„ლელო“ - „ქართული ოცნება“ ყველა ხერხით აყალბებს არჩევნებს, რასაც „ლელო“ არ დაუშვებს და ყველა სამართლებრივი ფორმით დაიცავს ხალხის ხმებს

„ლელო“ - „ქართული ოცნება“ ყველა ხერხით აყალბებს არჩევნებს, რასაც „ლელო“ არ დაუშვებს და ყველა სამართლებრივი ფორმით დაიცავს ხალხის ხმებს

access_time2020-11-05 12:44:57

„ლელოს“ ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და საოლქო საარჩევნო კომისიებში განვითარებულ მოვლენებზე, ძალადობასა და გაყალბებაზე ისაუბრეს. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლანა გალდავას განცხადებით, მთელი ოპოზიცია ერთი ჩრდილოვანი მმართველის წინააღმდეგ დგას, პარლამენტში შესვლას არ აპირებს და პერმანენტულ აქციებს გეგმავს.



„არჩევნები ისნის საოლქო კომისიაში კრიმინალურად დასრულდა. გუშინ 8 საათზე ჩანიშნული სხდომის შესახებ გავიგეთ ბოლო წუთებში. მაჟორიტარობის კანდიდატები მივედით, რომ დავსწრებოდით ჩვენი საჩივრების განხილვას, მაგრამ, მიუხედავად სურვილისა, არცერთი ჩვენგანი არ დაგვასწრეს განხილვაზე. სხდომიდან გამოუშვეს ჩვენი დამკვირვებლებიც. არამარტო გამოუშვეს, არამედ საოლქო კომისიის თავმჯდომარის მძღოლი მამუკა ნაცვალაძე ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდა ქალს, რომელიც იმყოფებოდა შენობაში და ჩვენ ამის ვიდეომტკიცებულება გვაქვს. თუმცა, პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა. ცესკოს ადმინისტრაციამ ისიც კი იკადრა, რომ დროშა ჩამოაგდო, ხოლო პოლიციამ ფეხქვეშ გათელილი ჩვენი სიმბოლო არ აიღო. ჩვენი პოლიცია დაემსგავსა რუსეთის ომონს, მათთვის რუსული დროშაა სიმბოლო და ქართული არა. ამიტომაც მოგმართავთ, ჩვენ ამ საჩივრების განხილვას გავაგრძელებთ სასამართლოებში, თუმცა კლანის მიერ მართული სასამართლოს იმედი ჩვენ არ გვაქვს. მაგრამ ამ ინსტაციასაც ამოვწურავთ, პარალელურად, კონსტიტუციის ფარგლებში ვიდგებით ქუჩებში და მივაღწევთ იმას, რომ შეიცვლება ცენტრალური საოლქო კომისია და დაინიშნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები,“-განაცხადა გალდავამ.



„ის ყველაფერი, რაც დღეს არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ხდება, არის ჩრდილო კორეის პოლიტიკის მსგავსი“-ამის შესახებ ბრიფინგზე „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.




„როდესაც პარტია იძლევა განკარგულებას, როგორ უნდა მოიქცეს ცესკო, ეს არის ჩრდილო კორეის მაგალითი. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფაქტის, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს განცხადებაში იყო ხაზგასმული, როგორც ძალიან დიდი პრობლემა, რომ პარტიულ სტრუქტურებს შორის ზღვარი წაშლილია. გუშინ ჩვენ მივიღეთ პარტიული დავალების საფუძველზე სასწრაფო უარი ყველა საჩივარზე. გადაგვამისამართეს მართულ, ჩინჩალაძე- მურუსიძის მართულ სასამართლოში. სწორედ ამ სასამართლოს გამო დავტოვე თავის დროზე „ქართული ოცნება“, რომელიც დღეს ხალხის ხმებს იტაცებს, ამ ხმების უკან არიან ადამიანები, რომლებსაც უკეთეს საქართველოში ცხოვრება უნდოდათ და ამის უფლება „ქართულმა ოცნებამ მათ არ მისცა,“-განაცხადა ლევან კობერიძემ.



საოლქო საარჩევნო კომისიებში განვითარებული მოვლენები შეაფასა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ და განმარტა, რომ საქართველო დაადგა თურქმენიზაციის გზას, ხოლო ბიძინა ივანიშვილს სურს ჭორვილბაშობა.



„წარმოუდგენელი რამ ხდება საოლქო საარჩევნო კომისიებში. არცერთი ჩვენი საჩივარი არ განუხილავთ ყურით მოთრეული მიზეზის გამო, რომელიც არცერთ კანონში არ ჯდება. საქართველოში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ივანიშვილის ჭორვილბაშობას არ დაუშვებს,“-განაცხადა სამუშიამ.



NS






თეგები:
„ლელო“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up