ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, ვაზარი და სხვები საქართველოს ეროვნულ გალერეაში

ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, ვაზარი და სხვები საქართველოს ეროვნულ გალერეაში

access_time2018-05-23 18:01:09

საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, თბილისში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იმართება უნიკალური გამოფენები, რომლებიც ინიციატივის „იტალიური ხელოვნება საქართველოში“ ნაწილს წარმოადგენს.

 

 გამოფენათა ციკლი 15 მაისს გაიხსნა ვენეციის აკადემიის გალერეაში დაცული დიდი იტალიელი ფერმწერის, ტიციანის ცნობილი ტილოს “მადონა ყრმით” ექსპოზიციით, რომელიც 5 აგვისტომდე გაგრძელდება.

 

 25 მაისიდან 26 აგვისტომდე კი დამთვალიერებელს ელის კიდევ ორი გამოფენა:

 

 25.05.2018 – 26.08.2018 - გამოფენა „რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“ - ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევრის შესანიშნავი გამოფენა.


ნამუშევრების ავტორებს შორის არიან რენესანსის გასაოცარი პერიოდის ისეთი დიდოსტატები, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები.


 

 

 

25.05.2018 – 26.08.2018 - თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენა „Evidence. A New State of Art” - გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული გამოფენა, რომელიც წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის 18 იტალიელი მხატვრის ნამუშევრებს.

 

 ინიციატივას „იტალიური ხელოვნება საქართველოში“, რომელიც იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, მხარს უჭერს: იტალიური მხრიდან - იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა "VivereALL'italiana", ქართული მხრიდან - კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის პროექტი Check-in-Georgia. მნიშვნელოვანია სპონსორების წვლილიც, რომელთა შორიაა: DBA, Salini Impregilo, ვითიბი ბანკი, Leonardo, Gulf, Anas.

 

გამოფენების ოფიციალური გახსნა გაიმართება ხვალ 2018 წლის 24 მაისს, 19:00სთ-ზე, საქართველოს ეროვნულ გალერეაში. გამოფენების გახსნას დაესწრებიან იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის დირექტორი ჯოვანი საკანი, კულტურული ასოციაცია „მეტამორფოზის“ დირექტორი ვიტორიო ფაუსტინი, გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) დირექტორი ოლივია ფორტინი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

 

 

 

 




საზღვრების გახსნით ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, თუმცა, ეკონომიკური ვარდნა შეგვიმსუბუქდება

საზღვრების გახსნით ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, თუმცა, ეკონომიკური ვარდნა შეგვიმსუბუქდება
access_time2020-07-08 12:00:10
„საზღვრების გახსნით ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, რადგან ტურისტებიც დიდწილად შეიკავებენ თავს მოგზაურობისგან, თუმცა თუ ტურისტებს დავუშვებთ ეკონომიკური ვარდნა აუცილებლად შეგვიმსუბუქდება“,- ამის შესახებ კომერსანტს ბიზნესმენმა და ეკონომისტმა კონსტანტინე მოსიძემ განუცხადა.  მისი თქმით, დღეს ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იძლევა შესაძლებლობას, რომ საზღვრები გახსნას და ფრენები აღდგეს.   „საზღვრების ჩაკეტვის გამო ჩვენს მოსახლეობას...

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის
access_time2020-07-08 11:10:21
საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს განაცხადა. მისი განცხადებით, ეს ქვეყნებია:გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. „ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია

 მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია
access_time2020-07-08 10:50:13
 „მთავრობა დიდად არც მანამდე გვეხმარებოდა, არც ახლა გვეხმარებიან, მათგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ“, - ამის შესახებ კომერსანტს ტურისტული სააგენტოს „Planet Georgia“ -ს დამფუძნებელი მალხაზ ცინცაძემ განუცხადა. ინდივიდუალური მეწარმე აცხადებს, რომ სეზონის ჩავარდნით დაახლოებით 10 000 დოლარი დაკარგა.   „ის ხალხი რომელიც ფრენების აღდგენას ელოდებოდა და ვარაუდობდნენ აგვისტო-სექტემბერში ჩამოსვლას ტურები გააუქმეს, რადგან...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...


მსგავსი სიახლეები

up