„ლელო“ - მოვუწოდებთ მთავრობას, მეგობარ ქვეყნებსა და დიპლომატიურ მისიებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად

„ლელო“ - მოვუწოდებთ მთავრობას, მეგობარ ქვეყნებსა და დიპლომატიურ მისიებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად

access_time2019-11-16 17:25:48

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო საზოგადოებას, მეგობარ ქვეყნებსა და დიპლომატიურ მისიებს მოუწოდებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

ამის შესახებ ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.

„9 ნოემბერს საოკუპაციო ხაზთან, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ოკუპანტებმა დააკავეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

აღნიშნული ფაქტით დაირღვა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ექიმის ხელშეუხებლობის შესახებ. საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის მისვლის მიზანი იყო ახალგორში მცხოვრები 67 წლის თამარ გიგაურისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.


სამწუხაროდ, ადამიანების გატაცებამ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან რეგულარული სახე მიიღო. საქართველოს ხელისუფლება ვერ ქმნის უსაფრთხოების ადეკვატურ მექანიზმებს, მუდმივად ცდილობს ფაქტების მიჩუმათებას და საზოგადოებაში უსუსურობისა და „დამარცხებულობის“ განცდის დანერგვას. რომ არა ვაჟა გაფრინდაშვილის ავტორიტეტი, გატაცების ფაქტი მორიგ გაუხმაურებელ მოვლენად დარჩებოდა.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო საზოგადოებას, მეგობარ ქვეყნებს, დიპლომატიურ მისიებს საქართველოში, გადადგან ქმედითი ნაბიჯები საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე საქართველოა!“ – აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში.


თეგები:
ლელო



საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის
access_time2020-07-08 11:10:21
საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს განაცხადა. მისი განცხადებით, ეს ქვეყნებია:გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. „ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია

 მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია
access_time2020-07-08 10:50:13
 „მთავრობა დიდად არც მანამდე გვეხმარებოდა, არც ახლა გვეხმარებიან, მათგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ“, - ამის შესახებ კომერსანტს ტურისტული სააგენტოს „Planet Georgia“ -ს დამფუძნებელი მალხაზ ცინცაძემ განუცხადა. ინდივიდუალური მეწარმე აცხადებს, რომ სეზონის ჩავარდნით დაახლოებით 10 000 დოლარი დაკარგა.   „ის ხალხი რომელიც ფრენების აღდგენას ელოდებოდა და ვარაუდობდნენ აგვისტო-სექტემბერში ჩამოსვლას ტურები გააუქმეს, რადგან...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...


მსგავსი სიახლეები

up