გია ხუხაშვილი: “ქართული ოცნების“ რამდენი პრემიერი წავიდა და სამ დღეში აღარავის ახსოვდა, ბახტაძეც მათ რიგში ჩადგა

გია ხუხაშვილი: “ქართული ოცნების“ რამდენი პრემიერი წავიდა და სამ დღეში აღარავის ახსოვდა, ბახტაძეც მათ რიგში ჩადგა

access_time2019-09-02 14:00:52

„“ქართული ოცნების“ რამდენი პრემიერი წავიდა და სამ დღეში  აღარავის ახსოვდა, მამუკა ბახტაძეც, სამწუხაროდ,  ამ რიგში ჩადგა,  მეტი არაფერი.,“ - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებას.


პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი  „კომერსანტთან“  მამუკა ბახტაძის პრემიერობის პერიოდთან ერთად მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს აფასებს. 



ბატონო გია, როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ახალია გადადგომის ფორმა, მან სოციალური ქსელით ამცნო საზოგადოებას გადგომის შესახებ. რით დაგამახსოვრდათ ბახტაძის პრემიერობის პერიოდი?



ჩვენი მმართველობითი სისტემისთვის დამახასიათებელია სერიოზული მანკიერება, როდესაც პრემიერის შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ინსტიტუციური ცენტრები და ძალის ცენტრები პრაქტიკულად აცდენილია ერთმანეთს და ყველას აქვს განცდა, რომ პრემიერები არიან უბრალოდ მარიონეტები. ანუ ადამიანები,. რომლებიც არ იღებენ გადაწყვეტილებებს და, შესაბამისად, არც არიან არაფერზე პასუხისმგებელი. ამ ვითარებაში საუბარი პრემიერის ნამოღვაწარზე მიმაჩნია, რომ უსაგნოა და ძალიან ძნელია. პიროვნულად, მე მამუკა ბახტაძის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს და ვფიქრობ, ის საკმაოდ კვალიფიციურად გამოიყურებოდა ეკონომიკის სფეროში.  პოლიტიკაში კი,  როგორც ყველა წინა პრემიერი, დემონსტრაციულად არ ერეოდა ეკონომიკურ გადაწყვეტილებებში და ამ სისტემური მანკიერების გამო, ჩარევა არც იყო მისი კომპეტენცია. რამდენი პრემიერი წავიდა და სამ დღეში ისინი აღარავის ახსოვდა, მამუკა ბახტაძეც სამწუხაროდ ამ რიგში ჩადგა,  მეტი არაფერი.


როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს პროცესები არ არის ბახტაძეზე დამოკიდებული და სხვა ადგენს ჩვენს პოლიტიკურ დღის წერიგს. ამ ეტაპზე, რატომ გახდა საჭირო ბახტაძის გადადგომა? “ქართულ ოცნებას“ საკმაოდ სერიოზული კრიზისი აქვს და ამ ცვლილებით შეძლებს საზოგადოების განწყობის შეცვლას? 



საზოგადოებას არავინ არ ელაპარაკება ამ ყველაფერზე. ხელისუფლებას დღეს აქვს ერთადერთი ამოცანა, ესაა ძალაუფლების შენარჩუნება. ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ამ საარჩევნო ციკლში, რომელშიც შევდივართ, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ბახტაძე როგორც ფორმალური ლიდერი, წამგებიანი და სუსტი ფიგურაა. ახლა ცდილობენ გადაჯგუფდნენ იმისათვის, რომ იზრუნონ ძალაუფლებაზე. ბახტაძე გადაწყვეტილების მიმღები ცენტრისთვის ძალიან კომფორტული ფიგურა იყო, არაფერში ხელს არ უშლიდა, მაგრამ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბახტაძე არ არის საკმარისი.



ერთადერთ შედარებით  ძლიერ ფიგურად ქართულ ოცნებაში მოიაზრება გიორგი გახარია, მედიაში პრემიერობის ერთ-ერთ კანდიდატას სწორედ ის დასახელდა 


მე მირჩევნია, რომ შემდგარ ფაქტზე ვისაუბრო.  წინასწარ გახარიას განხილვას არ დავიწყებდი, მიუხედავად იმისა, რომ ამის ალბათობა მაღალია.  



გავრცელდა ისეთი მოსაზრებაც, რომ შეიძლება ქართული ოცნება ამ ნაბიჯებით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება..



ეს უკვე მგონი შეთქმულების თეორიაა,  იმიტომ, რომ ეს არის საკმაოდ რთული პოლიტიკური ნაბიჯი.  მე არ გამოვრიცხავ, რომ სიტუაცია აქამდე მიიყვანოს ქართულმა ოცნებამ. მაგრამ ის, რომ რაღაც კონკრეტული გეგმა არსებობს მმართველ გუნდს, ამაში ეჭვს შევიტანდი. ეს ლეგენდა ბიძინა ივანიშვილის უძლეველობაზე და განსაკუთრებული დაგეგმარების უნარებზე არასერიოზულია, ჩემი აზრით. ასე, რომ ეს არის მხოლოდ შეთქმულების თეორის და მეტი არაფერი. თუმცა ეს შეიძლება იყოს ისეთი შეთქმულების თეორია, რომელიც აბსოლუტურად და სპონტანურად შეიძლება განხორციელდეს.


კომერსანტი





თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI
access_time2020-07-03 12:00:43
საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ტენდერებს იგებენ. 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 6,264,688 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიქტორ ჯაფარიძე 16 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია, იგი ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს კი პარლამენტის წევრი...


მსგავსი სიახლეები

up