„ლელო“ დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქციას გამართავს

„ლელო“ დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქციას გამართავს

access_time2020-10-28 15:29:18

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ დღეს, 28 ოქტომბერს 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქციას გამართავს. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



ღონისძიებაზე პარტიის ლიდერები „ლელოს“ მიერ განვლილ წელს შეაჯამებენ. ისაუბრებენ მიღწეულ შედეგებზე და მომავალ მიზნებსა და ამოცანებზე.



რესპუბლიკურ მოედანზე დაგეგმილ წინასაარჩევნო შემაჯამებელ აქციაზე „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, „ლელო“ არის წამყვანი პოლიტიკური ძალა რომელმაც შემოიტანა ახალი სტანდარტი ქართულ პოლიტიკაში.



„ჩვენი პოლიტიკური ძალა აერთიანებს ადამიანებს თავიანთი ღირებულებებით. სწორედ ეს ღირებულებებია, რომელიც დღეს რესპუბლიკის მოედანზე გაგვაერთიანებს მთელ ერს.




ჩვენი მიზანია, რომ გავერთიანდეთ ქვეყნის ინტერესებისთვის, ლელომ ეს მოახერხა, ამიტომ ვართ გამორჩეული პარტია, რადგან გვყავს 250 000 რეგისტრირებული მხარდამჭერი, ეს ერთი წლის პარტიისთვის არის დიდი მიღწევა. ჩვენ შევიმუშავეთ ანტიკრიზისული და ქვეყნის განვითარების პროგრამა „ლელოს ახალი მარშალის გეგმა“, რაც სრულიად საქართველოს რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი განვლილი პერიოდით. ჩვენ მიერ განვლილ პოლიტიკურ დღეებს კი შევაჯამებთ დღეს. ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ არჩევნებში მონაწილეობისკენ. მათ უნდა მოიყვანონ ერთი ადამიანი, რადგან მოახლოებული არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.



შეგახსენებთ, რომ „ლელომ“ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა და მოსახლეობის დიდ ნაწილს შეხვდა. სხვა გეგმებთან ერთად, განიხილეს „ლელოს ახალი მარშალის გეგმა“, რომელიც ქვეყნის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.



აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პარტიამ ოცდაათივე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები წარადგინა.



NS







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up