„ლელო“: როგორ დააფასა საქართველოს მთავრობამ სამედიცინო პერსონალის თავდაუზოგავი შრომა ეპიდემიასთან ბრძოლაში

„ლელო“: როგორ დააფასა საქართველოს მთავრობამ სამედიცინო პერსონალის თავდაუზოგავი შრომა ეპიდემიასთან ბრძოლაში

access_time2020-10-03 13:00:00

„ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფმა ბრიფინგი გამართა და სამედიცინო სფეროს თანამშრომლების შეუსაბამო, დაბალი ანაზღაურება განიხილა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


მათ მსოფლიოში სამედიცინო დაწესებულებების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება, რომელიც 20%-ით გაიზარდა, საქართველოში ამავე სფეროში დასაქმებულთა ხელფასს შეადარეს.



„ლელოს“ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ექთნების და ექიმების შრომა გახდეს დაფასებული, უსაფრთხო, მაღალანაზღაურებადი, ასევე გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები და გაუთანაბრდეს საერთაშორისო სტანდარტებს.



„ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლის და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან კობერიძის თქმით, სამედიცინო პერსონალმა, რომელმაც უშუალოდ მონაწილეობა მიიღო კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიასთან ბრძოლაში, ფინანსურად არ წახალისებულან. ხელისუფლებამ უნდა გაასაჯაროვოს მათი ხელფასი და ასევე მოხდეს მათი მოტივაცია.




„მედიცინის სფეროს მუშაკების, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებენ კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიასთან ბრძოლაში, წახალისება და ფინანსური მოტივირება არ ხდება და ყველაზე სამწუხაროა, რომ მომავალში დაგეგმილიც კი არ არის. პირიქით, მიმდინარეობს სამედიცინო საზოგადოების ერთგვარი ტერორი, ახალი არაადეკვატური რეგულაციების შემოღება, ექიმების დაკავება, დაშინება, პირველად ჯანდაცვის სექტორში ხელფასების შემცირება. ჯერ არ მომხდარა გაზაფხულზე შესრულებული უზარმაზარი სამუშაოს სრულყოფილი დაფინანსება. მთავრობა ვერ აანალიზებს იმ ფაქტორს, რომ სამედიცინო სტრუქტურის გამართული მუშაობა და, პირველ რიგში, ღირსეულად დაფასებული და მოტივირებული მედიცინის მუშაკები არიან კორონა ვირუსის ეპიდემიის ეფექტიანი მართვისა და საბოლოო დამარცხების საწინდარი. ჯანდაცვის მუშაკების კომპენსაციის გაზრდა არის ერთ – ერთი გზა, რომლითაც მთავრობას შეუძლია მხარი დაუჭიროს იმ მამაც ადამიანებს, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე დგანან,“ - განაცხადა კობერიძემ.



ლევან კობერიძის თმით, ვინც ეპიდემიის წინახაზზე მუშაობს უნდა წახალისდეს დამატებითი 1000 ლარი და გრძელვადიანი, 2021 წლის ბოლომდე, ფინანსური კონკრეტული სამოტივაციო გეგმა სახელმწიფოს მხრიდან. კობერიძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც პარლამენტში განიხილეს, სამედიცინო პერსონალისთვის არ არის გამოყოფილი არანაირი წამახალისებელი თანხა. კობერიძე მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები არიან დაუფასებლები და მხოლოდ მადლობით არ უნდა შემოიფარგლებოდეს მთავრობა. აუცილებელია ბიუჯეტში კონკრეტული სქემა ჩაიდოს, რომელიც უშუალოდ ექიმებს და ექთნებს შეეხებათ.



ბრიფინგს ესწრებოდა „ლელოს“ ჯანდაცვის წარმომადგენელი ვატო სურგულაძეც. მისი თქმით, როცა მსოფლიოში ექიმების ხელფასი 20% იზრდება საქართველოში ექთნები მინიმალურ ხელფასზე მუშაობენ. სურგულაძეს მიაჩნია რომ საჯარო უნდა გახდეს ყველა ის სახელმწიფო ხარჯი, რომელიც მოხმარდა კოვიდ-19 ეპიდემიასთან ბრძოლას, რადგან სამედიცინო პერსონალის შრომის ხელშეკრულების პირობები კაბალურია.



„აუცილებელია, ყველა იმ სამედიცინო, ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის, ვინც ჩართულია სასწრაფოდ ეპიდემიის არსებობის პერიოდში, მოხდეს ყოველთვიური ბონუსური სისტემის შემუშავება და განხორციელება, რომლის გაკეთება არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. გარდა იმ ადამიანებისა, ვინც უშუალოდ ჩართულია კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში, დღეისათვის, ქვეყანაში დაახლოებით 25000 დასაქმებული სერტიფიცირებული ექიმია და ამდენივე ექთანი. უმრავლესობა გადანაწილებულია სხვადასხვა კერძო კლინიკაში. ექთნები იძულებული არიან, შეთავსებით დასაქმდნენ 3,4 და ზოგჯერ, ხუთ ადგილზეც კი, მათ შორის, სხვა ქალაქშიც და მუნიციპალიტეტში. პირველ რიგში, დაბალი ანაზღაურება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 2013 წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამაში არ ხდება ტარიფების შეცვლა, პირიქით, ზოგიერთი დაავადების მკურნალობის ტარიფებმა დაიკლო. შესაბამისად, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომელიც იყო 2013 წელს, დარჩა 2020-ში, რაც სამედიცინო პერსონალის შრომის პირობების დარღვევაა,“ - განაცხადა სურგულაძემ.


NS








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up