ლეიბორისტები ბრიტანეთში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას დათანხმდნენ

ლეიბორისტები ბრიტანეთში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას დათანხმდნენ

access_time2019-10-29 23:00:28

ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია მხარს დაუჭერს პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის წინადადებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.



გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ლეიბორისტების ლიდერმა ჯერემი კორბინმა გააკეთა. მისი თქმით, ლეიბორისტები მანამდეც მზად იყვნენ არჩევნების მხარდაჭერისთვის, მაგრამ იმ პირობით, თუ ევროკავშირიდან ლონდონის გასვლა ხელშეკრულების გარეშე შეუძლებელი იქნება.



მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა Brexit-ი 2020 წლის იანვრის ბოლომდე გადადო, ლეიბორისტების პირობა შესრულდა. მანამდე არჩევნების ჩატარებას „შოტლანდიის ეროვნული პარტია“ და „ლიბერალ-დემოკრატები“ დათანხმდნენ და სპეციალური კანონპროექტის შექმნა დაგეგმეს, რომელიც 2011 წლის აქტში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, რის შემდეგაც რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად ხმათა უმრავლესობა საკმარისი გახდება.




ანალოგიური კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანის შესახებ თავად ჯონსონმაც განაცხადა, მას შემდეგ რაც 28 ოქტომბერს თემთა პალატამ არჩევნების 12 დეკემბერს ჩატარებაზე უარი განაცხადა.



ევროკავშირმა Brexit-ის ვადები 2020 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა, ხოლო მხარეების მიერ ჯონსონი-იუნკერის შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლას 30 ნოემბერს და 31 დეკემბერსაც შეძლებს.


imedinews.ge





როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი

როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი
access_time2019-12-15 20:00:40
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება Forbes’ Real Time Billionaire Rankings-ის მიხედვით, 3.1 მილიარდი დოლარია. სიმდიდრით ტრამპი მსოფლიოში 771-ე ადგილზეა. ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მდიდარი და ერთადერთი მილიარდერი პრეზიდენტია. გაპრეზიდენტებამდე ტარმპის ქონება 3-დან 4 მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა. ეს საკმოდ დიდი სიმდიდრეა, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ამერიკის უმდიდრეს 20 ადამიანს შორისაც კი. თუმცა, ის ყოველთვის...

მილიარდერები, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯეს

მილიარდერები, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯეს
access_time2019-12-15 18:00:04
Forbes-ის მიხედვით დღეისათვის მსოფლიოში 2 600-ზე მეტი მილიარდერია. მათი ნაწილი ქველმოქმედებითაა ცნობილი და შემოსავლის დიდ ნაწილს საქმელმოქმედო ფონდებსა თუ პროექტებს ურიცხავს. Business Insider-ი წარმოგიდგენთ 10 მილიარდერს, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი შემოწირულობებს დაუთმეს. ჯეკ მა - 0.33% ქონება: 39 მილიარდი აშშ დოლარი გადარიცხული თანხა: 129 მილიონი აშშ დოლარი Alibaba Group-ის...

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი
access_time2019-12-15 14:00:23
ქართული ბრენდი PAVONE მინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის. ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში,...

ანთებული ნათურის ფასი

ანთებული ნათურის ფასი
access_time2019-12-15 16:00:28
"დამთავრდა”, – ეს არის ერთსიტყვიანი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს მარიამ ვალიშვილისგან მივიღე. ის მაშინ, ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერთების ოქმს ქართულმა მხარემ ხელი ოფიციალურად მოაწერა. ამიტომ “დამთავრება” ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისის მანიშნებელი იყო, რადგან ხელმოწერის ცერემონიის დასრულებასთან ერთად...


მსგავსი სიახლეები

up