LeMonde: ევროპის ეკონომიკა სუსტდება, ჩინეთის - იზრდება

LeMonde: ევროპის ეკონომიკა სუსტდება, ჩინეთის - იზრდება

access_time2020-12-13 14:00:13

ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპაში ვარდნა ხდება და  ეს არა უბრალოდ სუბიექტური აზრი, არამედ ფაქტია.

 

1981 წელს აშშ და ევროპის 19 ქვეყნის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 21-21% იყო, 40 წლის შემდეგ კი 16% და 12%-მდე შემცირდა. სამაგიეროდ, ჩინეთის წონა 2%-დან 18%-მდე გაიზარდა.

 

2008-2019 წლებში შტატების ეკონომიკა საშუალოდ წლიურად 1,85%-ით იზრდებოდა, ევროზონის ქვეყნების კი - მხოლოდ 0, 82%-ით.

 

ეს ჩამორჩენა პანდემიამ გააღრმავა. ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წელს აშშ-ში რეცესია 3,7% იქნება, ხოლო ევროზონაში  - 7,5%. ამერიკა 2019 წლის დონეს უკვე 2021 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება, ევროპა - ერთი წლით გვიან.

 

„ეს მესამე მსხვილი კრიზისია ევროპისთვის ბოლო 10 წლის მანძილზე - 2008 წლის გლობალური კრიზისის და 2010-2015 წლებში ევროს კრიზისის შემდეგ“, - ამბობს ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის მმართველი კლაას ნოტი.

 

ერთი შეხედვით ევროკავშირი პანდემიის მიერ გამოწვეულ სირთულეებზე სწრაფად რეაგირებს, მაგრამ ბიზნესისთვის და დაზარალებული მოსახლეობისთვის გაწეული დახმარება არასაკმარისია - შვეიცარიული ბანკის UBS-ის მონაცემებით, ეკონომიკური მხარდაჭერის გეგმების დაფინანსება ევროკავშირის  მშპ-ს 4,6%-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც შტატებში - 10,7%.

 

თუმცა, კოვიდი - პრობლემის მხოლოდ ეთი მხარეა. პანდემიის გარეშეც, ევროკავშირის პოტენციური ზრდა მხოლოდ 1%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც შტატების 2%, ჩინეთის კი - 5%.

 


ევროპის ეკონომიკის მრავალწლიან სტაგნაციას 3 მიმართულებით ჩამორჩენა განაპირობებს - მომუშავე ადამიანთა რაოდენობა, ინვესტიციების მოცულობა, და შრომის ეფექტურობა.

 

სამივე ამ მაჩვენებლით ევროპა არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია. ამას დემოგრაფიული კატასტროფა ემატება - 2050 წლისთვის გერმანიის მოსახლეობა 83 მლნ-დან 80 მლნ.-მდე შემცირდება, იტალიის - 60-დან 45 მლნ.-მდე, ესპანეთის - 47-დან 43 მლნ.-მდე.  და ეს მაშინ, როდესაც აშშ მოსახლეობა იმ დროისთვის 330-დან 379 მლნ.-მდე გაიზრდება.

 

დაბალი შობადობის გარდა, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის პრობლემა მაღალი მიგრაციაა.

 

„იტალიის სოფლებში სახლები 1 ევროდ იყიდება, თუმცა, მყიდველი მაინც არ ჩანს. 2019 წელს პორტუგალია კრიზისის დროს ქვეყნიდან წასულ ახალგაზრდებს 6550 ევროს უკან დაბრუნების სანაცვლოდ სთავაზობს, თუმცა, არც ამ შემთხვევაშია განსაკუთრებული შედეგები. ევროპის დაბერება ჭარბ დანაზოგებში, დაბალ მოხმარებაში, და სუსტ ინვესტირებაშიც გამოვლინდება“ - განაცხადა ეკონომიკური ანალიზის საბჭოს თავჯდომერამ ფილიპ მარტენმა.

 

მისი თქმით, ციფრულ ტექნოლოგიებზე  ამერიკული კომპანიები ევროპულებზე ბევრად სწრაფად გადავიდნენ.

 

„კარანტინის დროს ყველა ამერიკულ პროგრამა Zoom-ს იყენებდა, რადგანაც  მისი ევროპული ანალოგი არ არსებობს. რომ არაფერი ვთქვათ Google, Amazon, Facebook და Apple-ზე (GAFA),   რომლებიც ატლანტიკის იქეთა მხარეს დაიბადნენ“ - მიიჩნევს მარტენი.

 

ნაწილობრივ ეს დაფინანსებასთანაა დაკავშირებული - ევროკავშირში განათლებაზე და მეცნიერებაზე მშპ-ს 2,1%  იხარჯება, მაშინ, როდესაც შტატებში 2,8%, სამხრეთ კორეაში კი  - 4%.

 

ამერიკელებს ასევე  ინოვაციების დაფინანსების კარგად აწყობილი სისტემა აქვთ, ამიტომაც იქ გაცილებით მეტი სტარტაპია, ვიდრე ევროპაში.  შტატებში არსებობს მჭიდრო კავშირი უნივერსიტეტებს, სახელმწიფოს, და მრეწველობას შორის, ასევე არის მეცნიერული კვლევების მხარდაჭერა სამხედროების მხრიდან, და მეწარმეობის გაცილებით უფრო თამამი კულტურა.

 

ჩინეთი კი მისთვის სტრატეგიულ დარგებს, მათ შორის მეცნიერებას და კვლევებს, პირდაპირ აფინანსებს.

 

„ასეთი აქტიურობის ფონზე ევროპა ზედმეტ სიფრთხილეს იჩენს. ჩინეთი უკვე ტესტავს თავის ქალაქებში უპილოტო ელექტრომობილები, და ჩვენ რატომ არ ვაკეთებთ ამას პარიზში ან მიუნჰენში?“ - ამბობს მარტენი.



lemonde.fr




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up