ლელო წყალტუბოს პროექტს აფასებს და დეტალებს აქვეყნებს

ლელო წყალტუბოს პროექტს აფასებს და დეტალებს აქვეყნებს

access_time2019-10-30 15:29:59

საზოგადოებირივი მოძრაობა ლელოს ეკონომიკური გუნდი წყალტუბოს პროექტზე შეფასებებს აკეთებს. ეკონომიკური გუნდის წევრი გიგლა მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის აღიარება იმისა, რომ საქართველოს არ ყავს მთავრობა, საქართველო არ არის სახელმწიფო და არ გაგვაჩნია ქვეყნის განვითარების გეგმა.„ნაცვლად იმისა, რომ გაუმჯობესდეს ქვეყნის მართვის მექანიზმები, რაც იყო მოსახლეობის რეალური დაკვეთა, ქართული ოცნება მორიგი საარჩევნო ილეთით ცდილობს, ერთი მხრივ, მოიპოვოს საარჩევნო ხმები, ხოლო მეორე მხრივ, ერთი კაცის ხელში აღმოჩნდეს არათუ ცალკეული სასტუმრო, არამედ მთელი ქალაქი.


მარტივად, რომ დავიანგარიშოთ, 22 სასტუმროსა და 9 აბანოს რეაბილიტაციას დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დასჭირდება. ვის სჯერა იიმის, რომ ივანიშვილი ასეთ უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციას ერთ ქალაქში განახორციელებს. ან რატომ არ დებს ივანიშვილი თავის „საქველმოქმედო“ ფულს მაგალითად, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში ან თანამედროვე ტექნოლოგიებში? დღეს ტურიზმში კერძო ინვესტიციების მოზიდვა ყველაზე მარტივია საქართველოში, თუ მთავრობა კარგად იმუშავებს.


ეს არის მორიგი სპეკულაციური პროექტი, რომლის მიზანია დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების იაფად ხელში ჩაგდება“, - განმარტავს მიქაუტაძე.


საზოგადოებრივი მოძრაობა დამატებით დეტალებსაც აქვეყნებს, რომლის თანახმად, 2014 წლის 16 მაისს საქართველოს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა განკარგულება (#*881), რომ სს „საპარტნიორო ფონდს“ გამარტივებული შესყიდვის წესით უნდა განეხორციელებინა წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა. განკარგულების მიხედვით, სავალდებულო იყო, ფონდს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, 5 თვის ვადაში წარედგინა წინადადებები წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.


ხელშეკრულება გაუფორმდა შვეიცარიულ კომპანიას Kohl&Partner. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 160 000 აშშ დოლარი.


წყალტუბოს 22 სანატორიუმი საკურორტო ზონის განუყოფელ და მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს როგორც ზოგადად ეკონომიკის, ისე, კერძოდ, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.


  1. პირველი სანატორიუმი, რომელიც გაიყიდა, არის „მეშახტე“. 2015 წლის 20 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა განკარგულება (#1589) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქეი ბი ფი თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ. პირობის თანახმად, კომპანიას 3 წლის ვადაში უნდა დაესრულებინა რეკონსტრუქცია. 2018 წლის 1 ოქტომბრის ინფორმაციით, სანატორიუმი 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.


კომპანია „ქეი ბი ფი თბილისის“ ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე აცხადებს. მისი ინფორმაციით, 5- ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნის გადავადება პროექტის შეცვლას უკავშირდება. ახალი პროექტის მიხედვით სასტუმროში მასში 100-ის ნაცვლად 150 ნომერი განთავსდება



შპს „ქეი ბი ფი თბილისის“ მფლობელი 2019 წლამდე იყო 2014 წლის 28 ოქტომბერს მალტაზე რეგისტრირებული კომპანია ქიმბერლეი ბეტა ფროფერთი ლიმითედ. ხოლო 2019 წლის 22 მაისიდან არაბული კომპანია ჯი ინთერნეშენალ ჰოლდინგს ლიმითედ.დირექტორია ზვიად ზვიადაძე.


შპს „ქეი ბი ფი თბილისი“ დაფუძნდა 2015 წლის 30 აპრილს.


2016 წლის მონაცემებით, გაიყიდა კიდევ ორი სანატორიუმი: „ივერია“ და „ცისკარი“, თუმცა ამ ორივე სანატორიუმს ინვესტორების გამოცვლა მოუწიათ.


2. „ივერია“ 2016 წლის დასაწყისში იყიდა ებრაულმა კომპანია ჯეო მონტე გრუპმა (მფლობელი ოფერ აგამი) პირობებიანი აუქციონის ფორმით, 253 000 ლარად. თუმცა
სახელმწიფოს სანატორიუმის მეორედ გაყიდვა მოუწია, რადგან წინა შემთხვევაში შემყიდველმა საბანკო გარანტია ვერ წარმოადგინა. 2016 წელს დაფიქსირდა, რომ სანატორიუმის საწყისი ფასი 2 მილიონ 800 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მეორე მყიდველმა 500 000 ლარად შეიძინა. ეს კომპანიაა შპს "ივერია პალასი”.


შპს „ივერია პალასის“ მესაკუთრეები არიან:

გიორგი დევაძე 30%

ოქტაი კივანჩ, თურქეთი 40%

ლასკო კაპიტალ ჯორჯია 30% (კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანიის LASCO CAPITAL LIMITED ფილიალი)

დირექტორები: ბიძინა ჩხეიძე, უჩა გელაშვილი


უჩა გელაშვილი კომპანიით შპს „გლობალური ტექნოლოგიები“ მიხეილ ჩხარტიშვილის ბიზნესპარტნიორია.
ასევე სს „უნივერმაღ თბილისის“ და შპს „თბილისი პლაზას“ (შპს გალერია თბილისი) დირექტორი იყო, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული ივანიშვილის ბიზნესინტერესებთან (შპს ჯი სი ეფ პარტნიორებთან).
3. მესამე სანატორიუმია „ცისკარი“.


სანატორიუმი "ცისკარის" 2016 წლის მარტში 160 ათასი ლარად გაიყიდა. აუქციონში გამარჯვებულად შპს „არგო“ გამოვლინდა. თუმცა, ხელშეკრულების პირობები ვერ შეასრულა და საპრივატიზებო თანხა ვერ წარადგინა.


gbc.ge





მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up