„ლელო საქართველოსთვის“ მთავრობას 3-მილიარდიანი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნას სთავაზობს

„ლელო საქართველოსთვის“ მთავრობას 3-მილიარდიანი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნას სთავაზობს

access_time2020-04-30 15:45:25

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მთავრობას 3-მილიარდიანი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნას სთავაზობს.როგორც პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ფონდი პარტიის მიერ შეთავაზებული 6 - მილიარდიანი ანტიკრიზისული მოდელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.


მისი თქმით, ფონდი საშუალებას მისცემს კომპანიებს, შეინარჩუნონ თანამშრომლების 80%.


ხაზარაძის თქმით, თუ აღნიშნული სქემა დაინერგება საქართველოში, ქვეყნის ეკონომიკა 4 წელიწადში გაიზრდება 2-ჯერ და დამატებით 200 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.



„ეს იდეა არსებობს ძალიან ბევრ ქვეყანაში. იაპონიიდან დაწყებული ჩვენი მეზობელი თურქეთით დამთავრებული, ეს არის არამარტო მოკლევადიანი პრობლემის გადაწყვეტა, არამედ გრძელვადიანი ეკონომიკის გამოცოცხლების სერიოზული სტიმული. ჩვენი პროგრამის მიხედვით, 3 მილიარდიანი ფონდი იქნება ნულოვანი ინტერესით და ყველა იმ ბიზნესს, რომელიც არის გაჩერებული, უნდა მივცეთ საბრუნი კაპიტალი ერთი პირობით, რომ ისინი შეინარჩუნებენ თავიანთი თანამშრომლების 80%-ს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ 24 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ საგარანტიო საბუთის მიღების საშუალება, რომ დაიმატონ იმდენი თანხა, რაც მათ სჭირდებათ და აიღონ ერთადერთი ვალდებულება, რომ თავიანთი თანამშრომლების 80%-ს არ შეამცირებენ. ეს ჩვენ მოგვცემს ორი მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევის საშუალებას. ერთი - ეკონომიკა არ გაჩერდება და ყველა კომპანია, რომელმაც რესტარტი უნდა დაიწყოს, დაიწყებს და ადამიანები, რომლებიც დღეს ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, რაც არის სამსახურის დაკარგვა, შენარჩუნდებიან ეკონომიკაში. მთელი ამ სქემის მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება, ასეთი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნით ჩვენ დიდ სტიმულს ვაძლევთ ეკონომიკას და თუ ეს სქემა იქნება დანერგილი, ჩვენი ეკონომიკა 4 წელიწადში გაიზრდება 2-ჯერ და ამ სქემისა და სხვა ღონისძიებების მიხედვით დაახლოებით 200 000 დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება საქართველოში. ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, რა მდგომარეობაშიც ჩვენი ეკონომიკა ჩავარდა. ჩვენ ახლა ხანძრის ჩაქრობის პირობებში ვართ, მაგრამ როცა ხანძარი ჩაქრება, არ უნდა დაგვრჩეს დამწვარი სახლი“, - განაცხადა ხაზარაძემ.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up