Le Monde: პანდემიის გამო მსოფლიოში მიგრაცია 2-ჯერ შემცირდა

Le Monde: პანდემიის გამო მსოფლიოში მიგრაცია 2-ჯერ შემცირდა

access_time2021-03-18 20:00:45

პანდემიის პირველ თვეებში ეკონომიკური მაჩვენებლების ვარნდასთან და სიკვდილიანობის ზრდასთან ერთად მიგრაციული ნაკადების დრამატული შემცირებაც დაფიქსირდა.


21-ე საუკუნის სამყარო, რომლის მიგრაციული დინამიკაც ათწლეულების მანძილზე იზრდებოდა, საპირისპირო მოვლენის მოწმე გახდა, მილიონობით ადამიანმა სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნება დაიწყო. 2020 წელს მიგრაცია განვითარებულ ქვეყნებში 2019 წელთან შედარებით 2-ჯერ შემცირდა. ეს პროცესი მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი იყო ყველა მდიდარი სახელმწიფოსთვის, თუმცა, ქვეყნების მიხედვით გარკვეული სხვაობა მაინც არის. მაგალითად, შტატებში მიგრაციის თითქმის ყველა არხი დაიხურა, მაგრამ სოფლის მეურნეობაში სეზონური სამუშაოებისთვის გამონაკლისი იქნა დაშვებული, მაშინ, როდესაც, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ ყველაფერი ჩაკეტეს.


მიგრაციაზე აგებულ ისეთ ქვეყნებში, როგორც კანადა და ავსტრალიაა, მიგრანტების რაოდენობა შესაბამისად 45%-ით და 70%-ით შემცირდა. ამის შედეგად წარმოქმნილი სამუშაო ძალის დეფიციტის კომპენსირებისთვის კანადა 2021-2023 წლებში ყოველწლიურად 400 000 მიგრანტის ჩამოყვანას გეგმავს.


სპარსეთის ყურის მდიდარი ქვეყნები, სადაც 5 მლნ. აზიელი მიგრანტი ცხოვრობს, ორმაგად, პანდემიისგან და ნავთობზე ფასების ვარდნისგან დაზარალდნენ. ამის გამო საუდის არაბეთში ჩამომსვლელი მიგრანტების რაოდენობა 10-ჯერ შემცირდა.


რა დაგვანახა ამ მიგრაციულმა კოლაფსმა? პირველი რიგში ის, რომ მდიდარ ქვეყნებში ეკონომიკის მთელი დარგები პირდაპირ დამოკიდებულია უცხოურ მუშახელზე და მის გარეშე ფუნქციონირება არ შეუძლია. აღმოჩნდა, რომ მიგრანტები შეუცვლელები არიან.



ეს ყველაფერს ეხება. მაგალითად, აგრარულ სექტორს, რომლის გადასარჩენად ავსტრალიას, გერმანიას და საფრანგეთს მიგრანტების მოძიება და მათთვის ჩარტერული რეისების დანიშნვაც კი მოუწია. ეს ჯანდაცვის სექტორსაც ეხება, სადაც უმცროსი სამედიცინო პერსონალის მეოთხედი მიგრანტია.


განსაკუთრებით მოწყვლადი ამ კუთხით ბრიტანეთი აღმოჩნდა, რომელმაც ჯანდაცვის სექტორში მომუშავე უცხოელებს ყოველგვარი დისკუსიების და გასაუბრებების გარეშე ვიზების მოქმედება 2021 წლამდე გაუგრძელა.


პანდემიის კიდევ ერთი გაკვეთილი მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების მიგრაციას შეეხება. კორონავირუსამდე მიგრანტები სამ კატეგორიაზე მოთხოვნა ძალიან მაღალი იყო, რაც მიგრაციული ნაკადების განათლების დონის ზრდას იწვევდა.


თუმცა, ინტელექტუალური სამყარო, რომელსაც არ სჭირდება დაზგასთან დგომა, დისტანციურადაც ძალიან კარგად მუშაობს. ეს ჩვენ ადრეც ვიცოდით, თუმცა, პანდემიამ ნათლად დაგვანახა ამ შედარებით ახალი ტენდენციის მასშტაბები.


ეს ბევრ კითხვას ბადებს, შესაძლებელია თუ არა ბინადრობის უფლების გაცემა დისტანციური მუშაობისთვის? როგორი იქნება დისტანციაზე მომუშავე უცხოელი სპეციალისტების საგადასახადო სტატუსი?


ეს ტენდენცია ასევე ღარიბ ქვეყნებზე დადებითად იმოქმედებს. იქ „ტვინების გადინება“ შენელდება, რადგანაც დისტანციურად მომუშავე სპეციალისტთათვის სამშობლოში დარჩება და პარალელურად იქ მუშაობაც შესაძლებელი იქნება. ამას შესაძლოა პოლიტიკური შედეგებიც მოჰყვეს, განსაკუთრებით ღარიბი ავტორიტარული ქვეყნებისთვის, სადაც „ტვინების გადინების“ გამო სამოქალაქო საზოგადოება ვერ ყალიბდება, და მმართველი რეჟიმებისთვის წინაამღდეგობის გაწევა შეუძლებელი ხდება.


რა თქმა უნდა, ვაქცინაცია მიგრაციის აღდგენას ხელს შეუწყობს, თუმცა, პანდემიამ ნათლად დაადასტურა ის, რაც აქამდეც ცხადი იყო, მდიდარი ქვეყნები, შობადობის შემცირების ფონზე, მიგრანტებზე სულ უფრო დამოკიდებულები ხდებიან.


lemonde.fr

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
მიგრაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up