Le Monde: უკრაინაში პუტინის პარტნიორი-ოლიგარქი დააკავეს

Le Monde: უკრაინაში პუტინის პარტნიორი-ოლიგარქი დააკავეს

access_time2021-05-18 19:00:00

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ გამოაცხადა, რომ გავლენიანი პრორუსი დეპუტატები და მეწარმეები ვიქტორ მედვედჩუკი და ტარას კოზაკი სახელმწიფო ღალატში არიან ეჭვმიტანილები.

 

ეს უკრაინას და რუსეთს შორის დაძაბულობის და ქვეყნის საზღვრებთან ათობით ათასი რუსი ჯარისკაცის მობილიზების ფონზე ხდება.

 

66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც 620 მლნ. დოლარს შეადგენს, ამავე დროს პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმას“ ლიდერია. ის ასევე ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი და მისი ქალიშვილის ნათლიაა.

 

მედვედჩუკი უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება, და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან  ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა.

 

პუტინის ემისარად ცნობილი ბიზნესმენი-პოლიტიკოსი ასევე მხარს  რუსეთის მიერ წარდგენილ უკრაინის ფედერალიზების გეგმას უჭერს.

 

უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ოლიგარქმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს დმიტრი კოზაკს დონბაზსე უკრაინული ჯარის განლაგების თაობაზე საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდა.

 


„ეს აბსურდია“ - ამბობს მედვედჩუკი, რომელიც საკუთარ თავს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აცხადებს.

 

„მე არსად მიმალვას არ ვაპირებ, თავს დავიცავ იმიტომ, რომ უდანაშაულო ვარ“ - განაცხადა მან.

 

ახალი ბრალდებები - იმის ნათელი დადასტურებაა, რომ კიევი ქვეყანაში რუსულ გავლენასთან ბრძოლისთვის მზადაა. ჯერ კიდევ 3 თვის წინ მედვედჩუკის წინაამღდეგ სანქციები აშშ-მ შემოიღო, შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ მისი ფინანსური აქტივები დააყადაღა და მისი კუთვნილი 3 ტელეარხი დახურა.

 

უკრაინაში არავინ ელოდა, რომ პუტინის პროტეჟეს დღევანდელი პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის დროს დააპატიმრებენ.

 

უკრაინელები დიდი ხნის მანძილზე კითხვას სვამდნენ - რატომ არ არის მედვედჩუკი ამდენი ხანი დაპატიმრებული? თუმცა, ის  რომ ზელენსკიმ მისი დაკავება გაბედა - ბევრს გაუკვირდა.

 

უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტი ხელისუფლებაში ომის დასრულების და რუსეთთან შეთანხმების მიღწევის ლოზუნგებით მოვიდა, მაგრამ მისი რიტორიკა მკვეთრად შეიცვალა იმის შემდეგ, რაც ის მიხვდა, რომ კრემლისგან ვერაფერს მიიღებს.

 

შეტევა მედვეჩუკზე სწორედ მაშინ დაიწყო. სიგნალიც საკმაოდ ნათელია - ყველამ იცის, რომ თავდასხმა მედვედჩუკზე პუტინზე თავდასხვმასაც ნიშნავს.

 

lemonade.fr

 

თენგიზ აბლოთია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up