„ლელოს“ წევრი, გიგლა მიქაუტაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენებმა ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ მთავრობის წევრებთან შეხვედრებს

„ლელოს“ წევრი, გიგლა მიქაუტაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენებმა ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ მთავრობის წევრებთან შეხვედრებს

access_time2019-11-19 18:15:51

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრი, გიგლა მიქაუტაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენებმა ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ მთავრობის წევრებთან შეხვედრებს.

 

როგორც მიქაუტაძე აცხადებს, ერთადერთი ძალა, ვინც პასუხს აგებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე, არის „ქართული ოცნება“. მისივე შეფასებით, ხელისუფლება ატყუებს საკუთარ ხალხს და ხელოვნურად ქმნის პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანის წინაპირობებს, ამით ზიანს აყენებს თითოეულ მეწარმეს, რომელსაც მშვიდი გარემო სჭირდება ბიზნესის კეთებისთვის.

 

„შეურაცხყოფილი ხალხი თავისუფალ საზოგადოებაში, ბუნებრივია, მწვავედ რეაგირებს ტყუილსა და პირობის დარღვევაზე. მაშინ, როცა დაკარგულია ნდობა ხელისუფლების მიმართ, შეუძლებელია განსხვავებული განწყობა სუფევდეს ბიზნეს-წრეებში. შეუძლებელია, ბიზნესი ენდოს მთავრობას, რომელიც ანგარიშს არ უწევს საკუთარ ხალხს და საერთაშორისო საზოგადოებას. შეუძლებელია, იფიქრო ბიზნესის გაფართოებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, თუ არ გაქვს ელემენტარული გარანტია, რომ გექნება სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. ამ ფონზე, პრემიერ-მინისტრისა თუ შსს-დან გადმობარგებული ბიზნესომბუდსმენის შეხვედრები ცალკეულ ბიზნესმენებთან არის სრული ფიქცია და ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამიჯნოს ბიზნესი სამოქალაქო საზოგადოებისგან. სანამ არ აღდგება სტატუს-კვო და მმართველი პარტია არ შეასრულებს მიცემულ პირობას პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ბიზნესმენებს ვურჩევ, ნუ მოიტყუებენ თავს და ნუ შეხვდებიან მთავრობის წევრებს. ნუ გახდებიან, ნებსით თუ უნებლიედ, იმ დიდი სპექტაკლის მონაწილეები, რომელსაც ბიზნესისა და მთავრობის დიალოგი ჰქვია“, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ.


 

შეგახსენებთ, საქართველოს ბიზნესასოციაციასა და ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენს, მიხეილ დაუშვილს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.

ipn.ge



თეგები:
ლელო



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up