„ლელოს ინიციატივა - 100 დღე“ - პარტიამ პრეზენტაცია გამართა და ის პროექტები წარადგინა, რომელსაც არჩევნების შემდეგ განახორციელებს

„ლელოს ინიციატივა - 100 დღე“ - პარტიამ პრეზენტაცია გამართა და ის პროექტები წარადგინა, რომელსაც არჩევნების შემდეგ განახორციელებს

access_time2020-10-22 18:22:56

„თბილისი მარიოტში“ „ლელომ“ პრეზენტაცია გამართა, რომელიც მოიცავდა ყველა იმ ინიციატივას, რასაც პარტია განახორციელებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

პრეზენტაციას „ლელოს“ ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებმაც საზოგადოებას „ახალი მარშალის გეგმის“ მიხედვით პირველი 100 დღის ანონსი გააცნეს.

ლელო „მარშალის გეგმის“ განხორციელებას დაიწყებს საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებისთანავე.

პარტია პირველი 100 დღის განმავლობაში მიიღებს 60-მდე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საკანონმდებლო გადაწყვეტილებას, რამაც სათავე უნდა დაუდოს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას და უსწრაფეს მოდერნიზაციას. მათ შორის „ლელო" ყველაზე უფრო გადაუდებელად თვლის შემდეგი სამი პრობლემის მოგვარებას:

1. მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქება. რაც მოიაზრებს პარლამენტის, მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევით მექანიზმის შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მცირე და საშუალო ზომის კომპანიას და მცირე მეწარმეს, რომელთაც პანდემიის და არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის გამო შეექმნათ საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემა, მოახდინონ თავიანთი ვალდებულების რეფინანსირება, მინიმუმ 6 ან 12 თვიანი საშეღავათო პერიოდით.

2. კოვიდის სწორი მართვა - კოვიდის პირობებში ქვეყნის სწორად სამართავად „ლელო" დაეყრდნობა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, რომლებსაც „ოცნების“ მთავრობა ვერ ასრულებს უუნარობის გამო და ამახინჯებს პარტიულ-საარჩევნო მიზნების გამო. კოვიდთან გასამკლავებლად გადამწყვეტი იქნება სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში და განხორციელებაში სპეციალისტების, პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების რაც შეიძლება ფართო ჩართულობა, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა.

3. სასამართლოსადმი ნდობის გაზრდა ლონდონის არბიტრაჟის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან ერთად და ინსტიტუციურ ბაზაზე დაყრდნობით, შეიქმნება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც დაკომპლექტდება უცხოელი და უმეტესად ქართველი მოსამართლეებით, საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ბიზნეს ადვოკატების წრიდან. ახალი სასამართლო ინსტიტუტის შექმნით გაიზრდება უცხოელი ინვესტორების ნდობა საქართველოსადმი; ქართულ კომპანიებს მიეცემათ დავების გადაწყვეტის ალტერნატიული, ხელმისაწვდომი და სანდო საშუალება; საქართველოს სასამართლო სისტემა აღმოჩნდება კონკურენტულ გარემოში; საქართველოს ტერიტორიაზე დამკვიდრდება სასამართლოსა და მოსამართლის თანამედროვე სტანდარტი, როგორც ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის მიღწევადი ორიენტირი.



NS






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up