არსებობს. ის, რომ ქვეყანას სტრატეგიული ხაზი არ გააჩნია, არ არის სწორი. გააჩნია, ამ ხაზს მივყვებით, მაგრამ გზადაგზა ჩნდება ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში ამ ხაზთან.


მათ შორის მაგალითად აბსოლიტურად გაურკვეველი რეგულაციები, რომელიც შემოდის, რომელიც ბიზნესისთვის არის დამატებითი წნეხი, გაუგებარია რაში სჭირდებათ, ეს პოპულისტური ნაბიჯიც კი არ არის ხშირ შემთხვევაში, როცა ვაკვირდებით რა ეფექტი უნდა მოიტანოს.


თითქოს ეს არის ძველი ეკონომიკური სკოლის იდეებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, რომელსაც თანამედროვე რეალობაში არანაირი საფუძველი არ გააჩნია“-აცხადებს ლექსო ალექსიშვილი.



მაგალითისთვის მას ანტიდემპინგური კანონპროექტი მოჰყავს და ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის სტრატეგიულ ხაზთან.


„ახლა გვაქვს დღის წესრიგში ანტიდემპინგური კანონპროექტი. მე მგონია, ეს იქნება კიდევ ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც იქნება წინააღმდეგობაში და შეუსაბამობაში იმ გზასთან, რომელსაც ჩვენ მივყვებით და სწორედ მივყვებით.


ის, რომ საქართველო იყოს ღია ეკონომიკის მქონე, ის რომ საქართველომ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს  მსხვილი კორპორაციების შექმნა, ის, რომ საქარველომ უნდა უზრუნველყოს ინფრასტრუქტურის განვითარება, ის, რომ მან ხელი შეუწყოს სავაჭო ფინანსურ ოპერაციებს,  საქართველო უნდა დაეფუძნოს ამას“-აცხადებს გადაცემაში "ფორბსის კვირა" ლექსო ალექსიშვილი.



BMG





აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს

 აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს
access_time2019-11-22 18:15:11
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ან პლებისციტი უნდა ჩატარდეს. როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ მან მიმართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, რომ მიიღონ ზომები რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩასატარებლად. „ვხედავ, მესმის, ვგრძნობ მრავალი ადამიანის სამართლიან პროტესტს, გულისწყრომას და იმედგაცრუებას პარლამენტის მიერ 2020 წელზე პროპორციულ...

რა რისკებს შეიცავს უკრაინაში ინვესტიციის განხორციელება

რა რისკებს შეიცავს უკრაინაში ინვესტიციის განხორციელება
access_time2019-11-22 20:25:43
უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ფინანსებს ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან განვითარებად სავაჭრო ბაზრებში აბანდებენ, Bloomberg-ის ინფორმაციით შესაძლოა საფრთხეში აღმოჩნდენ. განვითარებადი მეორადი ბაზარი ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ადგილობრივი აქტივების შემსყიდველებმა შესაძლოა ვერ გაყიდონ საკუთარი აქტივები, თუკი გლობალური რისკის შეგრძნება შემცირდება. თუნდაც მათ იპოვონ მყიდველი ობლიგაციებისთვის , სავალუტო ბაზრის მერყეობა,  შესაძლოა მათ მომავალ დანაკარგებს მოასწავებდეს რაც გრივნის...

კვიპროსი ბინძურ ფულზე უარს ამბობს

კვიპროსი  ბინძურ ფულზე უარს ამბობს
access_time2019-11-22 19:30:21
ოფიციალური სტატისტიკით, კვიპროსის დედაქალაქ ლიმასოლში, რომლის მოსახლეობაც 100 000 ადამიანს შეადგენს, ჯერ კიდევ 2012 წელს 4500-ზე მეტი რუსი ცხოვრობდა, ხოლო ექსპერტების შეფასებით, დღეს, 2019 წელს, რუსები ლიმასოლის მოსახლეობის 8-11%-ს შეადგენენ. მათ იქ იზიდავს თბილი კლიმატი, ზღვა, გემრიელი სამზარეულო და მარტივი საიმიგრაციო სისტემა - 300 000 ევროს ღირებულების უძრავი...

ბელგიაში, ქურდობაზე დაკავებული ქართველი, სასამართლომ გამოუშვა, ჯანდაცვის სამინისტროს კი მისი შვილის მკურნალობა დაავალა

ბელგიაში, ქურდობაზე დაკავებული ქართველი, სასამართლომ გამოუშვა, ჯანდაცვის სამინისტროს კი მისი შვილის მკურნალობა დაავალა
access_time2019-11-22 16:30:08
სასამართლო პროცესის შესახებ ბელგიაში, ქართველი ემიგრანტი, “ემიგრანტთა სახლის” ხელმძღვანელი ანა ბალამწარაშვილი ინფორმაციას  სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ ავრცელებს.   „დღეს სასამართლო პროცესზე ბელგიის სამეფოში, ტონგერენში ბრალდებული ქართველია, 45 წლის თმაშევერცხლილი მამაკაცი. მოსამართლე: -ბატონო მირზა, რატომ ჩამოხვედით ბელგიაში, ვინ ხართ და რა გინდათ? რატომ მოიპარეთ ბოთლები და სიგარეტები? ასე ხომ ციხეში...

კობა გვენეტაძე მთავრობის და ბიზნესის კრიტიკას პასუხობს

კობა გვენეტაძე მთავრობის და ბიზნესის კრიტიკას პასუხობს
access_time2019-11-22 14:58:24
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ გვენეტაძემ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკას “ მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკის პასუხად განუცხადა. გვენეტაძის თქმით, ის თანამდებობიდან გამომდინარე არ აპირებს პოლიტიკური შინაარსის ბრალდებებს უპასუხოს და აცხადებს, რომ ლარის სტაბილურობას ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: მათ შორის საგარეო შოკები და მოლოდინები, პროცესებზე პასუხისმგებელი...


მსგავსი სიახლეები

up