ლეღვის ექსპორტიდან საქართველომ რეკორდული 1,2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

ლეღვის ექსპორტიდან საქართველომ რეკორდული 1,2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

access_time2022-10-01 17:00:30

EastFruit-ის ანალიტიკოსები საქართველოდან ლეღვის ექსპორტზე ამახვილებენ ყურადღებას და განმარტავენ, რომ  ბოლო 3 წლის განმავლობაში  ახალი ლეღვის  ადგილობრივი ბაზრის გარეთ გაყიდვა საკმაოდ პოპულარული გახდა.


2022 წელი საყურადღებოა იმით, რომ ექსპორტიდან შემოსავალმა 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა და ყველა დროის ახალ მაქსიმუმზეა.


2022 წლის ივლის-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 890 ტონა ლეღვი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი არ არის ყველაზე მაღალი, რადგანაც 2020 წელს ქვეყანამ 930 ტონა ლეღვის ექსპორტი განახორციელა, წელს მნიშვნელოვანია მაღალი შემოსავალი, საუბარია 1,2 მილიონ დოლარზე, რაც ფასების მატებამ განაპირობა.


ერთი წლის განმავლობაში ლეღვის საექსპორტო ფასები 40%-ით გაიზარდა, თუ 2021 წელს 1 კგ საექსპორტო ლეღვის ფასი 1 დოლარი იყო, წელს უკვე 1.40 დოლარია.


EastFruit-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ საექსპორტო ფასების ზრდა არის როგორც კარგი, ასევე ცუდი ამბავი ენერგომატარებლების ფასების ზრდის ფონზე რუსეთ-უკრაინის ომისა და გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში.



კარგი ამბავი ის არის, რომ ლეღვის ფასების უეცარი ნახტომისებრი ზრდის მიუხედავად, ექსპორტის მოცულობა კვლავ იგივე დარჩა. ეს ნიშნავს, რომ ლეღვზე მოთხოვნა გარკვეულწილად მაღალია. ფასების ზრდამ, რა თქმა უნდა, გამოიწვია უფრო მაღალი შემოსავლები, მაგრამ ფასების მატება უმეტესად წარმოების და ტრანსპორტირების ხარჯების გამო უნდა იყოს. რაც, რა თქმა უნდა, მოგების ზრდას მნიშვნელოვნად ზღუდავს .


ქართული ახალი ლეღვის საექსპორტო მიმართულებები რუსეთი და სომხეთია. წელს ექსპორტირებული ლეღვის 60%-ი სომხეთში გავიდა, 40%-ი კი რუსეთში. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის წილი 2021 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა.


„ექსპორტში დამატებითი სიურპრიზი ლეღვის ჩირი იყო. 2022 წლის აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 8 ტონა ლეღვის ჩირი გაიტანა. 2016 წლამდე ლეღვის ჩირის ექსპორტი პრაქტიკულად არ არსებობდა, ხოლო 2016 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში ლეღვის ჩირის ექსპორტი წლიურად 2 ტონაზე ნაკლები იყო. 8 ტონა ლეღვის ჩირი რუსეთში გავიდა. წინა წლებში იყო რამდენიმე განსხვავებული მყიდველი: ლიტვა, უკრაინა, ისრაელი და ნიდერლანდები. ამრიგად, ექსპორტის დივერსიფიკაციას სავარაუდოდ ექნება პოტენციალი“, - აღნიშნულია EastFruit-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.


საინტერესოა, რომ საქართველოში 1,5-დან 1,9 ათას ტონამდე ლეღვს აწარმოებენ. აგვისტო არის მთავარი სეზონი, ამიტომ ექსპორტის უმეტესი ნაწილი აგვისტოში ხორციელდება. ექსპორტის მცირე წილი ივლისსა და სექტემბერზე მოდის . აგვისტოში ექსპორტი 4-5-ჯერ მეტია. თუ ივლის-აგვისტოს მონაცემებს დავუმატებთ სექტემბრის მონაცემებსაც და შევადარებთ წარმოებას, აღმოჩნდება, რომ ქვეყანა 2020 წლიდან ახორციელებს საკუთარი წარმოების ნახევარზე მეტ ექსპორტს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up