„„ლელოს“ აქვს ამოცანა - ქვეყნის მმართველობიდან გავისტუმროთ „ქართული ოცნება“ და არ დავაბრუნოთ ნაციონალური მოძრაობა“ - მამუკა ხაზარაძე

„„ლელოს“ აქვს ამოცანა - ქვეყნის მმართველობიდან გავისტუმროთ „ქართული ოცნება“ და არ დავაბრუნოთ ნაციონალური მოძრაობა“ - მამუკა ხაზარაძე

access_time2020-10-29 22:39:20

„„ლელოს“ აქვს ამოცანა - ქვეყნის მმართველობიდან გავისტუმროთ „ქართული ოცნება“ და არ დავაბრუნოთ ნაციონალური მოძრაობა“ - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.



მისი თქმით, თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს, უნდა დავივიწყოთ განვლილი 8 და 9 წელიწადი.



„მინდა, მოვუწოდო მთელს მოსახლეობას, რომ ნუ ავყვებით დადგმულ სპექტაკლებს. ჩვენ გვაქვს ამოცანა, რომ „ოცნება“ გავისტუმროთ ქვეყნის მმართველობიდან და არ დავაბრუნოთ ნაციონალური მოძრაობა, ამისთვის შეიქმნა „ლელო“, რომ ხალხს ჰქონდეს რეალური არჩევანი. „ლელო“ არის ალტერნატივა, რომ ქვეყნაში დაასრულოს ორპოლუსიანობა,“- აცხადებს ხაზარაძე.




„ლელოს“ დამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ არ შეიძლება წარსულში ცხოვრება, ძველი პოლიტიკოსებისა და მათი გაფუჭებული საქმეების გარჩევით დაკავება. ქვეყანას სჭირდება ახალი ძალა და ახალი გეგმა, რომელიც „ლელოს“ აქვს.



ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



NS









„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?

„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები  თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?
access_time2020-12-01 10:50:13
ბრიტანელმა ექსპერტებმა გამოსცეს რეკომენდაციები, რომელშიც აღინიშნა, რომ აუცილებელია იმ პროდუქტების მიღება,რომელშიც D ვიტამინი და ომეგა 3 ჭარბობს, რათა გაძლიერდეს იმუნური სისტემა,განსაკუთრებით, ვირუსული ინფექციის დროს. ექსპერტების ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ დაბალანსებულმა,ჯანსაღმა კვების რაციონმა შეიძლება გააუმჯობესოს ორგანიზმის ამტანობა პატარებში,გაზარდოს იმუნური წინააღმდეგობა ვირუსის მიმართ და ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ...

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური
access_time2020-12-01 11:00:48
„ეს ყველაფერი ძალიან არაჯასაღად გამოიყურება. ჩემი სარესტორნო სივრცე ისედაც ერთადგილიანი იყო, სხვები კი მაქსიმალურად დაშორებული მაგიდებით.  დაცული იყო ყველა რეგულაცია ისევე, როგორც უმეტეს დაწესებულებაში, მაგრამ მაინც მოვყევი ამ პროცესებში,“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ რესტორატორმა, შეფ კონსტანტინე თედელურმა ისაუბრა. შეფ კონსტანტინეს ერთმაგიდიანი ბუტიკური რესტორანი - „შეფ კონსტანტინე თედელური“, ასევე Graph Sandwich IV და კრწანისის რეზიდენციის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“
access_time2020-11-30 19:46:50
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ურჩევს, მუშაობა შეზღუდვების დროს ონლაინ გააგრძელონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუჩაში მომუშავე მეყვავილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა.   მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, - თქვა ჯანდაცვის უწყების...

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-11-30 19:43:42
ტესტირების შედეგად  საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ იფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით მინისტრი  ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.   ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა  მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.


მსგავსი სიახლეები

up