„ლელო„ აქვეყნებს „ქართული ოცნების„ დეპუტატების სიას რომლებიც „მევახშეობით„, ფულის „ხელზე გასესხებით“ არიან დაკავებულები

„ლელო„ აქვეყნებს „ქართული ოცნების„ დეპუტატების სიას რომლებიც „მევახშეობით„, ფულის „ხელზე გასესხებით“ არიან დაკავებულები

access_time2020-09-25 16:25:57

„ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების სია გაასაჯაროვა, რომლებიც ფულის „ხელზე გასესხებით“ იღებენ შემოსავალს. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


საბა ბუაძის თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ ფინანსდება მევახშეობით და გამოსახლებული ადამიანების გაყიდული ბინების ფულით.


„ქართული ოცნების“ საპარლამენტო რიგები სავსეა იმ ადამიანებით, რომლებიც მევახშეობით და ფულის „ხელზე გასესხებით“ იღებენ შემოსავალს. ქართული ოცნება არის ხელისუფლება დღეს მფარველობს მევახშეებს.


მევახშეობით და კერძო გამსესხებლობით დაკავებულია ქართული ოცნების 5 დეპუტატი:


1. ისკო დასენი - დაკავებულია კერძო მევახშეობით და ფლობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას „მისო ლიდერ კრედიტი“, რომელმაც 2018 წელს მოგების სახით მიიღო 10 მილიონ ლარზე მეტი. ისკო დასენის მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ქართულ ოცნებას 120,000 ლარი და სალომე ზურაბიშვილს 5,000 ლარი შესწირა.



2. ბექა ოდიშარია - 2016 წელს გასესხებული ჰქონდა 170,000 აშშ დოლარი, საიდანაც საპროცენტო სარგებლის სახით მიიღო 22,723 დოლარის შემოსავალი. 2019 წელს „ინვესტიციის სახით გაცემული ჰქონდა 350,000 დოლარი, საიდანაც შემოსავლის სახით მიიღო 105,000 ლარი.


3. ილია წულაია - 13 კომპანიაზე გასესხებული აქვს 9.6 მილიონი დოლარი. ილია წულაიამ 2014 წელს, ისანში სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიიდან 250 დევნილი ოჯახი გამოასახლა და დასაკუთრებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსები ააშენა. ილია წულაიას ქართული ოცნებისთვის შეწირული აქვს 170,000 ლარი.


4. დავით სონღულაშვილი - გასესხებული აქვს 611,000 ევრო, საიდანაც შემოსავლის სახით მიღებული აქვს 38,000 ლარზე მეტი.


ამ ფონზე, არ არის გასაკვირი, რომ ოცნებამ არაფერი გააკეთა კერძო მევახშეობის შესაჩერებლად. პირიქით, მამუკა ბახტაძის მავნებლური ინიციატივის შედეგად დაინერგა ახალი მიდგომა, რომლის შედეგადაც მევახშეები პირდაპირ იფორმებენ ბინას, გამოსყიდვის უფლებით. 2019 წელს, საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე ჯამში გაცემული იქნა 654,788 სესხი, რომელთა ჯამურმა მოცულობამაც შეადგინა 383 მილიონი ლარი. ეს არის კერძო მევახშეობის მხოლოდ აისბერგის წვერი,“ - აცხადებს საბა ბუაძე.



„ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ისიც აღნიშნა, რომ „ლელო გამოვიდა ინიციატივით აიკრძალოს და სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს მევახშეობა, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნებში დიდი ხნის წინ მოხდა. ზუსტად ამიტომ, აუცილებელი 31 ოქტომბერს ხელისუფლებიდან გავისტუმროთ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მფარველობს მევახშეებს და მთაწმინდაზე, კრწანისში და მთელ საქარველოში ასობით ოჯახის გამოსახლებას და გაუბედურებას უწყობს ხელს“ - განაცხადა ბუაძემ ბრიფინგისას.


NS






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up