ლენტეხი–უშგული–მესტიის საავტომობილო გზის 100–მილიონიანი პროექტის მშენებლობა აგვისტოში დაიწყება

ლენტეხი–უშგული–მესტიის საავტომობილო გზის 100–მილიონიანი პროექტის მშენებლობა აგვისტოში დაიწყება

access_time2016-07-18 10:03:31

ქუთაისი–ლენტეხი–უშგული– მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 100 მილიონის ღირებულების პროექტის განხორციელება წელს დაიწყება, აღნიშნულ პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ, აგვისტოში დაიწყება", –ამის შესახებ guardian.ge–ს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ განუცხადა.

 

"ლენტეხი-მესტიის გზა არის დაახლოებით 100 კმ-ი, აქედან 48 კმ-ი – მესტიის მხრიდან დაახლოებით 23 და ლენტეხის მხრიდან დაახლოებით 25 კმ – ტენდერზეა გატანილი 4 ლოტად, უფრო ზუსტად რომ გითხრათ, 3 ლოტზე გამოცხადებულია ტენდერი, მეოთხე კი ცვლილებებს განიცდის პროექტში და მასზეც უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი.

 

წელს დაიწყება 48 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, იმედია, სამუშაოები იქნება საკმაოდ წარმატებულად ორგანიზებული. წელს ეს გზა ნამდვილად დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება. რაც შეეხება დარჩენილ 52 კმ-ს, ჩვენ ვვარაუდობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ 2018 წლის დასაწყისში სამუშაოები დაიწყოს. უფრო სწორედ 2017 დაიწყება დაახლოებით და გადავა 2018-ში. და 2018 წლის ბოლომდე ვგეგმავთ დავასრულოთ სამუშაოები.

 

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პერიოდი. კანონით გათვალისწინებულ ვადებში გაუფორმდებათ პრეტენდენტებს ხელშეკრულება და ვვარაუდობთ, რომ აგვისტოში მათ აქტივობა უნდა დაიწყონ", – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

 


გიორგი სეთურიძის თქმით, ლენტეხი–უშგული– მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რის შესახებაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია, სახელმწიფო კი ამ გზის რეაბილიტაციაში, დაახლოებით, 100 მლნ ლარს დახარჯავს.

 

ლენტეხი-უშგულის მონაკვეთის სარეაბილიტაციო პროექტის მიხედვით, გზა აღმოსავლეთიდან უვლის დასახლებულ პუნქტებს და გადის უშგულში, უშგულიდან კი მესტიაში.

 

გზა გაივლის 36 სოფელს, მათ შორის, საყდარს, მარგვიშს, ლაშხეთის სოფლებს. ამ მონაკვეთის მშენებლობა იძლევა საშუალებას ცაგერი-ლენტეხის გავლით, უმოკლესი გზით მოხვდეს ადამიანი მესტიაში.

 

სეთურიძის ინფორმაციით, ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გვირაბის გაკეთებაც, პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

 

"აქ არის პროგრესი. მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, ალბათ, ძალიან მალე კონკრეტული ინფორმაცია ამის შესახებაც დაიდება. გვირაბი რომ ამ მიმართულებით გაკეთდეს, ეს შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილია. მაგრამ აქ არის საჭირო სერიოზული კვლევა იმისთვის, რომ ზუსტად დაიგეგმოს, თუ რა ზომის გვირაბი დაგვჭირდება. და ზუსტად საუბარია ახლა იმაზე, რომ დავიწყოთ პროცესი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და გაკეთდეს ზუსტი პროექტი", – აღნიშნა გიორგი სეთურიძემ.

 

მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობის დავალებით "ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს" და მისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ "მომავალ წელს გვქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია და ციფრები" იმისათვის, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ.

 

"წელს გვირაბი ვერ მოესწრება, ეს ძალიან დიდი პროექტია, თითო პროექტის მომზადებას ძალიან დიდი დრო, ალბათ, მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება. გზების დეპარტამენტი მუშაობს იმაზე, რომ მთავრობას წარუდგინოს ზუსტი პროექტი," – განუცხადა guardian.ge–ს გიორგი სეთურიძემ.

 



ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up