„ლელო“: „ლელოს“ ყველა ლიდერისა და თანამშრომლის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, პარტიის ოფისებში დეზინფექცია პერიოდულად ტარდება

„ლელო“: „ლელოს“ ყველა ლიდერისა და თანამშრომლის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, პარტიის ოფისებში დეზინფექცია პერიოდულად ტარდება

access_time2020-10-19 13:46:01

კორონავირუსის პრევენციის მიზნით „ლელო“ აგრძელებს ოფისების დეზინფექციას, ხოლო პარტიის ის თანამშრომლები, რომელთა სამსახურში ყოფნა არ არის სავალდებულო, გადასულები არიან დისტანციურ მუშაობაზე. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



რაც შეეხება თანამშრომლებსა და „ლელოს„ ლიდერებს, უდიდესმა ნაწილმა ჩაიტარა PCR ტესტი, პასუხების 99% უკვე ცნობილია და უარყოფითია.



ტესტი გუშინვე ჩაიტარა მამუკა ხაზარაძის ოჯახის ყველა წევრმა და მათი პასუხებიც უარყოფითია.



„ლელო“ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და არჩევნებისთვის ემზადება.





რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის მდგომარეობას, ის კარგადაა და გუნდის სამუშაო განრიგში ონლაინ არის ჩართული.



კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა „ლელოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძეც. მისი თქმით, „ლელო“ ატარებს სახალხო კამპანიას და ამ რეჟიმის გამო, პარტიის ყველა წევრი თითქმის ყოველ მეოთხე დღეს PCR ტესტირებას იტარებენ.



„დღის განმავლობაში ბევრ ადამიანთან გვაქვს შეხება და ვგრძნობთ პასუხისმგებლობას მათ მიმართ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ხელისუფლებას მიშვებული აქვს კოვიდ ეპიდემია. როგორც ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი?! ამას ყველაზე მწვავედ ვხედავ და ვწუხვარ, რომ დღეს ექიმები იქცნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის მონაწილეებად. ყველა წესის დაცვით აქტიურად გავაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, გავალთ სოფლებში და რეგიონებში. „ლელო“ გისურვებთ ჯანმრთელობას და აუცილებლად ჩავატარებთ არჩევნებს ყველა წესის დაცვით,“- განაცხადა კუპრაძემ.



„მათ, ვისაც გაუხარდათ „ლელოს„ რიგებში კოვიდის დადასტურება, მინდა, რომ იმედები გავუცრუო, „ლელო“ აგრძელებს სრულ სვლას გამარჯვებისკენ“-ამის შესახებ პარტიის მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბა ბუაძე საუბრობს.


„ჩვენ ყოველდღიურად ვართ ველზე, შეუფერხებლად ვაგრძელებთ მუშაობას და ამომრჩეველთან კომუნიკაციას, მამუკა ხაზარაძეც თავს გრძნობს უკეთესად, აღარ აქვს სიცხე და ამიტომაც ყველა ფრონტზე, იქნება ეს ონლაინ, იქნება ეს ველზე, თუ ნებისმიერ სივრცეში, აქტიურად ვაგრძელებთ კომუნიკაციას ამომრჩეველთან 31 ოქტომბრამდე და ლელოს დამაჯერებელ გამარჯვებამდე. რაც შეეხება ჩვენს ოფისში მიმდინარე სამუშაოებს, ტარდება დეზინფექცია, როგორც ცენტრალურ ოფისში, ისე საქართველოს მასშტაბით "ლელოს" ყველა ოფისში. ჩვენ ძალიან ზედმიწევნით ვიცავთ უსაფრთხოების წესს, ყველა პროცედურის დაცვით ვმუშაობთ, მათ შორის, თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადასულია დისტანციურ მუშაობაზე და დისტანციურ რეჟიმზე. ამიტომაც, ეს ერთეული შემთხვევა არის ლოკალიზებული და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას,“ - განაცხადა ბუაძემ.



NS 







საარსებო მინიმუმი გაიზარდა და ახლა 202,8 ლარია — საქსტატი

საარსებო მინიმუმი გაიზარდა და ახლა 202,8 ლარია — საქსტატი
access_time2021-05-14 12:00:55
აპრილში საარსებო მინიმუმი წლიურად 3,2 ლარით გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობამ 202,8 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.   2021 წლის აპრილის თვეში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წლიურად 2,8 ლარით გაიზარდა და 179,6 ლარი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა კი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 1,8 ლარით, ხოლო საშუალო მომხმარებლისთვის 1,5 ლარით არის...

#სპონსორიაკროკობეთი - 1 000 000 ქართული სპორტის მხარდასაჭერად!

  #სპონსორიაკროკობეთი - 1 000 000 ქართული სპორტის მხარდასაჭერად!
access_time2021-05-14 10:55:53
13 მაისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კროკობეთის პრეზენტაცია გაიმართა. კომპანია ბოლო 2 წლის განმავლობაში 10 საფეხბურთო და 1 საკალათბურთო გუნდს, 2 ინვიდიდუალური სპორტის სახეობის წარმომადგენელს, საქართველოს BMW-ს კლუბს, საქართველოს დრაგ რეისინგისა და დრიფტის სერიებს ასპონსორებს, ღონისძიებას კი თითოეული გუნდის წარმომადგენელი და სპორტსმენი ესწრებოდა, რომლებმაც საზეიმო ვითარებაში მემორანდუმს მოაწერეს...

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7% -ით $ 65 მლნ-მდე გაიზარდა - ქვეყნიდან 28,3 მლნ-მდე ბოთლი გავიდა

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7% -ით $ 65 მლნ-მდე გაიზარდა - ქვეყნიდან 28,3 მლნ-მდე ბოთლი გავიდა
access_time2021-05-14 12:30:00
2021 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28,3 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მლნ-მდე აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ს მიაღწია. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 2% (1,841,192 ბოთლი), ჩინეთი - 19%...

2016 წლიდან დღემდე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა

2016 წლიდან დღემდე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა
access_time2021-05-14 13:00:50
კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების მიზნით განხორციელებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში 2016 წლის წლის 9 მარტიდან 2021 წლის 10 მაისის მონაცემებით ჯამში დაკმაყოფილებულ იქნა 1276 პირი. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. მოწოდებული ინოფრმაციის მიხედვით უკვე დასრულებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით - ბინით  99 პირი დაკმაყოფილდა, ხოლო დაზარალებულ პირთათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე და ამავე მიწის ნაკვეთებზე ინტერესთა...

„ციფრული ვალუტის შემოღება ბანკებს შეავიწროებს, თუმცა მათი ჩანაცვლება მარტივად ვერ მოხდება“

„ციფრული ვალუტის შემოღება ბანკებს შეავიწროებს, თუმცა მათი ჩანაცვლება მარტივად ვერ მოხდება“
access_time2021-05-14 11:00:32
საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვების პროექტზე მუშაობს. სებ-ის ინფორმაციით, მისი მანდატი ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ხოლო ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარებისა და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა გაზარდოს. როგორც აღმოჩნდა ეროვნულ ბანკს თავისი მანდატის უკეთ შესასრულებლად ციფრული ლარი სჭირდება. ეროვნული ბანკში ასევე აღნიშნავენ,...


მსგავსი სიახლეები

up