„ლელო საქართველოსთვის“: „ქართული ოცნება“ არჩევნების დროს „კოვიდ კარუსელის“ გამოყენებას გეგმავს

„ლელო საქართველოსთვის“: „ქართული ოცნება“ არჩევნების დროს „კოვიდ კარუსელის“ გამოყენებას გეგმავს

access_time2020-10-26 13:00:24

„ლელოს“ ლიდერებმა და ჯანდაცვის ჯგუფის სპეციალისტებმა ბრიფინგი გამართეს. თემა პანდემიის მართვა, სამედიცინო და პოლიტიკური საკითხები იყო. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



„ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან კობერიძის თქმით, საქართველოში კოვიდ - 19 ეპიდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება. ამავე დროს, მთავრობა არავითარ ქმედით ღონისძიებას არ ახორციელებს. მისივე განმარტებით, „ქართული ოცნება ყველა ხერხით ცდილობს, რომ რაც შეიძლება, ნაკლები ადამიანი მივიდეს არჩევნებზე,



„პასუხისმგებლობა იმაზე, თუ ამ არჩევნებზე 2 მლნ-ზე ნაკლები ამომრჩეველი მოვა, ეს იქნება დღევანდელი ხელისუფლებისა და ცესკოს პასუხისმგებლობა. ეს ორი სუბიექტია, ვინც ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს არჩევნების დროს ვითარების მართვა. ასეთ პირობებში მთავრობა, ნაცვლად იმისა, რომ ჯანდაცვის მიმართულებით ღონისძიებებს ატარებდეს, მხოლოდ აანონსებს, რომ ყოველდღიური დაინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდება 5,000 მდე და გვაშინებს იმით, რომ ე.წ პიკს ველოდებით ნოემბრის მეორე ნახევარში. სრულად მოშლილია მოსახლეობის ინფორმირების სისტემა. მოსახლეობა არ არის ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება არჩევნებში მონაწილეობის მიღება,“ - აცხადებს კობერიძე.




„ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ცესკომ და საქართველოს ხელისუფლებამ აიღონ პასუხისმგებლობა, რომ დაინფიცირებული მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება დაცული იქნება არჩევნების დროს.



„ამ ყველაფერზე ახლა ვსაუბრობთ, რადგან მთავრობა დაინფიცირებულთა რიცხვის შესამცირებლად არაფერს აკეთებს. „ლელო კი, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პარტია, ყველანაირად შეუწყობს ხელს მსურველებს, მივიდნენ არჩევნებზე, მათი ხმა არ დაიკარგოს და მათი უსაფრთხოება იყოს დაცული. მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, რომ თავიანთ მომხრეებს მიაწოდონ ინფორმაცია, რადგან ამას არ აკეთებს ხელისუფლება. ჩვენ ყველამ ერთად, ოპოზიციურმა პარტიებმა, უნდა ვიმსჯელოთ არა მხოლოდ არჩევნების სრულფასოვნად ჩასატარებლად, არამედ კოვიდპანდემიის მართვისთვის, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება,“-განაცხადა კობერიძემ.



ქვეყანაში კოვიდპანდემიით დაავადებულთა ზრდაზე ისაუბრა „ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის წევრმა ვატო სურგულაძემ. როგორც სურგულაძე განმარტავს, პანდემიის პირობებში ვერ ხორციელდება პაციენტების საავადმყოფოში დროული გადაყვანა და განთავსება, ასევე გვიანდება დიაგნოზის დროული დასმა, რაც იწვევს გართულებული შემთხვევების და სიკვდილიანობის ზრდას.



„არ ხდება არსებული სიტუაციის სრულყოფილი ანალიზი, ე.წ. წერტილოვანი დარტყმები ხორციელდება სპონტანურად და არ არის დაფუძნებული სიტუაციის რეალურად შესწავლაზე. სახელმწიფო აპირებს, შეისყიდოს საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტი, რომლის კლინიკური ეფექტიანობა ჯერ არ არის ბოლომდე დასაბუთებული. 2-3 კვირაში დაიწყება სეზონური გრიპის პერიოდი, ამ მიმართულებით სახელმწიფო არ ახორციელებს აქტიურ საინფორმაციო პოლიტიკას. მათი ეს უმოქმედობა კიდევ უფრო გაართულებს არსებულ სიტუაციას, იმის გამო, რომ სეზონური გრიპი საკმაოდ რთული დაავადებაა და ხშირად მოითხოვს პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანას. მაგრამ, ყველაზე ცუდია ის არის, რომ მოსახლეობაში გაჩნდა სასოწარკვეთილების და შიშის გრძნობა, რომ ის მარტო დარჩება ამ საშიშ დაავადებასთან. მთავრობის უმოქმედობა უარყოფითად აისახება საპარლამენტო არჩევნების პროცესზე. დღეიდან დაავადებული და თვითიზოლაციაში გადასული საქართველოს მოქალაქეები ვერ მიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ამ რიცხვმა შეიძლება შეადგინოს 50,000-ზე მეტი ამომრჩეველი. ასევე, არსებობს დიდი ალბათობა, რომ მთავრობა არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში გამოაცხადებს „ლოქდაუნს“. საქართველოს შემუშავებული აქვს გეგმა და სამსაფეხურიანი მართვის სისტემა, რომლის ძირითადი ამოცანაა: საქართველოს არცერთი მოქალაქე ერთი წუთითაც არ დავტოვოთ მარტო კოვიდთან,“- განმარტა სურგულაძემ.


NS






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up