„ლელო“ მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს თითოეული მოქალაქე არის მნიშვნელოვანია და მათი სიცოცხლე ქვეყნისთვის აუცილებელი. ჩვენს ქვეყანას არცერთი ადამიანი დასაკარგი არ ჰყავს. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს იმ ტრაგედიას, რომელიც გუშინ ყველას ერთად დაგვატყდა თავს,“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 11-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.