Le Monde: ლუკაშენკოს ერთადერთ მოკავშირედ ვლადიმერ პუტინი დარჩა

Le Monde: ლუკაშენკოს ერთადერთ მოკავშირედ ვლადიმერ პუტინი დარჩა

access_time2020-08-11 20:00:02

2020 წლის აგვისტო ბელორუსიის ისტორიაში ალბათ დიდი ხნით დარჩება. თუ არა როგორც 26 წლიანი ავტოკრატიული მმართველობის დასასრული, ყოველ შემთხევაში როგორც დღე, როდესაც ხელისუფლება, რომელიც წლების მანძილზე მოქალაქეების ხმის უფლებას უხეშად ლახავდა,  შეირყა.


არჩევნებს ძალაუფლება ყოფილი კოლმეურნეობის უფროსისთვის მეექვსედ უნდა გადაეცა, თუმცა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში არა მხოლოდ მინსკში, არამედ ათობით ქალაქში გამოვიდა. ისინი მხარს ოპოზიციურ კანდიდატს სვეტლანა ტიხანოვსკაია უჭერდნენ მაშინ, როდესაც პოლიცია მათ რეზინის ტყვიებს და მანათობელი ყუმბარებით უტევდა. დემონსტრანტებმა ბარიკადების აშენება სცადეს და ბრძოლა ხელისუფლებას გამოუცხადეს რომლისაც უკვე აღარ ეშინიათ.


რისხვის მაგვარი გრძნობა ბელორუსებს ჯერ კიდევ არჩვენების ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე დაეუფლათ. ქვეყნის აფეთქებისთვის საკმარისი ეგზიტპოლების გამოქვეყნება აღმოჩნდა. ბელორუსიაში არც ერთი არჩევნები 1994 წლიდან, როდესაც პრეზიდენტად არჩეულ იქნა ალექსანდ ლუკაშენკომ, არ შეესაბამებოდა ყველაზე მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებსაც კი.


10 აგვისტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოსახლეობა გაახარა. ლუკაშენკომ ხმების 80% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი მხოლოდ 9,9%. არჩევნები მასკარადივით გამოიყურებოდა, თუმცა, სხვანაირად შეუძლებელი იყო. ლუკაშენკომ  ქვეყნიდან გააძევა ან ციხეებში ჩასხა თავისი ყველაზე სერიოზული მოწინაამღდეგეები და ამით „დამანგრეველი გამარჯვება“ მიიღო.


თუმცა, მისი გამარჯვება წაგებას უფრო წააგავს. ავტოკრატის ხელისუფლება ამომრჩეველთა წნეხის ქვეშ შეირყა, ხოლო ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას მხოლოდ ერთი იარაღი გააჩნია - უხეში ძალა.



მაისიდან ქვეყანაში დაკავებულია 1000-ზე მეტი აქტივისტი, უფლებადამცველი, ჟურნალისტი, რიგითი მოქალაქე, რომელიც სამართლიან არჩევნებს ზედმეტად ხმამაღლა ითხოვდა. უცხოელ ჟურნალისტებს არჩევნების გაშუქების უფლება არ მიეცათ, ვინც მინსკში აკრედიტაციის გარეშე ჩასვლა გაბედა - ქვეყნიდან გაძევებულ იქნა.


დამოუკიდებელი მას-მედიის, სოციალური ქსელების და ბლოგერების მუშაობას ხელს ინტერნეტის მუდმივი გათიშვა უშლიდა, ხოლო კვირას საღამოს ინტერნეტი საერთოდ გაითიშა, ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკუთარი იმიჯი საერთაშორისო არენაზე მას საერთოდ არ აღელვებს.


ძნელი სათქმელია, რამდენად საშიშია რეჟიმისთვის ახლანდელი პროტესტები. ანალიტიკოსების აზრით, ყველაფერი დამოკიდებულია მომდევნო დღეებში გამოსვლების მასშტაბებზე. რეჟიმს უკვე ბზარები გაუჩნდა - ბევრ რეგიონულ ქალაქში სამართალდამცავები დემონსტრანტების წინაამღდეგ ძალის გამოყენებაზე უარს ამბობენ. ტიხანიოვსკაიამ განაცხადა, რომ ბელორუსებმა გამოიღვიძეს და არ სურთ ცხოვრება შიშის და დამცირების პირობებში. თავად სვეტლანა საპრეზიდენტო კანდიდატი შემთხვევით გახდა - მან თავისი, რეჟიმის მიერ დაპატიმრებული მეუღლე სერგეი ტიხანოვსკი შეცვალა. ოჯახის დიასახლისმა მის ირგვლივ ათობით ათასი გულმხურვალე მომხრის დარაზმვა შეძლო.


ალექსანდრ ლუკაშენკოს უკვე არაფრის შეთავაზება თავისი ქვეყნისთვის არ შეუძლია, ტყუილის და დემაგოგიის გარდა. ის მზადაა გამოიყენოს მომიტინგეების წინაამღდეგ ჯარი და ჩაახშოს გამოსვლები. შექმნილ ვითარებაში ლუკაშენკოს ჰყავს ერთადერთი მოკავშირე - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მათ შორის ურთიერთობები მარტივი და ცალსახა არაა, რადგანაც ის მოსკოვის იმპერიალისტურ პოლიტიკას ეწინაამღდეგებოდა, თუმცა, დღეს მას კრემლის გულისხმიერების გარდა სხვა არაფრის იმედი არ აქვს.


ლუკაშენკო არასასურველი პიროვნებაა დასავლეთში და მან უკვე არაერთხელ მიანიშნა ევროპას და ამერიკას, რომ არავითარ რეფორმებს არ დაუშვებს - დამოუკიდებელი და ძლიერი ბურჟუაზიის გაჩენის შესაძლებლობა 65 წლის დიქტატორს პანიკაში აგდებს. ამიტომაც მას ძველი საბჭოთა, ცენტრალიზებული სისტემა ურჩევნია, იმის მიუხედავად, რომ ამ გზას ქვეყანა გაკოტრებისკენ მიჰყავს.


„როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, ყველაშემთხვევაში მიმდინარე მოვლენები რეჟიმს შეასუსტებენ, და რუსეთი ამას აუცილებლად გამოიყენებს. თავად ბელორუსიისთვის უკეთესი რეფორმების და სამოქალაქო შერიგების გზით სიარული იქნებოდა, თუმცა, კომპრომისი არასდროს ყოფილა ლუკაშენკოს ძლიერი მხარე“, - მიიჩნევს პოლიტოლოგი ბალაშ იარაბიკი.


წყარო lemonde.fr

მომზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
ლუკაშენკო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up