ლებარდე 6 ზონად - კურორტის გენგეგმის წინასაპროექტო კვლევა

ლებარდე 6 ზონად - კურორტის გენგეგმის წინასაპროექტო კვლევა

access_time2019-09-21 12:35:54

სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

 

გენგემის წინასაპროექტო კვლევისა და სტრატეგიული განვითარების ხედვის მიხედვით, კურორტი 6 ზონად დაიყოფა - პირველი ზონა დაბალსართულიან სასტუმროებსა და სანატორიუმებს, მეორე ზონა ეწ. „ქარავანის“ კემპინგებს, მესამე ზონა კი სპორტულ ობიექტებს და მიწისქვეშა ავტოსადგომს უნდა დაეთმოს; მეოთხე ზონაში ტურისტული მომსახურების ცენტრი განთავსდება, მეხუთე ზონა სასტუმროებისთვის და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებისთვის იქნება განკუთვნილი, მეექვსე ზონაში კი. ახალგაზრდული ბანაკის განთავსება იქნება შესაძლებელი.

 

ლებარდეს განვითარების გეგმის შესახებ ადგილობრივებს და მწყემსებს სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მარტვილის მერის მოადგილესთან ერთად ესაუბრა.

 


სახელმწიფო რწმუნებული კურორტ ლებარდეში არსებულ ვითარებას გაეცნო და კურორტამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პირველი ეტაპის სამუშოები გზის საფარის 6 კილომეტრზე მოწყობას გულისხმობს, რაც დასკვნით ეტაპზეა. შემდეგი ეტაპის სამუშაოები კი, მომავალი წლიდან დაიწყება. ტალერი-ლებარდეს გზის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

 

,,აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს კურორტ ლებარდეს განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავება ჩვენ ველოდებით წლის ბოლოსათვის ამ გეგმის დამთავრებას, რის შემდეგაც მოვახდენთ მის გასაჯაროებას და მოეწყობა საჯარო განხილვა. ეს კურორტი არის ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და მისი განაშენიანება, მისი კეთილმოწყობა ნამდვილად წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგანს“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

 

კურორტი ლებარდე, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე მდებარეობს, კურორტი ცნობილია უნიკალური მჟავე წყლებით. ლებარდეში პირველი საკურორტო სეზონი 1922 წელს გაიხსნა, საავტომობილო გზის მშენებლობა კი 1947 წელს დაიწყო, ლებარდე როგორც სააგარაკო კურორტი კი, პოპულარული გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გახდა.

90-იანი წლების მოვლენების შემდეგ კურორტი ლებარდე სავალალო მდგომარეობაშია, მანამდე არსებული ინფრასტრუქტურა გავერანდა. ლებარდეს ცუდი გზისა და მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო მუდმივი მაცხოვრებლები არ ყავს. კურორტს დამსვენებლები, ხოლო მიმდებარე ტერიტორიას მწყემსები სეზონურად სტუმრობენ.


BMG


თეგები:
ლებარდე



BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up