„ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებისაგან მოითხოვს, 21 აპრილამდე გამოქვეყნდეს საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დეტალური ანგარიში

„ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებისაგან მოითხოვს, 21 აპრილამდე გამოქვეყნდეს საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დეტალური ანგარიში

access_time2020-04-13 13:17:47

დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. „ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებისაგან მოითხოვს, 21 აპრილამდე გამოქვეყნდეს საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დეტალური ანგარიში, ფინანსური ინფორმაციის ჩათვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“, მხარს არ დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას.


ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას არ გააჩნია, ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის გაწერილი გეგმა. ამ ფონზე კი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს.


,,21 აპრილს იწურება გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ერთთვიანი ვადა და მთავრობას, პრეზიდენტს და პარლამენტს მისაღები აქვთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - გაგრძელდეს თუ არა ეს მდგომარეობა.


საქართველოში უკიდურესად რთულია ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ქვეყანას ამ ვითარებაში სჭირდება ისეთი საგანგებო სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს კორონავირუსთან ეფექტურად ბრძოლას და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოების ცხოვრების აქტიურად წარმართვას კორონავირუსთან ბრძოლის პირობებშიც.


სამწუხაროდ, გარდაუვალი ეკონომიკური და სოციალური პრობლემები კიდევ უფრო დაამძიმა საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების არაკვალიფიციურობამ და გაუაზრებლობამ.


მოსახლეობის ყველაზე უფრო გაჭირვებულ ნაწილს, რომლსაც არ გააჩნია დანაზოგი და ყოველდღიური შრომით მოიპოვებდა საარსებო საშუალებებს, სახელმწიფომ თითქმის ვერაფერი შესთავაზა.


მთავრობას არ გააჩნია ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის, გაწერილი გეგმა. დაუსაბუთებელთან ერთად, მიკერძოებულობის შთაბეჭდილებას ტოვებს ამა თუ იმ ბიზნეს საქმიანობისა თუ ბიზნეს სტრუქტურებისადმი დიფერენცირებული შეზღუდვების გამოყენება. სერიოზულ სამართლებრივ პრობლემებს ქმნის საგანგებო მდგომარეობის დეკრეტის მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ხარვეზები.


ამ ფონზე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს. იმედია, დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ საკითხის გადაწყვეტა მაინც მოხდება სათანადო კომპლექსური განსჯით’’, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლება ამ ვითარებაშიც კი ცდილობს კრიზისის საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენებას.



,,’’ლელომ’’ და ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას. თუმცა, სულ უფრო მეტად რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ამ ვითარებაშიც კი ცდილობს კრიზისის საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენებას.

„ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებისაგან მოითხოვს, 21 აპრილამდე გამოქვეყნდეს საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დეტალური ანგარიში, ფინანსური ინფორმაციის ჩათვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მხარს არ დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას.


საზოგადოებას სჭირდება ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს:

• ჯანდაცვის სამინისტროს ხედვას და ანალიზს პანდემიასთან დაკავშირებით და ამ სფეროს მზაობას სხვადასხვა სცენარით სიტუაციის განვითარების შემთხვევაში;

• მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას პანდემიის და პოსტპანდემიურ პერიოდში;

• ბიზნესის ფისკალური და მონეტარული სტიმულირების გეგმას და სამუშაო ადგილებზე დაბრუნების შესაძლო ვადებს/პირობებს;

• სასურსათო უზრუნველყოფის და უსაფრთხოების კონკრეტულ ღონისძიებებს;

• საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სრულმასშტაბიან ხელშეწყობას;

• ეროვნული ვალუტის დასტაბილურების მექანიზმებს;

• სოციალური დახმარებების გეგმას ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფების დასახმარებლად, კრიზისის შედეგად დაზარალებული ოჯახების აღრიცხვას და მათთვის კომუნალური და სასურსათო შეღავათების გაწევას;

• განათლების სისტემაში არსებულ ვითარებას;

• კომენდანტის საათის მიზანშეწონილობის მკაფიო დასაბუთებას;

• რიგი შეზღუდვების და რეგულაციების ეფექტურობის და საჭიროების დასაბუთებას;

• საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების კონკრეტულ გრაფიკს.

მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ნათელი, გვჭირდება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და თუ გვჭირდება, მაშინ, როგორი შეზღუდვებით და რა ვადით.


შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” გადაწყვეტილებას, დაუჭიროს თუ არა მხარი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ან მის შეწყვეტას’’, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


წყარო: lelo2020.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up