Le Monde: საშიში ესკალაცია აღმოსავლეთ უკრაინაში

Le Monde: საშიში ესკალაცია აღმოსავლეთ უკრაინაში

access_time2021-04-05 19:30:02

დონბასში 7-წლიანი კონფლიქტის დროს ცეცხლისშეწყვეტის რეჟიმი თითქმის 30-ჯერ გამოცხადდა. ბოლო, რომელიც 2020 წლის 27 ივლისს ამოქმედდა, ყველაზე დიდხანს მოქმედებდა, თუმცა, 2021 წლის იანვრიდან მისი დარღვე​ვების შემთხვევათა რაოდენობა საშიშად გაიზარდა.


ბოლო 3 თვის მანძილზე 19 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა მაშინ, როდესაც მთელი 2020 წელს 49 გარდაიცვალა. ზუსტი ინფორმაცია რეგიონში შექმნილი ვითარების შესახებ არავის აქვს, ფრონტის ხაზის მონახულება მხოლოდ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეუძლიათ, თუმცა, მათ საქმიანობასაც სერიოზული შეფერხებები ექმნება.


კიევი და მოსკოვი ერთმანეთს კონფლიქტის ესკალაციაში ადანაშაულებენ, უკრაინის პრეზიდენტი რუსულ მხარეს საზღვრისპირა რეგიონებში ძალების კონცენტრაციაში ადანაშაულებს, ხოლო კრემლის პრეს-სპიკერის თქმით, მოსკოვი თავის ტერიტორიაზე მოქმედებს და ჯარების ეს გადაადგილება არავის არავითარ საფრთხეს უქმნის.


აშშ-მ რუსული მხარის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებები დაგმო, ხოლო შტატების ევროპულმა სარდლობამ, ევროპაში თავისი ძალების მზადყოფნა მაქსიმუმამდე აწია. ესკალაცია დონბასში ვიდეოკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა, ემანუალ მაკრონმა და ანგელა მერკელმა განიხილეს.


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს, მხოლოდ კიევის მონაწილეობით.


თუმცა, საჯარისო კვლევების ცენტრის დირექტორის მიხაილ სამუსის თქმით, ურთიერთობები პუტინს და ზელენსკის შორის იმდენად დაძაბულია, რომ საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები მათთან გასაუბრება ცალ-ცალკე გადაწყვიტეს. შესაბამისად, პუტინთან ონლაინ-კონფერენციის შემდეგ, ამჯერად პარიზში უკრაინის პრეზიდენტის ჩასვლაც იგეგმება.



რუსული გამოცემა Коммерсантъ -ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩიხიდან გამოსვლის 3 ვარიანტი განიხილება. პირველ რიგში ეს მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობას უკავშირდება.


„ეს ახალი პრაქტიკა არაა. ყოველთვის, როდესაც კიევს და მოსკოვს შორის კონსულტაციები რთულად მიმდინარეობს, რუსეთი კიევზე ზემოქმედების მოსახდენად კუნთების თამაშს იწყებს“, - განაცხადა პარიზის უნივერსიტეტის პროფესორმა იული შუკანმა.


დაძაბულობის ზრდა აღმოსავლეთ უკრაინაშია შესაძლოა პუტინს და ბაიდენს შორის ბოლო კვირების მანძილზე სიტყვიერი პაექრობით იყოს გამოწვეული. ასევე სავარაუდოდ, მოსკოვის გაღიზიანება პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსის, პუტინის პირადი მეგობრის ვიქტორ მედვედჩუკის წინაამღდეგ ამერიკული სანქციების დაწესების ფაქტმაც გამოიწვია.


მშვიდობა დონბასში - უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო.


„წინასაარჩევნო კამპანიის დროს ზელენსკი ძალიან მიამიტი იყო და ის მიიჩნევდა, რომ მშვიდობის დამყარება მარტივი საქმეა. დღეს კი ის მიხვდა, რომ პუტინისგან ვერაფერს მიიღებს“, - განაცხადა საგარეო პოლიტიკის ცენტრის ექსპერტმა ალექსეი მელნიკმა.


ამიტომაც, პრეზიდენტის ტონი უფრო მილიტარისტული გახდა და ეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკასაც დაეტყო. ამ დღეებში უკრაინის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი მიმდინარე ესკალაციაში და დონბასზე უკანონო შეიარაღებული ფორმირებების დაფინანსებაში და მართვაში დაადანაშაულა.


ამ დროისთვის დამკვირვებელთა უმრავლესობა შორს მიმავალი ესკალაციის სცენარს ნაკლებად რეალისტურად მიიჩნევს, თუმცა, მოვლენათა ასეთ განვითარებას არ გამორიცხავს. თუმცა, იმაზე ყველა თანხმდება, რომ უახლოეს კვირებში ახალი შეტაკებები და მსხვერპლი აუცილებლად იქნება.


lemonde.fr

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
უკრაინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up