ილონ მასკის SpaceX-მა კოსმოსში კიდევ 52 ახალი თანამგზავრი გაუშვა, რაც თავის მხრივ მასშტაბური ინტერნეტ პროექტის Starlink-ის ნაწილია.
Space.com ინფორმაციით, Falcon 9-ის გამშვები აპარატიდან თანამგზავრების გაშვება ფლორიდას კოსმოდრომიდან მოხდა და 15 წუთში, Starlink-ის 52 თანამგზავრის ჯგუფი დაგეგმილ ორბიტაზე განლაგდა.
აღნიშნული გაშვება 2022 წელს უკვე Starlink-ის 21-ე მისიაა და და SpaceX-ის 35-ე ორბიტალური ფრენა წლის დასაწყისიდან, რითაც ახალი რეკორდი დაამყარა.
კომპანიის წინა რეკორდი იყო 2021 წელს მიღწეული 31-ე მისიის გაშვება წელიწადში.