ევროკავშირის სანქციების გამო რუს კონდიტერებს ემულგატორები და საღებავები აღარ ჰყოფნით

ევროკავშირის სანქციების გამო რუს კონდიტერებს ემულგატორები და საღებავები აღარ ჰყოფნით

access_time2022-07-26 22:00:00

საკონდიტრო ნაწარმის საერთაშორისო მწარმოებლები, რომლებსაც აქვთ სიმძლავრეები რუსეთის ფედერაციაში, გეგმავენ ევროპის სურსათისა და სასმელების ასოციაციას მიმართონ და ტკბილეულის წარმოებისთვის საჭირო ემულგატორებისა და საღებავების ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღებაში დახმარება სთხოვონ. 


ირკვევა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებმა შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს საკონდიტრო ნაწარმის წარმოება. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ საკონდიტრო საწარმოთა ასოციაცია „ასკონდას“ მიერ საკუთარი წევრებისადმი მიწერილ წერილზე დაყრდნობით წერს.


რუსეთის ფედერაციაში იმპორტისთვის აკრძალული საქონლის ჩამონათვალში შედის ემულგატორები და საღებავები, რომლებსაც იყენებენ საკონდიტროები, რომელთა ჩანაცვლება შეუძლებელია გემოს დაკარგვის გარეშე. ამავდროულად, ნედლეულის ნაკლებობა  ასორტიმენტის შემცირებას გამოიწვევს.


წერილში ნათქვამია, რომ საკონდიტრო ნაწარმის მრავალეროვნული მწარმოებლები, რომლებსაც აქვთ ლოკალიზებული წარმოება რუსეთის ფედერაციაში, გეგმავენ მიმართონ ევროპის სურსათისა და სასმელების ასოციაციას, რათა ხელი შეუწყონ ემულგატორებისა და საღებავების ამორიცხვას ევროკავშირის სანქციების სიიდან.



ტკბილეულის წარმოებაში გამოყენებული ინგრედიენტები ევროკავშირის სანქციების „მეხუთე პაკეტში“ მოხვდა. ევროპელი ოფიციალური პირები მიიჩნევდნენ, რომ ეს ნედლეული შეიცავს ორმაგი გამოყენების პოტენციალს, აღნიშნავს „ასკონდა“.


ვიაჩესლავ ლაშმანკინმა, „ასკონდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა არის ემულგატორები, რომლებიც გამოიყენება შოკოლადის, ნამცხვრების, ჰალვას, რბილი კარამელისა და ვაფლის ფურცლების წარმოებაში.


ლაშმანკინმა დასძინა, რომ ყველა ნედლეული არ შეიძლება შეიცვალოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ახლო აღმოსავლეთის მიწოდებით. მან აღნიშნა, რომ რუსეთში საღებავების დიდი პალიტრა იწარმოება, მაგრამ რიგი პოზიციებით არის სირთულეები იმპორტირებულის ჩანაცვლებაში.


კარინა ანენკოვა, Delcredere-ს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი, აღნიშნავს, რომ კომპანიებს შეუძლიათ მიმართონ ევროკავშირის მეწარმეობის, ვაჭრობისა და დასაქმების დეპარტამენტს აკრძალვისაგან ნაწილობრივ ან დროებით გათავისუფლების თაობაზე რამდენიმე მიზეზის გამო: საქონლის გამოყენება ჰუმანიტარული, სამედიცინო მიზნებისთვის და ა.შ. 





თეგები:
სანქციები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up