„ლეოგრანდმა“ 2017 წელს სახანძრო უსაფრთხოების ნორმები ვერ დააკმაყოფილა“

„ლეოგრანდმა“ 2017 წელს სახანძრო უსაფრთხოების ნორმები ვერ დააკმაყოფილა“

access_time2017-11-25 14:22:18

ბათუმის ვიცე-მერის თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, სასტუმრო "ლეოგრანდს" არაერთხელ მიეცა შენიშვნები და დაჯარიმდა კიდეც. 

"არის თუ არა სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული, ამის თაბაზე შემიძლია გითხრათ, რომ სახანძრო უსაფრთოებაზე სასტუმრო შემოწმებულია და დაჯარიმებულიც კი იყო, თუმცა, დადასტურებით მაინც არ შემიძლია ამის თქმა, რადგან დოკუმენტურად ამ საკითხებს არ გავცნობივარ. ჩემთვის გადმოცემით არის ეს ინფორმაცია ცნობილი. 

ხოლო, დაცული იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოება და არსებობდა თუ არა საევაკუაციო გეგმა, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, ეს გამოძიების შემდეგ დადგინდება"-ამბობს პეტრიძე. 


აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე, მამუკა თურმანიძე, რომელიც ადგილზე მთელი ღამის განმავლობასი მუშოაბდა, არ აზუსტებს აქვს თუ არა სასტუმროს საევაკუაციო კიბე. 



"მთელი ღამის განმავლობაში ვაწარმოებდით ლეოგრანდის შენობის დათვალიერებას და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დავასრულეთ სამუშაოები. სამუშაოები უკვე ინაცვლებს გამოძიებაში და ეხლა საგამოძიებო დანაყოფები შეუდგებიან თავისი კომპეტენციის განხორციელებას. მე ვამბობ, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დავასრულეთ სამუშაოები. გამოძიების დასრულების შემდეგ გვეცოდინება არამარტო კიბის არსებობის შესახებ, არამედ თუ რამე სხვა ხარვეზი იყო", - ამბობს თურმანიძე. 


„2017 წელს, როცა დეპარტამენტში დოკუმენტაციის შეგროვება დაიწყო და ყველა იმ სასტუმრომ თუ კვების ობიექტმა, რომელსაც ჰქონდა ინტერესი, რომ მიეღო ხარისხის ნიშანი, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, „ლეოგრანდმა“ ვერ დააკმაყოფილა სახანძრო უსაფრთხოების გამკაცრებული კრიტერიუმები და შესაბამისად, მან რეკომენდაცია ვერ მიიღო“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში.


„ტურიზმის დეპარტამენტს არავითარი უფლება არა აქვს, რომელიმე სასტუმროს ფუნქციონირება შეაჩეროს. „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის“ მიერ ეს არის ხარისხის ნიშანი, რომელიც არის სარეკომენდაციო ხასიათის და როგორც საბჭოს წევრებისგან მივიღე ინფორმაცია, 2017 წელს „ლეოგრანდს“ არ ჰქონდა ეს სტატუსი. რაც შეეხება ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას,  ეს არის ჩამონათვალი იმ სასტუმროებისა, მათ შორის 2016 წელს ვისაც ჰქონდა ეს სტატუსი. როცა სასტუმრო ან კვების ობიექტი ვერ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ერთადერთი რაც ამ შემთხვევაში ტურიზმის დეპარტამენტს შეგვიძლია, არ მივანიჭოთ ეს სტატუსი“, - აღნიშნა სულხან ღლონტმა.



მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასტუმრო „ლეოგრანდმა“ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები ვერ დააკმაყოფილა, ტურიზმის დეპარტამენტს სხვა სამსახურებისთვის არ მიუწოდებია.


„პროექტის მიზანი, რომლის ფარგლებშიც ვაძლევთ ხარისხის ნიშანს, „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ არის ის, რომ ვცდილობთ მაქსიმალურად შევავსოთ ტურუსტულ ინდუსტრიაში და ბაზარზე არსებული ე.წ. „ლუფტები“ და მაქსიმალურად შევაჩვიოთ ტურიზმის სექტორი იმას, რომ ისინი უნდა იცვადნენ საერთაშორისო სტანდარტებს“, - ციტირებს აჭარის ტელევიზია სულხან ღლონტის კომენტარს.



მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მეხანძრეებს სასტუმროში დარჩენილები შიდა კიბეებით გამოჰყავთ, ვერანდაზე შეკრებილები კი სამაშველო ამწეს დახმარებით. 



სასტუმრო ლეოგრანდის ადმინისტრაციას მომხდარზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. 



ცნობისთვის, ბათუმში, შემთხვევის ადგილზე ჩასულმა შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა განაცხადა, რომ შენობას სახანძრო კიბე არ გააჩნია და ამიტომ მოხდა მაშველების სახანძრო კიბის საშუალებით იმ ადამიანების ევაკუირება, რომლებიც ბლოკირებული იყვნენ მეშვიდე სართულზე. 



"აშკარაა სახანძრო ნორმების და მოთხოვნების დარღვევა. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება სახანძრო ნორმების დარღვევა, უნდა იყოს ძალზედ მკაცრი გადაწყვეტილება მიღებული,"- თქვა გახარიამ. 



ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი, 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა. 



შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. 




მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up