„ლელო“: „ლელოს“ ღონისძიებას რუსთავში რამდენიმე ათასი მხარდამჭერი დაესწრო

„ლელო“: „ლელოს“ ღონისძიებას რუსთავში რამდენიმე ათასი მხარდამჭერი დაესწრო

access_time2020-10-20 21:12:59

„ლელოს“ ღონისძიებას რუსთავში რამდენიმე ათასი მხარდამჭერი დაესწრო, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეს პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეხვედრა იყო. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ღონისძიებაზე შეკრებილებს „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ საავადმყოფოდან მიმართა.

მოსახლეობას სიტყვით მიმართეს „ლელოს“ ლიდერებმა, ბადრი ჯაფარიძემ, ლანა გალდავამ, თაზო დათუნაშვილმა და ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გრიგოლ გეგელიამ.

„საქართველოში ფუნდამენტური ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რასაც „სუფთა ხელები“ სჭირდება“ - ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„ჩვენ უნდა დავაფორმიროთ კოალიციური მთავრობა და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა 21-ე საუკუნის საქართველოში. "ლელოს ახალი მარშალის გეგმა" არის საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა, ეს შეეხება ყველა სფეროს - განათლებას, ჯანდაცვას, ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მომავალს, ეკონომიკას, სამართალს. ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებები, ფუნდამენტურ ცვლილებებს კი სჭირდება ისეთი ხალხი, რომელიც "ლელოს" გარშემოა შემოკრებილი, ფუნდამენტურ ცვლილებებს სჭირდება სუფთა ხელები, წრფელი გული, რწმენა, რომ შენი ქვეყანა გიყვარს,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


„მიხარია და ამაყი ვარ, რომ მე წარმოვადგენ თქვენს ხმას“-ამ სიტყვებით მიმართა საკუთარი ოლქის მაცხოვრებლებს გრიგოლ გეგელიამ.

„მე მაქვს პატივი, რომ ვიყო პოლიტიკისგან გაჯავრებული ადამიანების ხმა და იმედი. მე ამაყი ვარ რომ ვიბრძვი ჩვენი და თქვენი მომავლისთვის, საერთო გამარჯვებისთვის. ჩვენი პარტია იბრძვის ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად, შრომის უფლებების დასაცავად და იმისთვის რაც ყველა რუსთაველისა და გარდაბნელის უფლებაა. ჩვენ ამ ქალაქის მოსახლეობას მივცემთ ჯანსაღი ცხოვრების სტიმულსა გავაძლიერებთ სოციალურად,“-განაცახადა გრიგოლ გეგელიამ.

მოსახლეობას მიმართა „ლელოს„ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ და მათ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი თქმით ქვეყნის უკეთესობისკენ შესაცვლელად თითოეული მოქალაქის ხმა გადამწყვეტია.

„მნიშვნელოვან დღემდე, 31 ოქტომბრამდე და „ლელომ“ მოახერხა ის რაც ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო. ჩვენმა გუნდმა მოკლე ვადაში მოახერხა რომ წარმოჩენილიყო როგორც ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალა. მოახერხა და შეძლო შეექმნა ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის და მისი აღმშენებლობის გეგმა. ჩვენ არა მარტო გეგმა გვაქვს, არამედ გვყავს გუნდი რომელსაც შეუძლია მისი განხორციელება. არცერთი დღე არ გვაქვს დასაკარგი ამიტომ არჩევნების მეორე დღიდანვე უნდა დავიწყოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. რაც მთავარია ჩვენს ქვეყანას დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია როგორც რეგიონის ფლაგმანის,“- განაცხადა ჯაფარიძემ.

NS




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up