ხვალ, 18 სექტემბერს, 11:00 საათზე „ლელოს“ ლიდერები ლევან კობერიძე და ვატო სურგულაძე, ასევე პარტიის წარმომადგენლები ჯანდაცვისა და განათლების სამუშაო ჯგუფიდან გამართავენ ბრიფინგს პანდემიის პერიოდში შექმნილ კრიზისთან მიმართებაში. ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.
ბრიფინგის თემები:
1. კომუნიკაციის პრობლემა ჯანდაცვის და განათლების სფეროს წარმომადგენლებს შორის.
2. დაგვიანებული გადაწყვეტილებები, 3.სიტუაციის ანალიზის არ არსებობა.
4. სწავლის პროცესის ჩაშლა.
NS