LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

access_time2021-04-10 20:00:49

ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.


ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.


ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ - ოცნებამ ღია პლანეტაზე ხიბლი დაკარგა, საზღვრებმა გაიმარჯვეს. ეს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ხდება, თუმცა, ევროპაში ეს ყველაზე შესამჩნევია.


პარალელურად ჩვენ მსოფლიოში ნაციონალიზმის ზრდასაც ვხედავთ, მათ შორის ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორც აშშ და ინდოეთი, რომლებისთვისაც დღესდღეობით ბარიერების აგება სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილად იქცა.


როდესაც დონალდ ტრამპი ამბობდა „ადამიანებს საზღვრების ხილვა სურთ“ - ის მართალ იყო. მოძრაობა No Border -ის (არა საზღვრებს) წევრები, რომლებიც საზღვრების გაუქმებას მოითხოვენ, დღევანდელ მსოფლიოში მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენენ.


დღეს ყველას სურს საზღვრები. ომი მთიან ყარაბახში იმის ნათელი მაგალითია, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნებისთვის სად სრულდება და სად იწყება მათი ტერიტორიები.



ევროპა პარალელურად ორ მოვლენას განიცდის - ერთის მხრივ, ტერორიზმის, უკონტროლო მიგრაციის, და პანდემიის ერთობილი ზეწოლის გამო გადაადგილების თავისუფლება მნიშვნელოვნად იზღუდება. დროებით რა თქმა უნდა, თუმცა, არავინ იცის, რამდენი ხნით.


მეორეს მხრივ, ბარიერების აღმართვა სუვერენიტეტის ზრდას და საკუთარი ტერიტორიის უფრო მეტ კონტროლს ნიშნავს, ვიდრე აქამდე იყო.


ევროკავშირის ქვეყნებს შორის, შეზღუდვების მიუხედავად, გადაადგილება მეტ-ნაკლებად მარტივია, თუმცა, კონტროლი მაინც არის - დღეს ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან მეორეში გამგზავრება ისეთი ადვილი არაა, როგორც პანდემიამდე იყო.


ევროკავშირის შიგნით გადაადგილების მაქსიმალურად შესაძლებელი თავისუფლება ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედად კვლავ რჩება. საზღვარი - ვაქცინასავითაა - უკუჩვენებები არის, თუმცა, გახსნილობას მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ზიანი.


მაგრამ ევროპისთვის გაცილებით უფრო სერიოზული პრობლებაა გარე საზღვრების გაძლიერება. შენგენის ზონის შექმნის პროცესში დაშვებულ იქნა იგივე შეცდომები, რაც ევროს შემოღების დროს. ეს ორივე ძალიან დიდი და ლამაზ პროექტია, თუმცა, სავალუტო კავშირი შეიქმნა ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკების დაახლოვების გარეშე, ხოლო გადაადგილების თავისუფლება - გარე საზღვრების სათანადო დაცვის გარეშე.


გადაადგილების თავისუფლების ლეგიტიმურობის გარანტირებისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს - გარე საზღვრების კონტროლი. პანდემიამ თუ რამე გვასწავლა - პირველ რიგში ეს.


Lefigaro.fr


თენგიზ აბლოთია 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up