„ლელო“ ე.წ. კომენდანტის საათს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

„ლელო“ ე.წ. კომენდანტის საათს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

access_time2020-11-10 15:09:22

9 ნოემბერს ღამის 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე საქართველოს მთავრობის დადგენილებით კომენდანტის საათი ამოქმედდა. რომელიც მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების უფლებას უკრძალავს. აღნიშნულ თემაზე „ლელო“ ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ რეგულაცია არის ცალსახად არაკონსტიტუციური, რის გამოც პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და სარჩელთან ერთად აყენებენ შუამდგომლობას, რომ სასამართლომ შეაჩეროს კომენდანტის საათის მოქმედება.



„ლელო“ ერთ-ერთი ლიდერის თორნიკე ართქმელაძის თქმით, რეგულაცია არაკონსტიტუციურია რადგან პანდემიის დროს ადამიანებს გადაადგილების უფლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს და პრეზიდენტის დეკრეტის გაცემის საფუძველზე ეზღუდებათ, რეგულაცია კი რომელიც კონკრეტულ საათებში მოქალაქეების გადაადგილების უფლებას კრძალავს არცერთს არ ითვალისწინებს.



„კანონი რომლის საფუძველზეც აღნიშნული რეგულაციაა მიღებული, მთავრობას არ აძლევს უფლებას შეზღუდოს პირების გადაადგილება, ასევე არ აძლევს უფლებას შეზღუდოს ადამიანების შეკრება და მანიფესტაცია. აღნიშნული რეგულაცია არის არაპროპორციული და არ ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. სარჩელთან ერთად ვითხოვთ, რომ შეჩერდეს კომენდანტის საათი. საკონსტიტუციო სასამართლოს კი მივმართავთ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაასრულოს პროცესი და მიიღოს გადაწყვეტილება. საქართველოს მთავრობამ და უხეშად დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუცია,“ - განაცხადა ართქმელაძემ.



„კომენდანტის საათის გამოცხადება მიმართულია იმ ხალხის ხმების ჩასახშობად, ვინც აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას“ - ამის შესახებ ბრიფინგზე „ლელო“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანა გალდავამ ისაუბრა.




„ეპიდემია ღამის ათი საათის შემდეგ ნამდვილად არ აქტიურდება, ეს პირდაპირ მიმართულია იმ ადამიანების ხმების ჩახშობისკენ, რომლებიც აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს. მოსახლეობას მოპარეს ხმები და მისი დაბრუნების უფლებასაც ართმევენ. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და დავიცავთ ხალხის ხმას,“- განაცხადა გალდავამ.



„ლელო“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან სამუშიას თქმით, მთავრობამ საქართველოს კონსტიტუციას გვერდი აუარა და ამ ფორმით მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.



„სამწუხაროდ საქართველოს კონსტიტუციაზე წინ ბიძინა ივანიშვილის ნება დგას, სწორედ ივანიშვილის გამო მიიღეს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება. კოვიდ პანდემიას მხოლოდ მოკავშირედ იყენებენ. ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ წინა გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ყველამ კარგად ვიცით, რომ სასამართლო არის ზეწოლის ქვეშ. სწორედ ივანიშვილის ნების გატარებაა, სასამართლოზე ზეწოლა, მისივე ნების გატარებაა, ადამიანების თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა. მთავრობა საერთოდ გავიდა სამართლებრივი სივრციდან და უარყოფენ საქართველოს კონსტიტუციას. საქართველოს მოსახლეობა ქვეყანაში, კონსტიტუციის ფარგლებში, ხმის და თავისუფლად, როგორც გადაადგილების ისე ცხოვრების უფლებას დაიბრუნებს,“ - აღნიშნა სამუშიამ.



ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



NS





თეგები:
„ლელო“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up