„ლელომ“ ივანიშვილი დებატებში გამოიწვია ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად და არა  „ქართული ოცნების“ უუნარობის ხაზგასმისთვის - ბადრი ჯაფარიძე

„ლელომ“ ივანიშვილი დებატებში გამოიწვია ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად და არა „ქართული ოცნების“ უუნარობის ხაზგასმისთვის - ბადრი ჯაფარიძე

access_time2020-09-24 22:10:07

„დებატები არა პოლიტიკური ქულების დასაწერად, არამედ ხალხის სასიკეთოდ,“-ასე აფასებს „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ამავე პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


ჯაფარიძის თქმით, ქვეყანა არის უკიდურეს ეკონომიკურ კრიზისში, ყველა მიმართულებით პრობლემაა და პოლიტიკოსებმა უნდა იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ გამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან, სადაც „ქართული ოცნების“ გამო ვართ.


„სწორედ ამიტომ, დებატები აუცილებელია, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ პოლიტიკოსები მსჯელობენ და ეძებენ გამოსავალს. დებატები ერთადერთი გზაა, რომ რეალურად გასაჯაროვდეს, ვინ რას აკეთებს, რადგნ ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები მოგზაურობენ სხვადასხვა რეგიონში, ვიწრო წრეში ხვდებიან მხარდამჭერებს და ეს პრობლემები ყოველდღიურად მხოლოდ ღრმავდება, ადამიანები ეჯახებიან უმძიმეს ეკონომიკურ ფონს. ერთხელ სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს პრაქტიკა, რომ პოლიტიკოსები პასუხისმგებლიანად იქცევიან და საჯაროდ, საზოგადოების თვალწინ მსჯელობენ შექმნილ ვითარებაზე და ეძებენ გამოსავალს,“- განაცხადა ჯაფარიძემ.


„ლელოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მისი პარტიის მიერ „ქართული ოცნების“ ლიდერების დებატებში გამოწვევა ემსახურება არა იმას, რომ პოლიტიკოსები გამოჩდნენ საჯაროდ, არამედ იმას, რომ შედგეს დებატები მოსახლეობის საკეთილდღეოდ.



„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, მითუმეტეს მმართველი პარტიის თავჯდომარე, ვალდებულია, საზოგადოების წინაშე გამოვიდეს, იმსჯელოს შექმნილ პრობლემებზე, ეძებოს გამოსავლის გზები. ჩვენ ეს გზა მათ არაერთხელ შევთავაზეთ.


დღესაც წარვადგინეთ ჩვენი პროგრამა იმისათვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნელ-ნელა გამოსვლა ამ უმძიმესი კრიზისიდან. ჩვენი განცხადება ემსახურება ერთადერთ მიზანს - რომ მოვახერხოთ და ხელისუფლება ჩართოთ ამ განხილვაში, გამოსავლის გზების ძიებაში.


სამწუხაროდ, ყველა ლიდერი არიდებს თავს მსჯელობასა და პოლემიკას.


მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის ბიძინა ივანიშვილი, გახარია არის დაკავებული საჩხერის მოდელის შესწავლით. ჩვენ გვჭირდება ადამიანთან პოლემიკა, დიალოგი, დებატები იმასთან, ვინც რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს და ასეთი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ გამოიწვია ის მამუკა ხაზარაძემ დებატებში. ურთულესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ადამიანები, პრაქტიკულად, არიან სიღატაკის ზღვართან, ეროვნული ვალუტა ყოველდღე უფასურდება ახლა ამაზე უნდა ვისაუბროთ და არა ჩვენს თანამდებობებზე,“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


NS





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up