ინდური კომპანიები სულ უფრო ხშირად იყენებენ აზიურ ვალუტებს რუსული ქვანახშირის იმპორტის გადასახდელად, თავიდან იცილებენ აშშ დოლარს და ამცირებენ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების დარღვევის რისკს.
ამის შესახებ Reuters-ი საბაჟო დოკუმენტებისა და ბაზრის წყაროზე დაყრდნობით წერს.
Reuters ადრე ავრცელებდა ინფორმაციას ინდური ნახშირის მასიური გარიგების შესახებ, რომელიც მოიცავს ჩინურ იუანს, მაგრამ საბაჟო მონაცემები ხაზს უსვამს იმას, რომ არადოლარიანი ანგარიშსწორებები ჩვეულებრივი ხდება.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ინდოეთმა აგრესიულად გაზარდა რუსული ნავთობისა და ქვანახშირის შესყიდვები. ივლისში რუსეთი გახდა ინდოეთის ნახშირის სიდიდით მესამე მიმწოდებელი - იმპორტი რეკორდულად გაიზარდა 2,06 მლნ ტონამდე.
ირკვევა, რომ ივნისში, ინდოელმა მყიდველებმა მინიმუმ 742,000 ტონა რუსული ნახშირის ღირებულება სხვა ვალუტები გადაიხადეს.
ივნისში რუსულ ქვანახშირზე არადოლარიანი გადახდების 31% იუანმა შეადგინა, ჰონგ კონგის დოლარმა კი 28%. წყაროს ცნობით, ევრო მეოთხედზე ნაკლები იყო, არაბეთის გაერთიანებული საამიროების დირჰამი კი დაახლოებით მეექვსედი.
ინდურმა მხარემ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.