„ლელო“: „ლელო“ გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს, როგორც პარტიაში აცხადებენ ისინი ქვეყანაში თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის იბრძვიან

„ლელო“: „ლელო“ გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს, როგორც პარტიაში აცხადებენ ისინი ქვეყანაში თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის იბრძვიან

access_time2020-11-06 14:17:19

„ლელოს“ ლიდერებმა, გიგლა მიქაუტაძემ, გრიგოლ გეგელიამ და ნიკა ჩერქეზიშვილმა ბრიფინგი გამართეს. მათ არჩევნების შედეგების გაყალბებაზე ისაუბრეს. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



„ლელოს“ ლიდერების თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.



„ლელოს“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგლა მიქაუტაძის თქმით, ქართველი მოსახლეობა და ოპოზიციური ძალა იბრძვის არა მხოლოდ ახალი არჩევნებისთვის, არამედ სამართლიანი გარემოსთვის, რომელიც ქვეყანაში უნდა შეიქმნას.



მისივე თქმით, არჩევნების მთავარი სამიზნე "ლელო" იყო, პარტია, რომელსაც ხმები დააკლეს.



„ის, რომ არჩევნები გაყალბდა, ყველასთვის ნათელია. ამ სისტემაში, საერთოდ, აზრი ეკარგება არჩევნებს და ჩვენი პროტესტიც ამას უკავშირდება. თუ ეს სისტემა ძირფესვიანად არ შეიცვლება, ყველა შემდეგი არჩევნები რომელიც ჩატარდება, არ იქნება თავისუფალი, ამ ბუტაფორიულ დემოკრატიას აზრი ეკარგება. ჩვენ ვიბრძვით ქვეყანაში თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის. დღეს ასე არ არის, რადგან ამ არჩევნების მთავარი სამიზნე იყო "ლელო", რომელსაც ათიათასობით ხმა დააკლეს და დაუწერეს პროცენტი, რომელიც რეალობას არ ასახავს. ჩვენ მივიღეთ იმაზე მეტი ხმა, რასაც საარჩევნო კომისია წერს. მაგალითად გლდანში ბალანსს ვერ ადგენდნენ მე-17 საარჩევნო უბანზე, სადაც 14 ხმა მივიღე, გადახაზეს 1 და დატოვეს 4 ხმა. ასეთი მაგალითები არის მრავლად. ყველა ოლქში გაყალბდა ხმები. პარლამენტი უნდა დაკომპლექტდეს ისე, როგორც ხალხს სურს და არა ისე, როგორც ივანიშვილს. ამიტომ ახალი არჩევნები აუცილებელია,“ - განაცხადა მიქაუტაძემ.




არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე ისაუბრა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ.



„ეს არის არჩევნების ტოტალურად გაყალბების მცდელობა, რომელიც დასრულდება კრახით. და რომელიც აუცილებლად დასრულდება ვადამდელი არჩევნებით, სადაც ხალხი გამოხატავს თავის ნებას. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, მანამ, სანამ არ დადგება ის სამართალი, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის. ვისაუბრებ რუსთავის მაგალითზე, სადაც არჩევნები ჩატარდა სრულიად გაუმჭვირვალედ. წინასაარჩევნო პერიოდში კი ადგილი ჰქონდა მოსყიდვას, შანტაჟს და დაშინებას, რაც გაგრძელდა არჩევნების დღის ჩათვლით. ამ ქვეყანაში არჩევნები არ არის პროგრესისა და განვითარების ინსტრუმენტი, არამედ ის მოიაზრებს დაშინებას და შანტაჟს. რასაც ჩვენ შევცვლით და არჩევნები გახდება ხვალინდელი დღის გარანტი. რუსთავის უბნებზე ჩვენი დამკვირვებლების მიმართ მუდმივად მიმდინარეობდა სხვადასხვა ზეწოლა. მათ მოუწოდებდნენ, რომ ისინი არ ყოფილიყვნენ ადეკვატური დამკვირვებლები. მათ ლეგიტიმურ საჩივრებს არ იღებდნენ, მაგალითად, 54-ე უბანზე დილიდანვე ასეთი ფაქტები დაფიქსირდა. 34-ე უბანსაც გავიხსენებ, სადაც კამერა ისე იყო მიმართული, რომ არ აფიქსირებდა მიმდინარე მოვლენებს. მე-9 უბნის წინ მიმდინარეობდა პარტიულ-პოლიტიკური აგიტაცია. 29-ე უბანზე არ აღირიცხებოდნენ არჩევნებზე შემსვლელი ადამიანები. ეს არის იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ხელთ გვაქვს. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის ხმა აღდგეს,“ - აცხადებს გეგელია.



ნაძალადევის ოლქებში კონკრეტულ დარღვევებზე ისაუბრა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ჩერქეზიშვილმა. მისი განცხადებით, "ლელო" არ შეეგუება არჩევნების გაყალბებას და თითოეული ხმის დასაცავად იბრძოლებს.



„დღეს ყველასთვის ცხადია, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა. არ დარჩენილა ოლქი, სადაც ხმები არ გაყალბებულა. კერძოდ, ჩემს რაიონზე, ნაძალადევზე ვისაუბრებ, სადაც პროპორციულ და მაჟორიტარულ ნაწილში 6971 ბიულეტენია ბათილად ცნობილი. რაც ნიშნავს, რომ არჩევნებზე მოსული ათასობით ადამიანის ხმა გაბათილდა. ამის გარდა, დაკარგულია 670 ბიულეტენი. 103 უბნიდან 35 უბანზე გვაქვს პლიუსი და 103 უბნიდან 90 უბანზე გვაქვს მინუსი. "ლელო" ამ ყველაფერს არ შეეგუება და ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ამომრჩევლის ნებასა და ხმას,“ - აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.




NS








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up