Le Monde: ვინ იმუშავებს მომავალში  - ადამიანები თუ რობოტები?

Le Monde: ვინ იმუშავებს მომავალში - ადამიანები თუ რობოტები?

access_time2020-02-11 20:00:37

ბოლო ათწლეულების მანძილზე ციფრული ტექნოლოგიების დანერგვამ მიიღო ისეთი მასშტაბები, რომ ადამიანებს გაუჩნდათ შიში - ხომ არ ჩაანაცვლებენ რობოტები მათ შრომას, და ხომ არ გაიზრდება ამის გამო უმუშევრობა?


ამაში ახალი არაფერი არ არის. საუბარი ჯერ კიდევ 70-ან წლებში დაიწყო, როდესაც წარმოების მასობრივი ავტომატიზაცია მოხდა. მაშინ ციფრულმა მექანიზმებმა რამდენიმე პროფესია ჩაანაცვლეს, რომელიც დაკავშირებული იყო მონოტონურ, ერთფეროვან, და ნაკლებად კვალიფიცირებულ შრომასთან.


თუმცა, 21-ე საუკუნეში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. თუ 20-30 წლის წინ, ავტომატიზების ტენდენცია მუშათა შრომამ შეცვალა, დღეს დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ყველა - მათ შორის ისეთი სპეციალობები, რომლებზეც სულ რაღაც 10 წლის წინ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა ხელოვნური ინტელექტის შემოსვლას.რობოტები ითვისებენ ისეთ სპეციალობებს, როგორც ბუღალტერია, არქიტექტურა, მედიცინა, და ა.შ.


მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ექიმთან კონსულტაციას შეცვლის ონლაინ-გასაუბრება ციფრულ პროგრამასთან . ექიმი, ისევე როგორც მრავალი სხვა პროფესიის წარმომადგენელი, შეინარჩუნებს თავის ადგილს იმაში, რაც შეეხება ანალიზს და დასკვნის გაკეთებას. ვერც ერთი რობოტი ვერ შეცვლის ექიმს დიაგნოზის დასმის დროს. ამ როლს ადამიანი არავის დაუთმობს.


საქმე იმაშია, რომ ხელოვნური ინტელექტის ზემოქმედება არა იმდენად ანგრევს, რამდენადაც ცვლის პროფესიებს. ამ კუთხით, განათლების საკითხი არათუ არ დაკარგავს მნიშვნელობას, არამედ უფრო აქტუალური გახდება.


ამისთვის საჭირო იქნება სახელმწიფო პოლიტიკა, თუმცა, უკვე დღეს ონლაინ-პლატფორმები უწევენ კონკურენციას სახელმწიფოს და ხშირად იმარჯვებენ კიდეც.დღეს კაცობრიობამ უნდა განიხილოს სწორედ განათლების გაძლიერების საკითხი და არა ხელოვნური ინტელექტის ეთიკა, რომელიც დღესაც თეორიულ საკითხად რჩება.


არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიღმა ადამიანური შრომა იმალება.მე-18 საუკუნეში, მთელი ევროპა ერთი საინტერესო მისტიფიკაციის მსხვერპლი გახდა. მთელი კონტინენტი მოხიბლა მექანიკურმა ავტომატმა, რომელიც, თითქოს თამაშობდა ჭადრაკს, სინამდვილეში კი ის იყო მარიონეტი, რომელსაც ზემოთ მჯდომი ნამდვილი მოთამაშე მართავდა.დღეს უკვე არაა მისტიფიკაციების და ხუმრობის დრო - ხელოვნური ინტელექტი უკვე წარმატებით თამაშობს ჭადრაკს და ხშირად უგებს ცოცხალ მოთამაშეებს.



თუმცა, მას ჯერ არ შეუძლია გაცილებით უფრო მარტივი ამოცანების შესრულება - ქალაქში გადაადგილება ტვირთების მისატანად, კაბინეტის დალაგება, ან საქონლის შეფუთვა ადამიანის მონაწილეობის გარეშე.ხელოვნური ინტელექტი გახდა იმდენად გლობალური თემა, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ერთი ღილაკის დაჭერა საკმარისია საქონლის ამ მომსახურეობის ავტომატურად მისაღებად.


თუმცა, ეს ასე არაა - ნებისმიერი ავტომატიზება მოითხოვს დიდი რაოდენობით ადამიანურ ხელებს.


2019 წელს Amazon-ი იყო შტატებში მეორე დამსაქმებელი. მის რიგებში მუშაობდა 750 000 ადამიანი.ამდენი ადამიანია დაკავებული ციფრულ ტექნოლოგიებზე აწყობილ კომპანიაში, სადაც ასობით ათასი ადამიანი ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ ერთი ღილაკის დაჭერით კლიენტმა დროულად მიიღოს მის მიერ შეკვეთილი საქონელი.


ერთ დროს ითვლებოდა, რომ უპილოტო ავტომობილები ჩაანაცვლებენ ადამიანების შრომას ლოჯისტიკაში, სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებში. მაგრამ ეს ასე არაა . ვერცერთი, ყველაზე თანამედროვე უპილოტო ავტომობილი ვერ დადის თავისით ქუჩებში, სადაც არის ინტენსიური მოძრაობა, ხოლო დრონები, რომლებსაც ამუშავებენ საქონლის მიტანის სამსახურები, ვერასდროს ვერ დაუტოვებენ გზავნილს მეზობლებს იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი მათ სახლში არ დახვდა .


არავითარი „უპილოტო ავტომობილი“ რეალობაში არ არსებობს და თუ თქვენ ვერ ხედავთ საჭესთან ადამიან-მძღოლს, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არის და მანქანა მართლაც თავისით გადაადგილდება.


პროფესიების ჩანაცვლებას და გაქრობასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, თუმცა, ისინი შეუმჩნევლები არიან, როგორც მზარეული რესტორანში. ისინი მუშაობენ სადღაც შორს - საწყობებში, მართვის ცენტრებში, სხედან კომპიუტერებთან, და უზრუნველყოფენ მთელს ამ საოცრებას.


თანაც ხშირად ისინი არ ითვლებიან კომპანიების ოფიციალურ თანამშრომლებად, ამიტომაც მათ არ ითვლის სტატისტიკაც.


თუმცა, არის პრობლემაც - ავტომატიზებას მოჰყვება ერთი უარყოფითი მხარე - „კარგი“, კვალიფიცირებული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების ნაცვლად, მრავლად ჩნდება - „ცუდი“ - დაბალანაზღაურებადი და არასტაბილური.


მთავრობების და პროფკავშირების ამოცანა უახლოეს წლებში იქნება სოციალური დაცვის ინსტიტუტების შექმნა, რომლებიც დაეხმარებიან ამ ადამიანებს ღირსეული ცხოვრების მიღწევაში.


წყარო:insmi.ru

თენგიზ აბლოთია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up