„ლელოს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ხაზარაძეა

„ლელოს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ხაზარაძეა

access_time2020-10-13 12:29:10

დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ პარტია „ლელომ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და „მარშალის გეგმის“ მიმართულების ლიდერები დაასახელა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


პარტიის პოლიტიკური საბჭოს მდივანმა დავით უსუფაშვილმა სახელმწიფოს მოწყობის მოდელი „ლელოს ახალი მარშალის გეგმის“ მიხედვით წარადგინა. დასახელდა იმ მიმართულებების ხელმძღვანელები, რომლებიც კონკრეტულ სფეროებს ჩაიბარებენ.


წარდგენის ღონისძიებაზე „ლელოს“ პოლიტ - საბჭოს მდივანმა „ლელოს“ პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა. მან ასევე პარტიის ღირებულებებსა და ქვეყნის სტანდარტის შეცვლაზე ისაუბრა, რომელიც, პარტიის „ახალი მარშალის გეგმის" მიხედვით, ქვეყნის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.


„„ლელო“ არის საინტერესო და საყურადღებო პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოზე. „ლელო“ არის ახალი იმედი, ახალი ძალა, რომელმაც ამომრჩეველს შესთავაზა ახალი არჩევანი. დღიდან დაარსებისა, „ლელომ“ გამოაცხადა თავისი ხედვა, თავისი გეზი და საქართველოს შეჰპირდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება შეიცვლება, ძველი არ დაბრუნდება. ჩვენ ამას გავაკეთებთ, რადგან გვაქვს „ლელოს მარშალის გეგმა“, გვყავს ძლიერი გუნდი და ჩვენ საქართველოს ვაქცევთ ევროპული სტანდარტის ქვეყნად. ჩვენ წარმოვადგენთ ახალ ძალას, ახალ ენერგიას, ახალ შემართებას. სწორედ ამიტომ, საზოგადობას წარვუდგენთ „ლელოს" კანდიდატს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე - ევროპული სტილის ქართველ პატრიოტს, მამუკა ხაზარაძეს,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.


„ლელოს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ წარდგენის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ მსჯელობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე „ლელოს“ დაარსების დღიდან მიმდინარეობს. ხაზარაძის თქმით, პარტია ყოველთვის დაუღალავად შრომობდა და ადგენდა იმ გეგმას, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს მძიმე მდგომარეობიდან, სადაც ის „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა.


„ჩვენ გვაქვს სერიოზული მისია, რომ ამ ქვეყანაში დავამარცხოთ ჩვენი მთავარი მტერი - უმუშევრობა, სიღარიბე და არაპროფესიონალიზმი. დღეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემი დასახელება, არამედ გუნდის, რომელიც იქნება იმ სწრაფი რეფორმის გატარების ბირთვი, რასაც ჰქვია „ახალი მარშალის გეგმა“, რომელიც შევიმუშავეთ ერთად და აქვს კონკრეტული მიზანი - ქვეყანა ძალიან სწრაფად დააყენოს ფეხზე, მოსპოს სიღარიბე, დაამარცხოს შიმშილი და გამართოს იგი ეკონომიკურად,“ - განაცხადა ხაზარაძემ.



„ლელოს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ „ლელოს ახალი მარშალის გეგმის“ მიმართულებების ხელმძღვანელები დაასახელა:


1) ეკატერინე ქვლივიძე გაუძღვება თავდაცვის მიმართულებას.

2) ბადრი ჯაფარიძე ჩაიბარებს ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსურ მიმართულებას.

3) გიგლა მიქაუტაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულება.

4) ანა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს იუსტიციის საქმეებს და სასამართლოს მიმართულებას.

5) ლევან კობერიძე - უხელმძღვანელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებას.

6) განათლების, მეცნიერების და სპორტის მიმართულებას ფიქრია ჩიხრაძე ჩაიბარებს.

7) შინაგანი საქმეებს და სამართალდამცავ სისტემას კახა კოჟორიძე უხელმძღვანელებს.

8) გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებას ნიკა შურღაია ჩაიბარებს.

9) საგარეო საქმეები და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - დავით უსუფაშვილი.

10) ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან და დებთან შერიგების მიმართულებას სოსო ვახტანგაშვილი უხელმძღვანელებს.

11) კულტურის მიმართულებას მედეა მეტრეველი ჩაუდგება სათავეში.



NS







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up