ლეჩხუმში ეკო სოფლის და სასტუმრო კომპლექსის მშენებლობით ბიზნეს-ჯგუფები დაინტერსდნენ

ლეჩხუმში ეკო სოფლის და სასტუმრო კომპლექსის მშენებლობით ბიზნეს-ჯგუფები დაინტერსდნენ

access_time2020-08-20 20:00:00

ლეჩხუმში სასტუმრო ბიზნესში მსხვილი ინვესტიციის განხორციელებით რამდენიმე ბიზნეს-ჯგუფია დაინტერესებული. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში ცაგერის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ ისაუბრა. რომელ ბიზნეს-ჯგუფზეა საუბარი ამაზე ცაგერის მერი არ საუბრობს, თუმცა, აცხადებს, რომ მათი მხრიდან ამჟამად კონკრეტული ლოკაციის კვლევა მიმდინარეობს.



„აკვირდებიან ტურისტების რაოდენობას, არჩევენ ადგილებს, რა ტიპის კომპლექსის გაკეთება სჯობს და სად. ისინი უპირატესობას უფრო ეკო სოფლის პროექტს ანიჭებენ, ვიდრე ერთი დიდი სასტუმროს მშენებლობას. თუმცა, არის ორი დიდი ბიზნეს ჯგუფი, რომლის ინტერესიც ცაგერის რაიონში დიდი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაა“-აცხადებს უგრეხელიძე.



კითხვაზე, დღევანდელი მდგომარეობით, ლეჩხუმს დღეში რამდენი ტურისტის მიღება შეუძლია და არის თუ არა მზად რეგიონი დღეს მიიღოს და უმასპინძლოს დამსვენებელს, ცაგერის მერი აცხადებს, რომ სასტუმრო ბიზნესი ლეჩხუმში კარგად განვითარებული არ არის. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც რეგიონის მიმართ ინტერესი გააქტიურდა, გაჩნდა სურვილი ადგილობრივი კერძო ინვესტორების მხრიდანაც, რომ ეს მიმართულება განავითარონ.



„არის საოჯახო ტიპის სასტუმროები, არის რამდენიმე ეთნო სასტუმროც, თუმცა, ბრენდული და მაღალი კლასის არცერთი არ არის. ამ სეზონიდან დაიწყო კვების ობიექტების მომრავლებაც.ამ დროისთვის ნაწილი მშენებარეა, ნაწილი უკვე ამოქმედდა“-აცხადებს უგრეხელიძე.



მისივე ინფორმაციით,დღეს ლეჩხუმში სასტუმრო ბიზნესს ერთდროულად 250 ტურისტის მიღება შეუძლია.




რაც შეეხება იმას, თუ რა ხვდება ადგილზე ჩასულ ტურისტს,რისი შეთავახებაა შესაძლებელი და რეგიონი განვითარებულია თუ არა ინფრასტრუქტურულად, ცაგერის მერი „ბიზნესპარტნიორს“ უყვება ყველა იმ სამუშაოზე, რომელიც ბოლო პერიოდში რეგიონში განხორციელდა. მათ შორისაა ლეჩხუმის სხვადასხვა ლოკაციაზე ტურისტული წერტილების მოწყობა.



„მაგალითად,მოეწყო მურის ციხესთან მისასვლელი ბილიკები. რელიგიური ტურიზმის კუთხით ასევე გაზრდილია ლეჩხუმის ცნობადობა, რაც განპირობებულია წმ.მაქსიმე აღმსარებლის საფლავის აღმოჩენით, ტაძრის აგებით და მომლოცველების აქტივობით.გაკეთდა ორბელის გადასახედი, საიდანაც ჩანს ლეჩხუმის ორი ხეობა, გაკეთდა 60 მეტრიან ღვირიშის ჩანჩქერზე მინის ხიდი. გარდა ამისა, კერძო ინვესტიციებით და სახელმწიფო პროგრამების დახმარებით გაკეთდა მწვანე ტბა, რომელიც ლეჩხუმში ძალიან პოპულარულია“-აცხადებს უგრეხელიძე.



მისივე ინფორმაცით,ავსტრიის განვითარების ფონდის დახმარებით,დასრულდა როგორც ლეჩხუმის ტურისტული პოტენციალის კვლევა, ასევე გენგეგმაზე მუშაობაც.ცაგერის მერი აცხადებს, რომ დაახლოებით 20 სექტემრისთვის დონორების ხელშეწყობით ლეჩხუმის ტურისტული ცენტრი გაიხსნება.



„მოხდა საინტერესეო ადგილების კვლევა, რომლის კეთილმოწყობაც უფრო პოპულარულს გახდის ლეჩხუმს. ძალიან მნიშნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ აზიის განვითრაების ფონდი ახორციელებს სამთო ტურიზმის განვითარების პროგრამას რაჭა-ლეჩხუმის და იმერეთის მხარეში. მათი დახმარებით ხდება სამთო ბილიკების მარკირება. რამდენიმე გაკეთებულია, გეგმაშია 12-მდე ბილიკის მოწყობა“-აცხადებს უგრეხელიძე.



მისივე განცხადებით, იწყება ლეჩხუმისთვის ერთ-ერთი მნიშბნელოვანი ტურისტული ადგილის -საირმის სვეტების რეკოსტრუქცია. როგორც ცაგერის მერი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში, უფრო კონკრერულად კი, მომავალი წლისთვის ლეჩხუმს 15 ახალი ტურისტული ლოკაცია დაემატება.



ავთანდილ უგრეხელიძე აღნიშნავს, რომ პანდემიის ფონზე ლეჩხუმის ცნობადობა მკვეთრად, დაახლოებით 3-4 ჯერ გაიზარდა.მანამდე კი ინტერსი ნაკლებად იყო.ცაგერის მერი ამას რამდენიმე ფაქტორით ხსნის. პირველი, იმ სარეკლამო კამპანიებით, რაც როგორც მუნიციპალიტეტის, ისე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩატარდა.



მეორე, ლეჩხუმით დაინტერსება და მისი ტურისტული ცნობადობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც გაკეთდა ხვამლისკენ მისასვლელი გზა. საუბარია, 17 კილომეტრზე, რამაც თითქმის ყველა მისცა საშუალება ადგილზე ნებისმიერი ტიპის ავტომობილით ავიდეს.



business-partner.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up