Le Monde: ირანელები ვაქცინაციისთვის სომხეთში ჩადიან

Le Monde: ირანელები ვაქცინაციისთვის სომხეთში ჩადიან

access_time2021-07-28 19:00:10

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ირანში მნიშვნელოვანი შეფერხებებით მიმდინარეობს და ბევრი ირანელი ასაცრელად მეზობელ სომხეთში ჩადის.

 

ამ პატარა, 3-მილიონიან ქვეყანაში, რომელიც 2020 წელს აზერბაიჯანთან ომისგან მნიშვნელოვნად დაზარალდა, ვაქცინაციაზე დიდი მოთხოვნა არაა, ამიტომაც ხელისუფლებამ ამ გზით ტურისტების მოზიდვა გადაწყვიტა - ოფიციალურ ერევანს ჭარბი რაოდენობის AstraZeneca, ჩინური  Sinovac, და რუსული "Спутника V"-ის მარაგები აქვს.

 

სომხეთი უცხოელებს უფასო ვაქცინაციას სთავაზობს - და ეს პირველ რიგში მეზობელი ირანის მოქალაქეებს ეხება.

 

ირანში, რომელიც პანდემიის დასაწყისში დარტყმის ქვეშ ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, აცრა ძალიან დაბალი ტემპებით მიმდინარეობს - ამ დროისთვის 83 მლნ ირანელიდან პირველი დოზა მხოლოდ 7,7 მლნ. ადამიანმა მიიღო, სრული ვაქცინაცია კი 2,4 მლნ.-მა გაიარა. და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში დელტა-შტამის მიერ გამოწვეული პანდემიის მე-5 ტალღა მძვინვარებს.

 

25 ივლისის მონაცემებით, 2020 წლის თებერვლიდან პანდემიას ირანში 88 000 ადამიანი შეეწირა, თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ეს ოფიციალური მონაცემებია, რეალურად კი მსხვერპლი 2-3-ჯერ მეტია.

 


ოფიციალურმა თეირანმა ვაქცინაციის ჩავარდნის ფაქტი უკვე აღიარა და ამაში რუსეთი, ჩინეთი და კუბა დაადანაშაულა, რომელბმაც, ხელისუფლების განცხადებების თანახმად, თავიანთი ვალდებულებები პრეპარატების მიწოდებასთან დაკავშირებით არ შეასრულეს.

 

ამავე დროს, ირანის ხელმძღვანელობამ ქვეყანაში დასავლური ვაქცინები აკრძალა - ფორმალურად იმის გამო, რომ ირანი საკუთარ ვაქცინაზე მუშაობს, თუმცა, ჯერ-ჯერობით წარუმატებლად. ოფიციალურად ვაქცინა სახელად „ბარაკატი“ უკვე არსებობს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ის ჯერ არავის უნახავს.

 

ირანის საშუალო ფენა, რომელიც ვაქცინირებისთვის სომხეთში ჩადის, ასევე უკმაყოფილოა იმით, რომ რიგითი მოქალაქეებისგან განსხვავებით, ირანული ელიტა არც ზოგადად აცრაზე ამბობს უარს და არც დასავლურ პრეპარატებზე.

 

„მე გერმანული ენის მასწავლებელი ვარ და ბევრი ცნობილი ადამიანის შვილებს ვასწავლი. ისინი და მათი ოჯახების წევრები - ყველა აცრილია, თანაც უფასოდ და თანაც ხელისუფლების მიერ აკრძალული Pfizer-ით. ამის უფლება იმიტომ ეძლევათ, რომ სისტემასთან ახლოს არიან და იღებენ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის. ამ დროს ჩემი 70 წლის ბიძა პირველი დოზის რიგში დგას და არავინ იცის, როდემდე. ჩვენ ჩამოვედით ერევანში, რადგანაც ამის ფინანსური შესაძლებლობა გვაქვს და ვისაც არა აქვს  - უსასრულოდ უნდა დაელოდოს“, - ამბობს თეირანიდან სომხეთში ჩასული ერთ-ერთი ირანელი სტუმარი.

 

სომხეთში აცრაზე, ძირითადად, ახალგაზრდა ირანელები ჩადიან. ისინი რელიგიურ მმართველობას მხარს არ უჭერენ და ხელისუფლებაში მოსული კონსერვატორების წინაამღდეგი არიან.

 

მათი დიდი ნაწილი არჩევნებზე საერთოდ არ დადის, რადგანაც ფუნდამენტალური ცვლილებების იმედი არა აქვთ და უმრავლესობა ემიგრაციაზე ფიქრობს.

 

მათი აზრით, თავად ფაქტი, რომ მათ ვაქცინის მისაღებად უცხოეთში ჩასვლა უწევთ, ნათლად მეტყველებს, რამდენად ჩიხურ მდგომარეობაშია ქვეყანა, რომელსაც ათეულობით წლის მანძილზე არაკომპეტენტური რელიგიური ფუნდამენტალისტები მართავენ.


lemonde.fr





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up