„ლელო“:  „ლელოს“ „ახალი მარშალის გეგმას“ ბიზნეს სექტორი დადებითად აფასებს

„ლელო“: „ლელოს“ „ახალი მარშალის გეგმას“ ბიზნეს სექტორი დადებითად აფასებს

access_time2020-09-30 14:08:09

„ლელოს“ „ახალი მარშალის გეგმის“ საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამის ფარგლებში, პარტია „ლელო“ განაგრძნობს საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად „ახალი მარშალის გეგმა“ განიხილეს. შეხვედრის მთავარი მიზანი ბიზნეს სექტორისთვის ლელოს „მარშალის გეგმის" გაცნობა და პროცესში მათი მაქსიმალური ჩართულობა იყო. შეხვედრას როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამასთან, ისაუბრეს სამომავლო პროექტებზე, რომლებიც მომდევნო 4 წელში იგეგმება და ქვეყნის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. კონკრეტულად იმსჯელეს„ლელოს„ გეგმით გათვალისწინებულ პროგრამებზე, რომლებიც ორიენტირებული იქნება ბიზნეს სექტორთან პოტენციურ თანამშრომლობაზე.


„ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი ქართული ბიზნესის სახით და მასთან ერთად უნდა მოხდეს „მარშალის გეგმის" განხორციელება. ქვეყნის სრულ რეკონსტრუქციაში ქართული ბიზნესის წარმომადგენლები აქტიურად უნდა ჩაერთონ.


„ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი ქართული ბიზნესის და მეწარმეების სახით, რომლებმაც 30 წლის განმავლობაში შექმნეს სამუშაო ადგილები. გვინდა, ეს რიცხვი 4 წლის განმავლობაში 600 000-ით გავზარდოთ, თითოეულ მათგანს თვეში 3000 ლარი და მეტი ექნება შემოსავალი. ეს მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ სერიოზული ინვესტიციით და საქართველოს ფინანსურ, ლოჯისტიკურ, ენერგეტიკულ, ციფრული მაგისტრალების ცენტრად გარდაქმნით. შეხვედრას სწორედ ის ადამიანები ესწრებოდნენ, ვინც ამ ყველაფერს ჩვენი გეგმით განახორციელებენ. "მარშალის გეგმა" არის ქართულ რეალობას მორგებული. ამ გეგმით გვაქვს შანსი, გავაკეთოთ სერიოზული ნახტომი ეკონომიკაში, სოციალურ ცხოვრებასა და ჯანდაცვის სფეროში და გავხდეთ რეგიონის წამყვანი ქვეყანა,„-მამუკა ხაზარაძე.



შეხვედრის მსვლელობისას კითხვა-პასუხის რეჟიმში ლელოს „ახალი მარშალის გეგმა„ განიხილეს ბიზნესმენებმა. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას„ დამფუძნებელი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სავაჭრო ბირჟა უნდა შეიქმნას. თუ ამ ნაბიჯს „ლელო„ გადადგამს, მანვე უნდა იკისროს პასუხისმგებლობა.



„საერთაშორისო სავაჭრო ბირჟა უნდა შევქმნათ. ჩვენ, ბიზნესმა უნდა ვიცოდეთ, რომ თქვენ ამ ვალდებულებას იღებთ საკუთარ თავზე, რომ დაინერგოს საქართველოში. ის თემები, რასაც „ლელო" წარმოადგენს "მარშალის გეგმის" სახით, პიროვნულ ნდობაზეცაა დამოკიდებული. საკითხები, რომელიც მათ დააყენეს, უკვე იდგა, თუმცა ამის რეალურად განმახორციელებელი არ არსებობდა. მსოფლიოში ბევრი პროგრამა არსებობს, თუმცა საჭიროა სწორი შემსრულებელი. საჭიროა, ინვესტორებთან გვქონდეს ჯანსაღი კომუნიკაცია და მოვიპოვოთ მათი ნდობა. ამის მთავარი საფუძველი კი საარბიტრაჟო სასამართლოა. რადგან თუ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდება. როგორც კი ქვეყანაში დამკვიდრდება სამართლიანობის განცდა, უფრო გაბედული ნაბიჯი გადაიდგმება ახალი ინვესტიციების მოზიდვისას,“-განაცხდა თემურ ჭყონიამ.


ბიზნესმენი ლელოს „ახალი მარშალის გეგმის“ მიხედვით საშუალო ფენის შექმნასაც შეეხო. მისი თქმით, საშუალო ფენას შეადგენენ ადამიანები, რომელებიც ქვეყნის სწორ მომავალს ქმნიან.


„600 000 ადამიანისგან შემდგარი საშუალო ფენის შექმნის დროს საუბარია ამდენივე თავისუფალ ადამიანზე, რომელიც არ ექვემდებარება არცერთ მანიპულაციას. ეს საშუალო ფენა არ იყიდება, ქმნის საზოგადოებრივ აზრს და შემდეგ ქმნის ქვეყნის აზრს, რომელიც ქვეყანას ავითარებს და ქმნის შემოსავალს,“ - აღნიშნა ჭყონიამ.


„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი საუბრის დასასრულს სათამაშო ბიზნესის დაბეგვრასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ბიზნეს გარემო აუცილებლად თანასწორი უნდა იყოს გადასახადების გადახდისას.



„სათამაშო ბიზნესის დაბეგვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ ვიცოდი, 14 მლრდ. მოგებიდან მხოლოდ 160 მლნ. თუ შედიოდა მათგან ბიუჯეტში, როდესაც მე წელიწადში 96 მლნ. ლარს ვიხდი ბიუჯეტში. ეს არის ძალიან დიდი კონტრასტი, რადგან პირადად მე სათამაშო ბიზნესის მსგავსი შემოსავალი არ მაქვს და ეს უნდა დამენეჯმენტდეს აუცილებლად,“ - განაცხადა თემურ ჭყონიამ.


NS






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up